“ბარსელონას” არსებულ საკადრო პრობლემებს კორონავირუსის ახალი ტალღაც დაემატა. “მალიორკასთან” მატჩისთვის ჩავის გუნდის ნახევარზე მეტი არ ეყოლება.
ამ მომენტისთვის, დანაკლისს 16 ფეხბურთელი შეადგენს: ალვესი, ლანგლე, ალბა, ბალდე, გავი, უმტიტი, დემბელე, ბრეითუეიტი, რობერტო, ფატი, მემფისი, დემირი, ტორესი, პედრი, დესტი და ბუსკეტსი. არაა გამორიცხული, მომდევნო დღეებში მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
ხელმისაწვდომ ფეხბურთელთა სია ასეთია: ტერ შტეგენი, ნეტუ, პენია, მინგესა, არაუხო, პიკე, გარსია, პუჩი, ფ. დე იონგი, ნიკო, კოუტინიო, ეზალზული, ჟუტგლა და ლ. დე იონგი. თანაც, ამ 14 ფეხბურთელიდან 3 მეკარეა.
ლა ლიგის წესდების მიხედვით, მატჩის გადადება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რომელიმე კლუბს პირველი გუნდის მხოლოდ 5 ან ნაკლები ფეხბურთელი ჰყავს ხელმისაწვდომი. “ბარსას” 10 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს ისეთი, რომელიც პირველ გუნდშია რეგისტრირებული.
ასევე, სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მოქმედი წესის თანახმად, მოედანზე პირველი გუნდის, მინიმუმ, 7 ფეხბურთელი უნდა იყოს. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩამოთვლილი ათი ფეხბურთელიდან, სულ ცოტა, შვიდმა “მალიორკასთან” უნდა ითამაშოს: ტერ შტეგენი, ნეტუ, მინგესა, არაუხო, პიკე, გარსია, ფ. დე იონგი, პუჩი, კოუტინიო, ლ. დე იონგი.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველი გუნდის მხოლოდ 7 ფეხბურთელით თამაში სერიოზული რისკის მატარებელია. რომელიმე მათგანის გაძევების შემთხვევაში, გუნდს ავტომატურად წაგება ჩაეთვლება.




Giovanni,
ძაან კარგი იდეაა
ვერ დაგეთანხმები შტეგენზე, ეგ მაქსიმუმ 85-90% უშვებს მეტს არა. თანაც მცველებიდან დაბრუნებულებს 100% იღებს. პატარა პატივი ეცით გუნდის პირველი მეკარეა რაც არ უნდა იყოს.
მეკაიფები ძმაო, დინამო ბათუმის მეკარე არ უშვებს დარტყმების 90 პროცენტს :დ რაუნდა მასეთ მეკარეს ბარსას ძირითადში, განაცხადშიც ვერ უნდა ხვდებოდეს მაგ შედეგით
აი თქვენი ვაქცინაც!
ვერ დაგეთანხმები შტეგენზე, ეგ მაქსიმუმ 85-90% უშვებს მეტს არა. თანაც მცველებიდან დაბრუნებულებს 100% იღებს. პატარა პატივი ეცით გუნდის პირველი მეკარეა რაც არ უნდა იყოს.
შტეგენი
პიკე-არაუხო-გარსია
პუჩი-ნიკო-ფრენკი-კოუტინიო
აბდე-ხე იონგი-ჟუტგლა
ამ სასტავით არავის გადავუ@@ნოთ
წესი წესია ძმაო, სანამ თეორიულად შესაძლებელი იქნება ჩატარება არ უნდა გადაიდოს, ეგრე არაა ჩვენ რა გვაწყობს
საინტერესოო იქნება სამი მეკარით : ))))
ამათ @იგ ხომ არა არააქვთ შემთხვევით, ტებასის დედა @@@@@@@@, რა აღარ მოშორდა ეგ სლე ლა ლიგას, ბაზარია არაა შევიდეთ 3 მეკარით მოედანზე ბარემ, სრული @ლეობა, 14 ხელმისაწვდომიდან თუ 3 მეკარეა, სარეზერვო გუნდიდან 3 ზე მეტს მოედანზე ერთდროულად ვერ ათამაშებ, ანუ
შტეგენი
პიკე-არაუხო-გარსია
პუჩი-ნიკო-ფრენკი-კოუტინიო
აბდე-ხე იონგი-ჟუტგლა
ამ სასტავით არავის გადავუ@@ნოთ
არუნდა გადაიდოს, სულ რომ 9 კაცით გავიდეთ მაინც უნდა მოვიგოთ, პრინციპში უკვე მივეჩვიეთ კაცნაკლულ თამაშს, შტეგენი კარში დარტყმების 100 პროცენტს უშვებს, გინდ ყოფილაგინდ არა, დეიონგი გვირილებში მოფარფატე პეპელაა, ასერომ სანერვიულო არაფერია