workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ლევანტე

ლევანტე ლოგო
2 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რომერო 79'sports_soccer ბრუგუე 88'sports_soccer
ესპარტი 5'sports_soccer იამალი 19'sports_soccer იამალი (პენ) 48'sports_soccer ადეიემი 90+3'sports_soccer
კარლო ანჩელოტი: ჩავის ბარსა მომწონს

კარლო ანჩელოტი: ჩავის ბარსა მომწონს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, “ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრას აფასებს.

17-ქულიანი განსხვავება ლა ლიგაში

“კლასიკო” ყოველთვის თანაბარი თამაში იქნება, ისეთი, როგორიც “კამპ ნოუზე” იყო. სხვა ტურნირიდან რიცხვებს აქ მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის სუპერ თასის ნახევარფინალი და თამაში ნულით ნულიდან დაიწყება.

ჩავის “ბარსა”

ჩავის “ბარსა” მომწონს, რადგან მას მკაფიო წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა. იგი კლუბის იდენტობას მიჰყვება. კარგ ფორმაში არიან, ჩავის იდეებთან ერთად, “ბარსელონა” მოუმატებს.

“ბარსას” ისეთი ვეტერანები ჰყავს, როგორებიც პიკე, ბუსკეტსი და ალბა არიან. ისინი გუნდისთვის ყოველთვის დამატებით ძალას წარმოადგენენ. მათთან ერთად, ახალგაზრდა, გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავთ, მაგალითად, გავი, ნიკო… ვფიქრობ, რომ მათ ახალგაზრდებს წინ დიდი მომავალი ელით.

წაგება “კლასიკოში”

ყოველთვის შეიძლება წააგო ან მოიგო, გამარჯვებული მხოლოდ ერთია. ამ სეზონში მეტოქეს ჩვენზე მეტი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც ძლიერი გუნდია და ის მიზნები აქვს, რაც – ჩვენ. საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.

გვინდა, რომ სახლში სეზონის პირველი ტიტულით დავბრუნდეთ. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ კარგად ვითამაშებთ. 

– ამბობს იტალიელი.

ასევე, მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩავი ერნანდესმაც გამართა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 12 იან 2022, 14:48
    #5

    მოურინიოს მოგონებაც კი მზარავს, რა საზიზღრობა კაცი იყო და სასტავიც რა უსაზიზღრესი ქონდა რამოსი, პეპე, ხაბი ალონსო, ხედირა, მარსელო, კარვალიო, ყველას ამათგანს შეეძლოთ მესისთვის ფეხებშიც ჩაერტყათ, ხელებზეც დაებიჯებინათ და ყბაშიც ამოერტყათ მხარი. რასაც სიაქმოვნებით აკეთებდნენ კიდეც.

  • me da barca
    schedule 12 იან 2022, 01:18
    #4

    ალბა საერთოდ დაჩლუნგდა, განსაკუთრებით მესის წასვლის მერე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 იან 2022, 21:58
    #3

    ჩავის ბარსა მომწონსო ამბობს, მოიცა და შემდეგი სეზონიდან თუ გავძლიერდით და ჰოლანდიც ვითრიეთ წარმოდგენები შეგეცვლება😄, ხუმრობით რათქმაუნდა, ის ნამდვილად არ ვარგოდა მოურინიოს და პეპს რა დაპირისპირებაც ჰქონდათ, კი მუღამიანია ზოგადად მაგრამ ეგ უკვე თამაშებზე აისახებოდა ცუდად და ფეხბურთის მეტს ყველა სპორტს მოგაგონებდა, მაგალითად ბრძოლა წესების გარეშე

  • La Pulga10
    schedule 11 იან 2022, 21:52
    #2

    ამას აჯობოს ჩავიმ ტაქტიკურ ბრძოლაში მთავარია.აბა გოლს,რომ გავუშვებთ ეგ ვიცით.

  • xavi73
    schedule 11 იან 2022, 21:51
    #1

    სწორად ბაზრობს არ გავს თავში ავარდნილ მწვრთნელებს )) იმედია არ ჩაისვრიან კიდევ ბიჭები)