ლა ლიგის მაღალი ეშელონის კლუბების ხელმძღვანელები “ბარსელონას” დახმარებას აპირებენ. ინფორმაციას El Transistor-ის ეთერში ჟურნალისტი რობერტო გომესი ავრცელებს.
რამდენიმე ესპანური კლუბის პრეზიდენტი გეგმავს, კატალონიურ კლუბს ფინანსური დახმარება გაუწიოს იმისთვის, რომ “ბლაუგრანამ” ლიონელ მესისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება მარტივად შეძლოს.
ისინი მიიჩნევენ, რომ ლიონელ მესის ლა ლიგაში ყოფნა ტურნირისა და ზოგადად ესპანური ფეხბურთის კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრიმერა დივიზიონი ბოლო დროს სუპერვარსკვლავების სიმცირეს ისედაც განიცდის, მესის გარეშე დარჩენა კი ლიგის იმიჯს საგრძნობლად დააზიანებს.

მერე ინანონ რატომ დავეხმარეთო და უკვე გვიანი იქნება!!!
რა დონის დამპალაი იგროკები გვყავს უმტიტის და დემბელეს სახით კიდე კარგად გამოჩნდება აი რა უნამუსოები არიან ტიპები არც მიდიან და ხელფასსაც არ იკლებენ მესიმ გაინახევრა ხელფასი და ესენი ვინ ჩემი ბაღლინჯოები არიან
რაში გამოიხატება დახმარება ვერ მივხვდი. ლეოს ხელშეკრულებას ფული ხომ არ ჭირდება?! პეირ ფლეის პონტში რაღაცას თუ იჩალიჩებენ ეგ არ ვიცი, თუ ამას აპირებენ ესეც საკითხავია როგორ?! მოკლედ ბევრი კითხვა გაჩნდა.
Მერე ბარსა ამ გუნდებს ᲗამაᲨს მიცემს და ეგაა რა
რომელი კლუბები არიან?
😂😂😂
რა დრო დაუდგა ბარსას😐…კაის იზამენ თუ დაეხმარებიან კლუბს
აი ყოჩაღ, როგორ მაინტერესებს რა გზით დაეხმარებიან..
შეიძლება რომ გუნდს თანხა აჩუქონ?
თუ ასესხებენ???