workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
ტერ შტეგენისა და ჩავის პრესკონფერენცია ნაპოლისთან მატჩის წინ

ტერ შტეგენისა და ჩავის პრესკონფერენცია ნაპოლისთან მატჩის წინ

ევროპა ლიგაზე “ნაპოლისთან” ზეგ გასამართი განმეორებითი მატჩის წინ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ჩავი ერნანდესი პრესკონფერენციას მართავენ:

ტერ შტეგენი

ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო. ფორმაში რომ არ ვიყო, მოედანზე არ ვიქნებოდი. პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ამჟამად გუნდიც კარგ ფორმაში იმყოფება. კლუბს ყველაფრით დავეხმარები.

ახალგაზრდები მნიშვნელოვან მატჩებში გამოცდილებას იღებენ. ყველაფრის მოგებას შევეცდებით. წინ მივიწევთ და ბევრ ასპექტში ვუმატებთ. ყოველ შეხვედრაში ნაჩვენები პერფორმანსით ბედნიერი ვარ.

ჩავი გარკვევით ამბობს, თუ როგორ სურს, რომ გუნდმა ითამაშოს. ყველა მწვრთნელს თავისი იდეები აქვს. იმ ყველაფრისგან, რასაც ვაკეთებთ, სიამოვნებას ვიღებთ და თავდაჯერებულობა გვემატება.

“ნაპოლი” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. არც ლა ლიგაში და არც ევროპა ლიგაზე ადვილი მატჩები არ არსებობს. გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ბოლო პერიოდში თქვენ (მედია) ცეცხლზე ნავთს ასხამს, რადგან ეს მოგწონთ. ყველაფერს ვხედავ და მშვიდად ვარ. ბევრ კომპონენტში მომატება მმართებს, მაგრამ გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ.

დემბელეს “ბარსასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ახლა გვსურს, მან ჩვენთან ითამაშოს. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად უსმანი მიიღებს. სხვის საქმეში არ ვერევი. ფრანგს მატჩის ბედზე გავლენის მოხდენა შეუძლია და გვინდა, აქ იყოს.

შესანიშნავად ვარ. თამაშებს ვაანაზილებ და ვხედავ, რა გამომივიდა კარგად. თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ, რაც არ მაწუხებს – მე ჩემს საქმეს მივხედავ.

ჩვენ ორ უმაღლესი დონის გუნდზე ვსაუბრობთ. გამარჯვება შესანიშნავი იქნება – ამისთვის ვიბრძოლებთ.

დამატებითი დრო? ჩვენ პენალტის კარგი დამრტყმელები გვყავს, მე კი შევეცდები, ყველაფერი დავიჭირო, რაც კარში წამოვა. ყველაფრისთვის მზად ვარ. ვიმედოვნებ, მატჩს 90 წუთში მოვიგებთ, თუმცა, თუ ასე არ მოხდა, ყველანაირ გამოწვევას შევეჭიდებით.

ჩავი

მატჩი 2-1 ან 3-1 რომ მოგვეგო, მას მაინც იდენტურად მივუდგებოდით, რადგან დომინირება გვმართებს. “ნაპოლი” ჩვენზე ზეწოლას განახორციელებს და ძალიან ინტენსიურ შეხვედრას ვიხილავთ. გამბედაობა უნდა გამოვიჩინოთ და მომენტები შევქმნათ.

მარტივი თამაში არ გამოვა. ბურთისთვის ორივე გუნდი იბრძოლებს. “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის დონის კლუბია, მაგრამ ეს კარგი შანსია, ყველას დავუმტკიცოთ, რომ “ბარსა” ევროპაში კვლავ ანგარიშგასაწევი ძალაა.

თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია. მოტივირებულნი ვართ. ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. პროგრესს განვიცდით და წინ მივდივართ.

დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ასპარეზობა დამატებითი მოტივაციაა – აქ თამაში დიდი პატივი იქნება. არგენტინელი ყველასთვის სამაგალითო ადამიანი იყო. მის ვიდეოებს ახლაც ვუყურებთ და ემოციებს ვერ ვმალავთ. ლეო მესი რომ არ გამოჩენილიყო, დიეგო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა.

წაგება ძალიან სამწუხარო იქნება. ევროასპარეზზე “ნაპოლისნაირი” გუნდის წინააღმდეგ თამაში გვსურს. თუ ჩვენს მაქსიმუმს გავიღებთ, შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ვვარაუდობ, რომ ძალიან რთული მატჩი გველის.

