workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრეითუეიტს ბაიერნთან თამაში სურს

ბრეითუეიტს ბაიერნთან თამაში სურს

გუშინ გავრცელებულ ინფორმაციით, “ბარსელონას” თავდამსხმელის, მარტინ ბრეითუეიტის “ბაიერნთან” თამაში თითქმის გამორიცხულია.

თუმცა, როგორც AS იტყობინება, დანიელი ფეხბურთელი არ ნებდება და ბავარიელებთან თამაში სურს. მან დღეს დილით, სავარჯიშო სესიის ნაწილში მონაწილეობა მიიღო და ხვალინდელი ვარჯიშისას, კვლავ ტესტს გაივლის, რის შემდეგაც ექიმები გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ბრეითუეიტმა მუხლზე დაზიანება 29 სექტემბერს, “ხეტაფესთან” მატჩში მიიღო. “ბარსელონა” “ბაიერნს” სამშაბათს, 14 სექტემბერს, “კამპ ნოუზე” უმასპინძლებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • neo222
    schedule 12 სექ 2021, 21:41

    ციტატა: nika 54
    თუ სურს მიუშვით, იქნება დაანგრიოს ბაიერნის დაცვა.

    😄😄😄

  • MARI=BARCA-fan
    schedule 12 სექ 2021, 18:47

    ციტატა: nika 54
    თუ სურს მიუშვით, იქნება დაანგრიოს ბაიერნის დაცვა.

    ბაიერნს მეეჭვება რამე მოუხერხოს, სამაგიეროდ აქეთ მუხლი არ ჩაუფშვნან იმ ორმეტრიანმა გორილებმა..

  • azulgerana
    schedule 12 სექ 2021, 17:02

    ციტატა: RiquiPuig
    ასეთი სუსტი ბარსელონა არ მახსოვს იმენა,2020ში ხო სუსტები ვიყავით,მაგრამ შემადგენლობა ნაღდად არ იყო ასეთი,გუნდში არეულობა იყო და ის 8-2 მაგას უნდა დავაბრალოთ,თან ის მწყემსი კაცი იყო მწვრთნელად.ბრეითვეიტი რომ დანაკლისი იქნება იმ გუნდის დედა ვატირე😂
    კოუტინიო უნდა დააყენოს 10იანზე და დეპაი წინ,თორე ფიზიკურად ბურთის ამომტანი არავინ არაა ამ გუნდში,პედრის უკან პასებით და დეიონგის იშვიათი გარღვევებით პოზიციურად ვერ ვითამაშებთ,ფლანგები ძალიან სუსტია,ალბა იმის მეათედი აღარაა დარჩენილი რაც იყო და დესტს კი ვხედავთ რა ფაფხურაც არის.სანამ ფატი და დემბელე არ გვეყოლება ფლანგებზე იმხელა მნიშვნელობა აღარ უნდა იყოს,ცენტრი უნდა დატვირთონ და წინ დეპაიმ უნდა ივაჟკაცოს.დეიონგი ბოლო წუთებზე შემოიყვანოს თუ უნდა და ეს ბოლო წამებზე დროის გასაყვანად,ცხენის ამპლუაში.

    ხო ძაან დასუსტებულია.

  • RiquiPuig
    schedule 12 სექ 2021, 15:10

  • La Pulga10
    schedule 12 სექ 2021, 14:57

    ეცი,ეცი უპამეკანოს და ზულეს გაარღვევს ეს უპრობლემოდ.ისე დეპაი ისეთ ჯანზეა უპამეკანოს იპონზე დადებს smile

  • nika 54
    schedule 12 სექ 2021, 14:52

    თუ სურს მიუშვით, იქნება დაანგრიოს ბაიერნის დაცვა.

  • afellay
    schedule 12 სექ 2021, 14:51

    ამას რამდენჯერაც მოუნდება იმდენჯერ უნდა ითამაშოს თუ რა ხდება? ;დ