სერჟინიო დესტი და რიკი პუჩი ჩავის გეგმებში აღარ შედიან

სერჟინიო დესტი და რიკი პუჩი ჩავის გეგმებში აღარ შედიან

“ბარსელონას” მარჯვენა მცველი სერჟინიო დესტი და ნახევარმცველი რიკი პუჩი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის გეგმებში აღარ მოიაზრებიან. ამ ინფორმაციას AS ავრცელებს.

დესტს 8 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტრავმაა, მაგრამ აშკარაა, რომ ჩავი ამერიკელს არ ენდობა. 21 წლის განაპირა მცველმა ესპანელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ მხოლოდ 139 წუთი ითამაშა. წყარო ვარაუდობს, რომ “ბარსა” მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

რაც შეეხება პუჩს, იგი ნახევარდაცვაში ჩავის ბოლო არჩევანია. პედრის გამოჯანმრთელების შემდეგ მისი როლი კიდევ უფრო შემცირდა. მადრიდული წყარო იტყობინება, რომ “ბლაუგრანა” მზადაა, რეგურალური სათამაშო დროის მოპოვების მიზნით რიკი იჯარით გაუშვას. გავრცელებული ცნობებით, 22 წლის ფეხბურთელით “ხეტაფე” ინტერესდება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • EL MAESTRO 6
    18 იან 2022, 23:13

    უკვე ნათელია რომ არაფრის მაქნისები არიან და ჩავისაც არ მოსწონს არცერთო

  • KING_BARCA
    18 იან 2022, 18:16

    ორივეს ქონდა დრო, განსაკუთრებით დესტს რო განოევლინა რა შეეძლო, ცოტა დრო ქონდა შედარებით პუჩს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან მე მაინც ვერცერთს ვერ ვხედავ ბარსელონას მომავალში, შეიძლება ძაან ვცდები, მაგრამ რაც ვნახე იქიდან გამომდინარე ესე ვფიწრობ….

  • Davita
    18 იან 2022, 17:27

    ციტატა: njanka1977
    მე მაინც მგონია, რომ დესტისგან ძალიან კარგი ლათერალი დადგებოდა. შეუძლია წინ და უკან მუდმივი მოძრაობა? შეუძლია. არის სწრაფი? არის. არის ტექნიკური? არის. არის ახალგაზრდა? არის. ჰო და ვისშია პრობლემა? ახსნაში და მის სწორად გამოყენებაში. რაც შეეხება რეალის კართან 2 მეტრიდან აცილებას, მასზე უფრო ვინმეს უნდოდა ჰოლის გატანა? როგორ შეიძლება ამისთვის მოთამაშის შეძულება?!


    2 მეტრიდან აცილებაზე არავინ იძულებს ეგ არაფერშუაშია, მესისაც და რონალდოსაც აუცილებია 2 მეტრიდან და მაგის გამო მცველზე უარს არავინ იტყვის, აქ სხვა რამეშია საქმე, აი მაგალითად დემბელეს რამდენიც არუნდა აუხსნა მაინც იგივე ღლეობას იზავს, მსგავი სიტუაციაა დესტთანაც, არაქ ტიპს უნარი და რაქნას, ზევით ქვემოთ სირბილით საქმე აღარ კეთდება მითუმეტეს ბარსაში და თან როცა მწვრთნელი ხავია და ტვინით თამაშს ითხოვს, პოზიციურად ნულია, ართმევაზე არაფერი გამოდის, პატკატი არ უვარგა, ჩაწოდება არ უვარგა, კარში დარტყმაც არუვარგა მარა ამ უკანასკნელზე დახუჭავ თვალებს თუ დანარჩენს 10იანზე შეასრულებს. ერთი სიტყვით მოსაშორებელია, ბებერ დანისაც ვერ ამოაგდებს, მითუმეტეს ბრაზილიელს უკვე აღარ შეუძლია კაცზე ზდევა შეუსვენებლად სამაგიეროდ იმხელა კლასი აქვს და ტვინი რაც დესტს არ გააჩნია.

  • njanka1977
    18 იან 2022, 17:10

    მე მაინც მგონია, რომ დესტისგან ძალიან კარგი ლათერალი დადგებოდა. შეუძლია წინ და უკან მუდმივი მოძრაობა? შეუძლია. არის სწრაფი? არის. არის ტექნიკური? არის. არის ახალგაზრდა? არის. ჰო და ვისშია პრობლემა? ახსნაში და მის სწორად გამოყენებაში. რაც შეეხება რეალის კართან 2 მეტრიდან აცილებას, მასზე უფრო ვინმეს უნდოდა ჰოლის გატანა? როგორ შეიძლება ამისთვის მოთამაშის შეძულება?!

  • Clever liar
    18 იან 2022, 17:09

    ეე პუჩი შეგირცხვა ფუჩი… ჩავის ნდობას თუ ვერ დაიმსახურებდა აღარ მეგონა

  • ROUCH
    18 იან 2022, 16:38

    ეს მაგარი იციან გეგმებში არ შედიან ტრამვიანი აგდია რანაირად ათამაშენდა პუჩსაც გაუზარდა დრო ასე თუ ისე რაც მოვიდა ეს პედრი გავი ნიკო ყველა რო დაცვითი ტიპია და მაინც შეტევაში ვატენით დე იონგისა არ იყოს და მართლა ვინც შემტევია ბოლო ალტერნატივა რო ქვია იმიტოა გუნდის საწმე ტრ*კის იქეთ

  • .Gladiator.
    18 იან 2022, 15:59

    ორივე გასაყიდია
    იჯარა არაფერს შეცვლის

  • Davita
    18 იან 2022, 15:30

    დესტი ვერ განვითარდება, ტიპი დემბელესავით დებილია, არსად არ ვარგა. მარჯვენა მცველი მოსაყვანია თორე ალვეში რომ დატოვონ შემდეგ სეზონშიც ყველა შეტევა გოლით დასრულდება მითუფრო რო კარში დირკშტეგენია

  • La Pulga10
    18 იან 2022, 15:22

    ციტატა: gio-rakitich
    ერთი ნორმალური შემცვლელი ვერ მოუყვანეს ალვეშს რა


    რის ჯეიმსი კანფეტ იქნებოდა,მარა ფულიც არაა და ჩელსიც არ გამოუშვებს დებილები ხომ არ არიან.

  • Albicelecte
    18 იან 2022, 15:22

    1 წლიანი იჯარა სჭირდება რიკის, იქნებ ეს ბოლო შანსი იყოს?!
    აი დესტი კი გასაყიდია

  • Giorgi99
    18 იან 2022, 15:14

    რიკი უნდა წავიდეს, დესტს კი მგონია რომ შანსი უნდა მისცენ

  • gio-rakitich
    18 იან 2022, 15:06

    ერთი ნორმალური შემცვლელი ვერ მოუყვანეს ალვეშს რა

  • Memphis Depay
    18 იან 2022, 15:03

    პეპის დაბადების დღეა დღეს, ველი სტატიას შესაბამის!