workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კუმანს ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ უშვებს

ბარსელონა კუმანს ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ უშვებს

“ბაიერნთან” მარცხის შემდეგ, ჟოან ლაპორტამა და რაფალ იუსტემ რონალდ კუმანთან შეხვედრა გამართეს, რომელმაც დაძაბულად ჩაიარა. ნიდერლანდელი სპეციალისტის მომავალთან დაკავშირებით კი სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა.

კატალონიის რადიო იტყობინება, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის შენარჩუნება გადაწყვიტა, რისი მთავარი მიზეზიც ეკონომიკური მდგომარეობაა – “ბარსას” კუმანის ვადაზე ადრე გათავისუფლება 13 მილიონი ევრო დაუჯდება, რისი გადახდაც ამჟამად კატალონიელებს არ შეუძლიათ ან არ სურთ.

როგორც წყარო წერს, კლუბს ისიც ესმის, რომ საჭიროა, ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ, რათა მწვრთნელის მუშაობა სრული შემადგენლობით თამაშით შეფასდეს.

ამჟამად “ბარსას” ლაზარეთში ანსუ ფატი, სერხიო აგუერო, მარტინ ბრეითუეიტი, უსმან დემბელე, სერჟინიო დესტი, ჟორდი ალბა და პედრი არიან. პედრიმ და ალბამ ტრავმები “ბაიერნთან” მატჩისას მიიღეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 16 სექ 2021, 14:44

    რავი გინდა ყოფილა გინდა არა, ერთია. და მისი ამალა? ნიდერლანდელებით რო გაავსო გუნდი ისინი არ გაყვებიან?

  • Zura Gviniashvili
    schedule 16 სექ 2021, 12:22

    ციტატა: La Pulga10
    მე კიდევ რადიო კატალონიას ვეტყვი,რომ რიჟა ბაზარი.ჩლ ს ჯგუფშ,რომელიღაც ადგილზე გასვლაზე ფული გვეკუთვნის,მერვედში გასვლაზე ფული გვეკუთვნის და ა.შ.ლა ლიგაში ფული ადგილების მიხედვით ნაწილდება და ა.შ.ამის ხელში არაფერი გამოვა და მაგ მაყუთსაც დავკარგავთ,ამიტომ ჯობია 13 მლნ მისცენ და გაასხმევინონ.


    მეც მივესალმები ამ კაცის გაშვებას მაგრეამ მეორე მომენტია ვინ უნდა მოიყვანო ? ამ ეტაპზე მითუმეტეს შუა სეზონში ყველა მაღალი დონის მწვრთნელი ან ახალგაზრდა მაგრამ ჭკვიანი მწვრთნელები ყველა დაკავებულია.. ვინც უმუშევაია კი დიდად არ ვარგა .ასე რომ დაველოდოტ წლის ბოლოს.

  • Ronaldinho.R10
    schedule 16 სექ 2021, 12:04

    სრული შემოდაგენლობაც რომ იყოს მაინც უაზრო ფეხბურთს ათამაშებს თავისი უაზრო ტაკტიკებით..

  • La Pulga10
    schedule 16 სექ 2021, 11:54

    მე კიდევ რადიო კატალონიას ვეტყვი,რომ რიჟა ბაზარი.ჩლ ს ჯგუფშ,რომელიღაც ადგილზე გასვლაზე ფული გვეკუთვნის,მერვედში გასვლაზე ფული გვეკუთვნის და ა.შ.ლა ლიგაში ფული ადგილების მიხედვით ნაწილდება და ა.შ.ამის ხელში არაფერი გამოვა და მაგ მაყუთსაც დავკარგავთ,ამიტომ ჯობია 13 მლნ მისცენ და გაასხმევინონ.

  • Davita
    schedule 16 სექ 2021, 10:26

    მერე 13 მილიონს უნდა გადააყოლოთ კლუბის რეპუტაცია? ქლიბ დანი ოლმოში იხდით 75 მლ და კუმანის გასაშვები ფული როგორ არგაქვთ, ლაპორტას მორიგი აფიორაა, ბართომეუზე მეტად შემაზიზღა ამ კაცმა თავი თავისი ტყუილებით და გაიძვერობით

  • Barca1980
    schedule 16 სექ 2021, 08:54

    ხოდა ამის მერე , ესეთი ადამიანი კლუბის ლეგენდა კი არა , ყველაზე დიდი ნა…რია , ვალვერდემ უარი თქვა დარჩენილი თანხის მიღებაზე , პიროვნულად ნამდვილად ღირსეული ადამიანი იყო , უბრალოდ სხვა საფეხბურთო ხედვა ჰქონდა , ეს კიდევ ბოლო კაპიკებს გამოეკიდება .

  • Giorga
    schedule 16 სექ 2021, 07:42

    Darwmunebuli var luis enriqe uyoymanot chaibarebs tundac aset barsas amito gaajmeimon da micen is 13 milioni

  • azulgerana
    schedule 16 სექ 2021, 05:03

    პედრის რა დედიმისისა დაემართა. 😁