workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორ ფონტმა ჩავის დანიშვნასა და გვარდიოლას დაბრუნებაზე ისაუბრა

ვიქტორ ფონტმა ჩავის დანიშვნასა და გვარდიოლას დაბრუნებაზე ისაუბრა

პრეზიდენტობის ერთ-ერთმა ფავორიტმა კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა, Marca-სთან “ბარსელონას” მომავალზე და მისი არჩევის შემთხვევაში ჩავის გუნდში მოსვლაზე ისაუბრა.

“25 იანვარს, იმ შემთხვევაში, თუ მე გავიმარჯვებ, ჩავი კლუბის ზოგად სპორტულ პროექტს გაეცნობა და ყატარის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, აპრილის თვეში ის კლუბში ოფიციალურად დაბრუნდება.”

“ჩავის ოცნება “ბარსას” გაწვრთნაა, ჩვენ კი მას საფეხბურთო პროექტის აუცილებელ ნაწილად მივიჩნევთ. მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი შესაძლებლობა ექნება და როდესაც გუნდს მწვრთნელის პოზიციაზე ის ყველაზე მეტად დასჭირდება, დაინიშნება კიდეც.”

“პროექტი, რომელიც თქვენ გაგაცანით სწორედ მასთან ერთადაა შთანხმებული და მისი რჩევის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია.”

“ჩვენ არ ვართ ცნობილები და ის უპირატესობა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს აქვს, ჩემი გუნდისათვის უცხოა. ლაპორტა მისი მარკეტინგის ცოდნით უბრალოდ საუკეთესოა.”

წინა ინტერვიუში ვიქტორი აცხადებდა, რომ ჩავი კლუბში გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე დაინიშნებოდა, თუმცა ამასთანავე დასძენდა, რომ 2020/21 სეზონის ცუდი შედეგებით დამთავრების შემთხვევაში მისი კანდიდატურა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზეც არ იქნებოდა აზრს მოკლებული.

ფონტმა მცირე კომენტარი პეპ გვარდიოლას დაბრუნებაზეც გააკეთა:

“მისი დაბრუნება ეჭვგარეშეა, რომ გვსურს. მინდა ისეთი პირობები და გარემო შევქმნა, რომ ასეთ ნიჭიერ მწვრთნელს დაბრუნება სრულფასოვნად შევთავაზო. ის მსოფლიოში საუკეთესოა. “სიტიდან” მისი წამოსვლის შემდეგ, უფრო მაღალი თანამდებობის შეთავაზება კლუბისთვის უპირველესი პრიორიტეტი იქნება.”

გვარდიოლას დაბრუნება სამომავლო პერსპექტივას უფრო განეკუთვნება, პეპმა “ქალაქელებთან” კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • ბასქუ10
    schedule 09 იან 2021, 10:35

    ორივე კანდიდატს მიმზიდველი გეგმა გააჩნია, მაგრამ ლაპორტა უმჯობესია ჩემი აზრიტ

  • C.PC5
    schedule 08 იან 2021, 23:15

    ლაპორტა რომ იგებს უეჭველი კი ვიცით, მაგრამ ვაი და სასწაული თუ მოხდა არც ეს ჩანს ცუდი ტიპი, ყოველ შემთხვევაში ჩავის დაბრუნება უკვე კაი იდეაა, მაგრამ ეკონომიკას როგორ უშველის ჯერ არ ჩანს

  • Albicelecte
    schedule 08 იან 2021, 22:32

    გვარდიოლა ჯერ ახალგაზრდაა და სპორტული დირექტორობა რაომ ენდომება, როდესაც აქტიურად სამწვრთნელო კარიერას აგრძელებს?! ან დირექტორატის წევრობა და ეგეთები, არ ვიცი ზუსტად არ იგულისხმა
    ჩავი როდესაც საჭირო იქნება და მზად იქნება, უარს არ იტყვის მშობლიური გუნდის გაწვრთნაზე
    თუმცა ამ ეტაპზე დიდი გამოწვევაა, რადგან ნებისმიერი ფეხის გადაბრუნება მძიმე იქნება ფსიქოლოგიურად
    ზიდანი რომ ზიდანია, ბერნაბეუზე სახეს ახევდა ვალვერდე და ამისი ატანა მოუხდა, გინების მიუხედავად და უეფა-მსაჯების ლოცვა-კურთხევით ლიგები მოიგო

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 08 იან 2021, 22:21

    BEQA BARCA,
    ნუ თუ გუნდისთვის კარგი უნდა ასეც მოიქცევა.

  • BEQA BARCA
    schedule 08 იან 2021, 22:13

    ციტატა: Nini
    BEQA BARCA,
    ლაპორტას ჯერ კონკრეტული არაფერი უთქვამს მწვრთნელის საკითხთან დაკავშირებით და იმედია ისიც ფონტის მსგავსად ფიქრობს ხავისთან დაკავშირებით.


    მეც ეგ ვიფიქრე იცის ლაპორტამ ბარსა და იცის ვინ უნდა მოიყვანოს არაფერი უთქვამს მარა მგონია რო ჩავის მოიყვანს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 08 იან 2021, 22:08

    BEQA BARCA,
    ლაპორტას ჯერ კონკრეტული არაფერი უთქვამს მწვრთნელის საკითხთან დაკავშირებით და იმედია ისიც ფონტის მსგავსად ფიქრობს ხავისთან დაკავშირებით.

  • BEQA BARCA
    schedule 08 იან 2021, 22:06

    ლაპორტა მოვა და ის მოიყვანს ჩავის. მე ესეც მომწონს მაგრამ რატომღაც ესეც კაი ბართო მგონია.

  • Memphis Depay
    schedule 08 იან 2021, 21:55

    ციტატა: Nini
    Memphis Depay,
    უბრალოდ მისი აზრი მომწონს თორემ ლაპორტას გამარჯვების იმედი მაქვს.გვარდიოლას და ხავის მოსვლა გუნდს სასიკეთოდ წაადგება ჩემი აზრით.ლაპორტასაც იმედია იგივე გეგმა აქვს თუნდაც მარტო ხავისთან დაკავშირებით,კარგი იქნება თუ მოიყვანს მწვრთნელად.


    არაა გამორიცხული ერთი სეზონი ენდოს კუმანს, ტრანსფერები დაუდოს მოთხოვნილი და მერე შედეგის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 08 იან 2021, 21:53

    Memphis Depay,
    უბრალოდ მისი აზრი მომწონს თორემ ლაპორტას გამარჯვების იმედი მაქვს.გვარდიოლას და ხავის მოსვლა გუნდს სასიკეთოდ წაადგება ჩემი აზრით.ლაპორტასაც იმედია იგივე გეგმა აქვს თუნდაც მარტო ხავისთან დაკავშირებით,კარგი იქნება თუ მოიყვანს მწვრთნელად.

  • Memphis Depay
    schedule 08 იან 2021, 21:49

    ციტატა: Nini
    ფონტის ეს იდეა ხავისთან დაკავშირებით ძალიან მომწონს.გვარდიოლას დაბრუნებაც არ იქნება ცუდი.


    ბართომეუ დვა იქნება მგონია ეს. ლაპორტაზე უკეთ ვერავინ მართავს ბარსას, იცის მაგ კაცმა როგორ აიყვანოს მწვერვალზე.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 08 იან 2021, 21:42

    ფონტის ეს იდეა ხავისთან დაკავშირებით ძალიან მომწონს.გვარდიოლას დაბრუნებაც არ იქნება ცუდი.თუ დააბრუნებს ჩემი აზრით კარგს იზამს.