კარგად თამაში და მოგება მინდა. საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა შედეგს მოიტანს. თუმცა, იყო შეხვედრები, სადაც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ.

აკადემიაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ტიტულები მაშინ მოვიგეთ, როცა გუნდში “ლა მასიელები” გვყავდა. სწორედ ამიტომ არიან გავი, ნიკო, ბუსკეტსი და პიკე ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები. ვხედავთ, რომ 17-18 წლის ფეხბურთელებს მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ხვალინდელი მატჩი ტესტია იმისა, თუ სად ვიმყოფებით და რას წარმოვადგენთ. ევროპა ლიგაზე ვართ, მაგრამ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია. ეს ჩვენი შეფასების დიდებული საშუალებაა. 

დემბელე პროფესიონალია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მას “ბლაუგრანას” მაისურით კვლავ ეთამაშა. ვნახოთ, რა მოხდება. უსმანი იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც მომწონს.

“ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის განმეორებითი მატჩი 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე, ნეაპოლში გაიმართება. “კამპ ნოუზე” ჩატარებულ პირველ შეხვედრაში გუნდებმა ფრედ, 1-1 ითამაშეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 24 თებ 2022, 14:37
    #8

    ამას რატო აცდენენ, წავიდეს პენალტებზე ივარჯიშოს დიდი ეჭვი მაქვს დაგვჭირდება.

  • Diana
    schedule 24 თებ 2022, 00:29
    #7

    შტეგენმა სწორად აღნიშნა ჟურნალისტებზე , ძალიან ხშირად ბუზს სპილოდ აქცევენ

  • Fc Barca Batumi
    schedule 23 თებ 2022, 23:41
    #6

    ეგრეა რა, კარგი ტრენერი, კუნძსაც დააწყებინებს საკაიფოდ ტამაშს.
    რა შედარებაა, გეთანხმებით ხავის ხელში დემბო, საგრძნობლად უკეთესობისკენ რადიკალურად სხვაა

  • GÍØ
    schedule 23 თებ 2022, 22:35
    #5

    ციტატა: Andria
    დემბელე ჩავის ხელში სულ სხვა იგროკი გახდა ადრე მისი დრიბლინგების 99% უშედეგო იყო ბურთი ებლანდებოდა ფეხებში ახლა კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს გუნდის ნაწილია და ისე თამაშობს კარგ გადაწყვეტილებებს იღებს და ტრამვებს აღარ ამდროს მიდის გუნდიდად და აუცილებლად რეგრესი იქნება ეს გადაწყვეტილება მგონია სეზონის ბოლოს მაინც გაახანგრძლივებს

    მეც ეგრე ვფიქრობ რომ ზაფხულში გაახანგრძლივებს

  • Andria
    schedule 23 თებ 2022, 22:27
    #4

    დემბელე ჩავის ხელში სულ სხვა იგროკი გახდა ადრე მისი დრიბლინგების 99% უშედეგო იყო ბურთი ებლანდებოდა ფეხებში ახლა კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს გუნდის ნაწილია და ისე თამაშობს კარგ გადაწყვეტილებებს იღებს და ტრამვებს აღარ ამდროს მიდის გუნდიდად და აუცილებლად რეგრესი იქნება ეს გადაწყვეტილება მგონია სეზონის ბოლოს მაინც გაახანგრძლივებს

  • ROUCH
    schedule 23 თებ 2022, 22:23
    #3

    თუ მოგება გინდა ტორესი სკამზე მოსვი. ფორვარდად ობამა და ფლანგებზე მასზე სწრაფი დემბელე ტრაორე გყავს რაც კონტრებზე დიდი პლიუსია. რას მიაკვდი ამ მაზილა ტორესს რომელმაც საქმე საგრძნობლად გაგირთულა განმეორებითისთვის. სუ ვემხრობოდი იმ ფაქტს რო პენალტი დაარტყას იმან ვინც მოიპოვა სუ რო ლენგლე იყოს. შენ კიდე იმედია არ გაგივა მზეობა გოლები

  • La Pulga10
    schedule 23 თებ 2022, 22:12
    #2

    კარგ პალასაზე ვართ,უმატებს გუნდი. მოვიგებთ უეჭველი.

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 თებ 2022, 22:10
    #1

    მჯერა რომ მოვიგებთ, შინაც შეგვეძლო მოგება და ტორესმა ძაან ბევრი მაზა, მაგრამ ახლა შანსები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ყველა კომპონენტში დავჯაბნოთ მეტოქე