ხვალ, ლა ლიგის 22-ე ტურში, “ბარსელონა” სტუმრად “რეალ ბეტისს” დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ უკვე თითქმის 13 წელია, კატალონიელები “ბენიტო ვილამარინზე” არ დამარცხებულან. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2008 წლის მარტში დაფიქსირდა – ბოიან კრკიჩისა და სამუელ ეტო’ოს გოლებით “ბარსა” სწრაფად დაწინაურდა, თუმცა “ბეტისმა” დარჩენილ დროში 3 გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრა 3-2 მოიგო.
ამის შემდეგ ორი გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ მოედანზე კიდევ 19-ჯერ გავიდა. “ბარსელონას” ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს: 15 მოგება, 3 ფრე და მხოლოდ 1 წაგება (3-4 “კამპ ნოუზე” 2018 წელს).
ეგ 3-4 იყო სეტიანზე რო გადაირივნენ და მერე მოათრიეს….
ბარტრა არ დამიჩაგროთ ხვალ.
არც ხვალ არ დამარცხდება ბარსა მოგება გვჭორდება