ერიკ გარსიას “ბარსელონაში” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გადმოსვლა კვლავ აქტუალური საკითხია.
“ბლაუგრანას” პრეზიდენტობის 3 კანდიდატიდან ორი 20 წლის ცენტრალურ მცველში ფულის გადახდის წინააღმდეგია. ჟოან ლაპორტასა და ვიქტორ ფონტს ურჩევნიათ, ფეხურთელი კლუბს ზაფხულში უფასოდ დაუბრუნდეს. თუმცა ტრანსფერს ითხოვს გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ნიდერლანდელი სპეციალისტი დაცვის ცენტრით თამაშით, არცთუ უსაფუძვლოდ, ძალიან უკმაყოფილოა.
Sport-ის ცნობით, “ბარსაში” იანვარშივე დაბრუნება ძალიან უნდა გარსიასაც. იმდენად, რომ მზადაა 2 მილიონი ევრო თავად გადაიხადოს, რაც მისი დაახლოებით 2 წლის ხელფასია.
გავრცელებული ინფორმაციით “მანჩესტერ სიტი” გარსიაში სულ 8 მილიონს ითხოვს, საიდანაც 4 მილიონი ბონუსები იქნება.
ერიკ გარსია ქალაქ ბარსელონაში დაბადებული, “ლა მასიას” აღზრდილი ფეხბურთელია. “ბლაუგრანას” აკადემიაში 9 წლის გატარების შემდეგ, 2017 წელს, ის “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა, საიდანაც შინ დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.
რა დარჩა ზაფხულამდე, 4 თვე ვერ მოუთმენია.
პირიქით, ახალგაზრდაა და კარგი დროა ადაპტაციისთვის, არაუხოსთან შეთამაშებისთვის. ზაფხულში პიკეც გვეყოლება,ლენგლეც და ან მიიღებს დროს ან ვერა. წელს გვინდა მცველი, თან ეს წელი ზუსტად ახალგაზრდებისთვისაა, ტიტულებს ისედაც არ ველით, მთლიანად ახალგაზრდებს უნდა დაეთმოთ და მაგათ განვითარებას. თან ზაფხულში ვაი და შეიცვალა რამე, უცებ პსჟ მივიდა ბომბი შეთავაზებით ან რეალი ან რავი, დაგვახევენ წხვირწინ როგორც აქამდე ბევჯრერ. კი არაფერი დაშავდება, ნესტა ეს არაა მარა მერე ყიდვა მოგვიწევს მცველის. და ნაკრების მცველის თან 20 წლის გვარდიოლასთან ნამუშევარი კაცის დათრევა კაპიკებში არაა ხელიდან გასაშვები, ლა მასიელია თან. ჩიგრინსკებში, მურილიოს იჯარებში და მატიე ვერმაელენებში იხადეს 20-20 მილიონები და ეგ 4 მილიონი არც გააკოტრებს გუნდს და არც ააშენებს, მაინც კრიზისია და მაინც ვინმე ტოპია გასაყიდი
სად წამსვლელია ეს, როცა თვითონ იხდის 2 წლის ხელფასს ისე უნდა ბარსაში დაბრუნება, არც ისეთი დონეა, რომ ვინმემ ბომბა შეთავაზება გაუკეთოს.
ანუ თვითონ გევეტენება თუ რა უნდა?!😆 ზაფხულში უფასოდ და ვსო. ადაპტაციას აბრალებენ ამდენი ხანია გრიზმანის საცოდაობასაც, მარა სიმართლე ერთია, თუ ტრანსფერი ამართლებს ადაპტაციაც სულ ორი კვირის საქმეა.
ახლაა საჭირო ეს კაცი და მოიყვანონ რა, თან არაუხოსთან კარგად შეწყვილდება, თან ეს სეზონი თაობათა ცვლას ეთმობა და ბარემ აქედანვე ჩაებას საქმეში ჯობია
პირიქით, ახალგაზრდაა და კარგი დროა ადაპტაციისთვის, არაუხოსთან შეთამაშებისთვის. ზაფხულში პიკეც გვეყოლება,ლენგლეც და ან მიიღებს დროს ან ვერა. წელს გვინდა მცველი, თან ეს წელი ზუსტად ახალგაზრდებისთვისაა, ტიტულებს ისედაც არ ველით, მთლიანად ახალგაზრდებს უნდა დაეთმოთ და მაგათ განვითარებას. თან ზაფხულში ვაი და შეიცვალა რამე, უცებ პსჟ მივიდა ბომბი შეთავაზებით ან რეალი ან რავი, დაგვახევენ წხვირწინ როგორც აქამდე ბევჯრერ. კი არაფერი დაშავდება, ნესტა ეს არაა მარა მერე ყიდვა მოგვიწევს მცველის. და ნაკრების მცველის თან 20 წლის გვარდიოლასთან ნამუშევარი კაცის დათრევა კაპიკებში არაა ხელიდან გასაშვები, ლა მასიელია თან. ჩიგრინსკებში, მურილიოს იჯარებში და მატიე ვერმაელენებში იხადეს 20-20 მილიონები და ეგ 4 მილიონი არც გააკოტრებს გუნდს და არც ააშენებს, მაინც კრიზისია და მაინც ვინმე ტოპია გასაყიდი
კი მარა წელიწადში მილიონს უხდიან ამ საცოდავს?
ცენტრალური მცველების დუეტიდან(როცა ორ მცველიანი სქემაა) ერთი ტანმაღალი,ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს და მეორე სწრაფი,მოძრავი და დამზღვევი.ასეთი იყო პიკე მასკერანოს დუეტი,ასეთია ვარანი რამოსის დუეტი,ბონუჩი კიელინის დუეტი,ვან დაიკსაც გვერდით მატიპი ან ჯო გომესი ყავს რომლებსაც შეუძლიათ გაქცევა.ბაიერნმა ბოატენგს ალაბა შეუწყვილა.ჩვენს შემთხვევაში მოძრავი მცველი გუნდში ორია უმტიტი და მინგესა.უმტიტის მეეჭყვება სისწრაფე შემორჩენოდა რაც ეს სენი აიკიდა და გვეჩება მხოლოდ გამოუცდელი მინგესა.აქედან გამომდინარე არ შეიძლება პიკე ლენგლეს დუეტი იყოს დაცვის ცენტრში(რაც არაერთხელ დამტკიცდა),არაუხო ლენგლეს დუეტსაც არ ვემხრობი,რადგან ლენგლე ვერავის დააზღვევს.ჩემი აზრით უმჯობესია გაუშვან ლენგლეც და უმტიტიც.მოიყვანონ გარსია,რომელიც საკმაოდ სწრაფი მცველია და ასეთი ტანდემი ჩამოყალიბდება.მაღლები პიკე არაუხო და მოძრავი მცველები გარსია მინგესა.შეიძლება თავიდანვე ვარსკვლავები ვერ მოწყვიტონ მაგრამ კარგი მწვრთნელის ხელში განვითარების დიდი პერსპექტივა აქვთ
დაიღალა მაგრამ რატომ არ ათამაშებს უმტიტს?? წინა შეხვედრაში რატომ მიცა კაპიტნის სამკლაური თუ დაიღალა??…
რავი მაინც ჯობია ზაფხულში მოვიდეს, უფასოდ.
ზამთარში რომც მოვიდეს დაცვის პრობლემებს მაინც ვერ მოაგვარებს და აზრი?
მგონი უფასოდ რომ მოვიდესცმაინც ჯობს. რომ ვერ გაამართლოს მაინც ჯობს და ხელფასი წელწადში მილიონი ეგეც ცოტაა..