ხეტაფე რიკი პუჩით ინტერესდება

ხეტაფე რიკი პუჩით ინტერესდება

“ბარსელონას” 22 წლის ნახევარმცველს, რიკი პუჩს მსურველი გამოჩუნდა. საუბარი ესპანურ “ხეტაფეზეა”.

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ხეტაფე” პუჩის შეძენის სურვილს გამოთქვამს.

პუჩი მხოლოდ “ბარსაში” წარმატების მიღწევაზე ოცნებობს, თუმცა, მას “ბლაუგრანაში” თავის გამოჩენის შანსი ძალიან იშვიათად ეძლევა. ესპანელ შუახაზელს სათამაშო დრო თითქმის არ აქვს. რიკიმ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 12 მატჩში მიიღო და მოედანზე მხოლოდ 355 წუთი გაატარა.

ცნობისთვის, პუჩის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს იწურება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • nika 54
    17 იან 2022, 17:15

    თუ აქვს ტვინი უნდა წავიდეს, აქ სათადარიგოა და იქ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. კონტრაქტში ჩაუწერონ დასაწყნარებლად რო უკან დაბრუნების შანსს იტოვებს ბარსა და მორჩა. მოიკლას იქ თავი და მართლა არავის დარჩება შეუმჩნეველი.

  • Albicelecte
    17 იან 2022, 14:06

    ამას სჭირდება "თავისი გუნდი", კარგი იყო თუ მოუმატებდა, აქვს სისწრაფე, ტექნიკა, მოძრაობა და მოედნის ხედვა, მაგრამ რაღაც დაკომპლექსებულია
    სადღაც დაკარგა გამბედაობა და ბრძოლის ჟინი

  • Pirat❤️💙
    17 იან 2022, 11:13

    გავყიდოთ ამას ნიკო და გავი ჯობიან ბევრად

  • vitorborbafereira
    17 იან 2022, 03:56

    მორიგი ალენია

  • EL MAESTRO 6
    17 იან 2022, 02:06

    კაკრას ვთქვი ბურთის ეშინია და ხეტაფეს დონისაათქო და დაინტერესდა კიდეც ხეტაფე, მთლად ისე არაა როგორც აქ ამბობს ხალხი, ტალანტი კი ჰქონდა მაგრამ ამდენი უთამაშებლობის გამო ვერც განვითარდა და ფსიქოლოგიურადაც დაიჩაგრა, ასე რომ ჩაკლეს თუ რამე ნიჭი ჰქონდა და ახლა ამისგან მართლა ხეტაფეს ნახევარ მცველი თუ გამოვა