ახლახან გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა” პრესეზონზე ისრაელში ამხანაგურ შეხვედრას აღარ ჩაატარებს.
აქამდე ცნობილი იყო, კატალონიურ გუნდს 4 აგვისტოს ისრაელში “ბეითარის” წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი უნდა გაემართა, თუმცა, ბარსელონელი ჟურნალისტის, სერჟი ესკუდეროს ინფორმაციით, ეს შეხვედრა გაუქმდა.
წყაროს ცნობით, “ბეითარის” მფლობელმა დაადასტურა, რომ მის კლუბსა და “ბარსას” შორის ამხანაგური თამაში, რომელიც ისრაელში, კერძოდ, იერუსალიმში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმებულია.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ალტერნატივა ამხანაგური შეხვედრის სხვა ქვეყანაში ახალი მეტოქის წინააღმდეგ ჩატარებაა. კატალონიური კლუბი ალტერნატივებს ეძებს.

მაგარი დაგვერხა, ისრაელში თუ ვერ ვითამაშებთ.