დღეს გაირკვევა, გაიკეთებს თუ არა “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი ანსუ ფატი ოპერაციას. ამ ინფორმაციას კატალონიელი ჟურნალისტი ადრია ალბეტსი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, თბილისის დროით 17:00 საათზე “ბარსას” ექიმები და ფატი ერთმანეთს შეხვდებიან იმის გადასაწყვეტად, ჩაუტარდება თუ არა ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა. ექიმები მიიჩნევენ, რომ ანსუმ ოპერაცია უნდა გაიკეთოს, თუმცა, თავად 19 წლის მოთამაშეს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანას” სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელი რიკარდ პრუნა ფატის ოპერაციას ურჩევს.
Update: ფატი ექიმებთან შესახვედრად “ბარსელონას” საწვრთნელ ბაზაზე მივიდა.
რა თქმა უნდა უნდა გაიკეთოს, სხვანაირად ტრამვა თავისით არ მორჩება. არ დარჩეს უმტიტივით.
არასდროს დავნებდებიო თქვა და მაშინ უნდა გაიკეთოს ოპერაცია და რეიმციროს ტრამვის რისკები
ხო მართლა ჯეკას ვულოცავ დაბადების დღეს