workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბაიერნი ლევანდოვსკის გაშვებაზე დაფიქრდა

ბაიერნი ლევანდოვსკის გაშვებაზე დაფიქრდა

მიუნხენის “ბაიერნს” “ბარსელონას” სამიზნის, რობერტ ლევანდოვსკის შენარჩუნება კვლავ სურს, მაგრამ გერმანელებმა პოლონელის შენარჩუნებასთან დაკავშირებით არსებული პოზიცია შეარბილეს. ამ ინფორმაციას გერმანული Bild ავრცელებს.

კლუბის ხელმძღვანელებმა და ლევანდოვსკის თანაგუნდელებმა შეამჩნიეს, თუ რამდენად იმედგაცრუებულია პოლონელი იმით, რომ მას გუნდის გამოცვლის საშუალებას არ აძლევენ. კლუბში სერიოზულად დაფიქრდნენ, რამდენად ღირს ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელის შენარჩუნება.

ცნობილია, რომ ლევანდოვსკის “ბაიერნის” დატოვება სურს. მისით “ბარსელონა” აქტიურადაა დაინტერესებული და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეები უკვე შეთანხმებულებიც არიან. აქამდე პრობლემას “ბაიერნი” ქმნიდა, რომელიც პოლონელი ვარსკვლავის გუნდიდან გაშვებას არ აპირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია იცვლება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 13 მაი 2022, 19:03

    და რაზე შეატყეთ რო "ბაიერნი დაფიქრდა"? არა მგონია მაგათ ეგ გამოუშვან მითუმეტეს 20-30-ათ როგორც ჩვენ გვინდა.
    კაცს 40-45 გოლი გააქვს სეზონზე და ასე მუქთად ნამდვილად არ მოგვცემენ.

  • Zura Gviniashvili
    schedule 13 მაი 2022, 02:13

    ციტატა: Justin Kluivert
    ლევანდოვსკის პოტენციალში ეჭვის შეტანა, თუნდაც ის იყოს 34 წლის, არის არასწორი, მისი გამოყენება მარტივადაა შესაძლებელი მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, ლევანდოვსკი მტრის საჯარიმოში და დემბელეს ფლანგური ჩაწოდებები იქნება მომაკვდინებელი მოწინააღმდეგისთვის, იმასთან ერთად, რომ მარცხენა ფლანგს შეავსებს ფატი heart_eyes


    ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ დემბელე რჩება რომ უკვე მაგის პადაჩებზე ვფიქრობთ

  • Fc Barca Batumi
    schedule 12 მაი 2022, 22:00

    ამ ეტაპზე ლევანდოვსკი მისწრებააა ჩვენთვის, აბა სხვა არ იჩითება, ეს 2 წელი კიდევ გააჯაზებს დემბო-პედრი-ბუსის და ალბას პასები 99% ლევანას გოლით დასრულდება, ამაში ეჭვიც არ მეპარება!
    და ამ 2 წელიწადში კი ლაპო ვიღაცას გააძრობს

  • Bakero
    schedule 12 მაი 2022, 21:21

    ციტატა: M10 S9 D11
    ოჰ გაიგეს ბარსას 80 მილიონი ექნებაო და დაფიქრდნენ


    100% ! მართალი ხარ

  • Dani alves
    schedule 12 მაი 2022, 20:54

    ესეც თუ ბარსას გარდა სხვაგან გადავიდა მალადეც ლაპორტას

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 12 მაი 2022, 20:17

    ციტატა: M10 S9 D11
    ოჰ გაიგეს ბარსას 80 მილიონი ექნებაო და დაფიქრდნენ


    ზუსტად 😀

  • Justin Kluivert
    schedule 12 მაი 2022, 20:08

    ლევანდოვსკის პოტენციალში ეჭვის შეტანა, თუნდაც ის იყოს 34 წლის, არის არასწორი, მისი გამოყენება მარტივადაა შესაძლებელი მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, ლევანდოვსკი მტრის საჯარიმოში და დემბელეს ფლანგური ჩაწოდებები იქნება მომაკვდინებელი მოწინააღმდეგისთვის, იმასთან ერთად, რომ მარცხენა ფლანგს შეავსებს ფატი heart_eyes

  • azulgerana
    schedule 12 მაი 2022, 17:54

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    კაი რა რა ამბავი არის ეს ბებრები. რარა დროს ლევანდოვსკი არის. rage


    არა მგონია ბარსას ლევანდოვსკი როგორ არ უნდა უნდოდეს 😂🙈🙈😂😂 რეალის დედის მგლეჯია ბიჭო ხო არ ჩამოკარი საათს თორმეტზე ? laughing laughing laughing ნუ გადამრევთ ხოლმე რაა please

  • M10 S9 D11
    schedule 12 მაი 2022, 15:42

    ოჰ გაიგეს ბარსას 80 მილიონი ექნებაო და დაფიქრდნენ