workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტას გეგმები – დემბელესთან გახანგრძლივება, თავდამსხმელის შეძენა, ახალგაზრდების დაწინაურება…

ლაპორტას გეგმები – დემბელესთან გახანგრძლივება, თავდამსხმელის შეძენა, ახალგაზრდების დაწინაურება…

RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” ყველაზე რეალურ საპრეზიდენტო კანდიდატს ჟოან ლაპორტას დიდი სამომავლო გეგმები აქვს.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, იგი მატეუ ალემანთან ერთად, რომლის მიწვევაც ჟოანს გენერალურ დირექტორად სურს, უპირველეს ყოვლისა, შემდეგ საკითხებზე იმუშავებს:

  • უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივება;
  • ერიკ გარსიას (“მანჩესტერ სიტი”), ხოსე გაიასა (“ვალენსია”) და თავდამსხმელის შეძენა;
  • კონრად დე ლა ფუენტეს, ილაიშ მორიბასა და ალეხანდრო ბალდეს დაწინაურება.

“ბარსას” საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს გაიმართება. ჟოან ლაპორტას კონკურენციას ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა უწევენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • კახა გურამიჩი
    schedule 11 თებ 2021, 11:28

    დემბელესთან გახანგრძლივება კიარადა მოსვლის თანავე მაგის გაგდებით უნდა დაიწყო.და მიაყოლო კუმანი .და მერე ახალი ტრეინერი გადაწყვეტს ვინაა გასაშვები და ვინ არა.კუმანმა სუარესი როგორ გაუშვა?და ბრაიტვაიტი დააყენა 9 იანზე.

  • Anssumane
    schedule 11 თებ 2021, 10:14

    ყვითელი პრესის მორიგი მონაჩმახი

  • nika 54
    schedule 11 თებ 2021, 07:48

    იმედია დემბელეს იმიტომ უხანგრძლივებს, რომ სარფიანად გაყიდოს.

    ლაპორტა გვარდიოლა დააბრუნე და მაშინ ვიტყვი რომ მაგარი პრეზიდენტი ხარ. ან სიტის თამაშებს მაინც უყურე.

  • neo222
    schedule 11 თებ 2021, 02:17

    დემბელეს მარტო მაშინ გაუხანგრძლივონ თუ წელს ლიგის მოგებაში დაგვეხმარება. და თუ მოვიგებთ რაც თითქმის უტოპიაა მისცენ სამუდამო კონტრაქტი

  • Messiah
    schedule 11 თებ 2021, 01:52

    დაწიინაურება კი არა გაასხმევინეთ გუნდიდან დროზე

  • Lasho
    schedule 11 თებ 2021, 00:56

    ისე კოლიადო რატო ყავთ ესე მივიწყებული

  • Giorgi99
    schedule 11 თებ 2021, 00:54

    ეს კუნდე არ ვიყიდოთ ?კი იხმარა მთელი ბარსას დაცვა და

  • Don_Andresito
    schedule 11 თებ 2021, 00:54

    ციტატა: Griezzy7
    კოლიადო დააწინაურონ , ძაან მაგარი ბიჭია . მორიბას კი ჯობია


    კოკიადო ვიგერია, ან შემტევი. იქნება პედრის ან დემბელეს კონკურენტი. მორიბა უფრო უკნიდან თამაშობს. ორივე დასაწინაურებელია ისე. დეპაი და ვეინალდუმი არაო ლაპორტამ? კუმანს უნდა გიჟივით. რო მოვიდეს ეგ ორი საშუალო ხელფასს დასჯერდნენ და პიანიჩი 25 ად ბრაიტი 10-12 ად გავყიდოთ, 35 მილიონამდე შემოვა. მაგ ფასად გაია მოგვივა. იმ ორი უნიჭო ფრანგი მცველიდან ორივე თუ ვერა ერთი გაიყიდოს, ფირპო მიყვეს და ცოტა ფული შემოვა

  • C.PC5
    schedule 11 თებ 2021, 00:52

    ჯერ ფინანსების მოძიებაზე იზრუნე.

  • me da barca
    schedule 11 თებ 2021, 00:43

    25 დღე დარჩა.

  • Kakiashvili
    schedule 11 თებ 2021, 00:38

    თავდამსხმელის შეძენა-(ჰალანდის შეძენა)