workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ რობერტოს ახალი კონტრაქტის პირობები გააცნო

ბარსელონამ რობერტოს ახალი კონტრაქტის პირობები გააცნო

დღეს “ბარსელონასა” და სერჟი რობერტოს აგენტებს შორის შეხვედრა გაიმართა. კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელის აგენტებს შეთავაზება გაუკეთა.

Mundo Deportivo-ს ცნობით “ბარსა” რობერტოს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. მთავარი ამბავი კი ისაა, რომ ფეხბურთელს ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით “ბლაუგრანას” 30 წლის უნივერსალის შენარჩუნება უნდა, რისი მიზეზიც ჩავი ერნანდესის სურვილია.

დარჩენა უნდა რობერტოსაც, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად, რადგან მას სხვა კლუბებისგან შეთავაზებები აქვს.

რობერტოსა და “ბარსელონას” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, სერჟი “ბარსას” უფასოდ დატოვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 21 აპრ 2022, 17:03

    მეც მგონია ვერ შეთანხმდებიან, ნამეტანი გაზულუქებული ჩანს ჩვენი "უნივერსალი". სანამ დროა მოძებნოს გუნდი იმედია იპოვის.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 21 აპრ 2022, 07:12

    ერთი წლით ახანგრძლივებს რომ გაყიდონ

  • SHOTADEPAY9
    schedule 20 აპრ 2022, 23:07

    წასვლის დროა

  • Bakero
    schedule 20 აპრ 2022, 23:01

    ატლეტიკო და კატლეტიკო შემდეგი რიგში სევილიაა გასვლაზე ლევანტესთან

  • shu1987
    schedule 20 აპრ 2022, 22:15

    out