ლონდონის “არსენალს” “ბარსელონას” ცენტრალური მცველის ერიკ გარსიას შეძენა სურს.
Sport-ის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის დამატებით პირადად “მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა ინტერესდება, რომელსაც მასთან “მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას ასისტენტობისას უმუშავია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩავის იანვარში ფეხბურთელების გაშვება არ სურს, კარგი შეთავაზების მიღების შემთხევაში, შესაძლოა “ბარსა” ესპანელის გასხვისებაზე დაფიქრდეს.
რაც შეეხება თავად გარსიას, ის წასვლაზე არ ფიქრობს. Mundo Deportivo-ს ცნობით, მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, ახალგაზრდა უკანახაზელს გუნდიდან წასვლა არ სურს და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლას აპირებს.
გარსიამ მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანას” მაისური 14 შეხვედრაში მოირგო. მას კლუბთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.




ისე, საყრდენზე მოსინჯოს ჩავიმ ერთი-ორჯერ, დაცვითი ფუნქციები კი აქვს, მცველი არაა, თორე დაცვითი ფუნქციები კი ბატონო;
და ბურთის ამოტანა-განაწილება კარგად გამოდის და ვინ იცის, იქნებ და….
Netav
იქნენა ერთხელ, აი ერთხელ გამოცადოს ჩვენმა რინუს მიხელსმა საყრდენზე🙂🙁
30 მილიონი მინიმუმ, პატარაა ჯერ,ესპანეთის ნაკრებშიც ათამაშებენ, ნორმალური სეზონი აქვს და განვითარდება ფაქტია,უბრალოდ ამას კრისტენსენიც ჯობია და ინიგოც (თუ მოვა).
ტერ შტეგენი
კუნდე არაუხო კრისტენსენი
დემბელე დე იონგი გარსია ბალდე
პედრი გავი
ლევანდოვსკი
ამ გუნდზე რას იტყვით?ჩემი აზრით გარსია და დეიონგი საყრდენზე ძაან მაგარი იქნება. დე იონგს ბურთის ამოტანა უყვარს და ამ დროს საყრდენი ზონა თავისუფალი რჩება, ამ შემთხვევაში გარსია დააზღვევს დეიონგს.
ყველაზე სუსტია დაცვაში და ფაქტია
არტეტამ რომ თავის მასწავლებლის " გოთვერნობა " გამოასწოროს არ უნდაა , გააყოლოს გარსიას ფერანიც და დრო მოვა მის მწვრთნელობაზეც დაფიქრდებიან ბარსაში და მაგ ამაგს არასოდეს დაუვიწყებენ .
ნუ ეხლა თქვან რამდენს იხდიან, ამით უნდა დაეწყოთ ჩემი აზრით
შეძენაო? ანუ ფულს იხდის? 😃
თუ არ უნდა ვერ გავყიდით და რა აზრი აქვს ლაპარაკს.
კაია თუ გაყიდიან ამას