ესპანეთის ჯანმრთელობის დეპარტამენტმა, შესაძლოა, ლა ლიგის ბოლო 2 ტურზე გულშემატკივრები დაუშვას. აღნიშნულ თემაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, “ბარსელონამ” პროტოკოლების მზადება უკვე დაიწყო იმ შემთხვევისათვის, თუ ტრიბუნებზე გულშემატკივრებს შეუშვებენ.
სახელმწიფო ორგანოებიდან თანხმობის შემთხვევაში, კვირას, “სელტას” წინააღმდეგ, მოსალოდნელია, რომ “კამპ ნოუზე” 8000 ფანი ვიხილოთ.

8000 მაყურებელი ეს დაახლოებით მილიონი ევრო იქნება, ამ ცარიელ ბიუჯეტის პირობებში სტადიონის თანამშრომლების ხელფასს მაინც გადაიხდიან.
რა თქმა უნდა, გულშემატკივრები ტრიბუნებზე ძალიან კარგია, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, მთელ გუნდს ერთი მაგარი ფსიქოლოგი სჭირდება, რომელიც ფეხბურთელებს იმ ილუზიიდან გამოიყვანს, რომ თურმე თამაშის მოგება "უთამაშებლადაც" შეუძლიათ!!!

ატლეტიკოსთან გვყოლოდა გულშემატკივარი შეიძლება გამოსულიყო რამე
სადაც საჭირო იყო იქ არ დაუშვეს და ეხლა ორი თამაშის გამო ნუ შეაწუხებენ ხალხს
ნუ ჩვენს შტერებს არაფერი ეშველებათ მარა ისე ზოგადად ფანების გარეშე თამაშები ამოვიდა ყელში. რამხელა სტიმული და ძალაა ფანები ნამდვილი ფეხბურთელებისთვის, ვგულისხმობ იმათ ვინც ფულისთვის არაა ამ სპორტში და გულით ეკიდება ამ საქმეს, თორე ლენგლე ასედაც ლენგლეა და ისედაც🤣
8000 კი ცოტაა ძაან, მაგრამ რაღაც მაინც არის. ნელ-ნელა გაზრდიან ალბათ მერე რაოდენობას და ფინანსურადაც წაგვადგება ცოტათი მაინც.