workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელე, უმტიტი, ტოდიბო – “ბარსელონას” დირექტორის განცხადება სატრანსფერო სიტუაციაზე

დემბელე, უმტიტი, ტოდიბო – “ბარსელონას” დირექტორის განცხადება სატრანსფერო სიტუაციაზე

“ბარსელონას” ტექნიკურმა მდივანმა, რამონ პლანესმა, სერჟინიო დესტის პრეზენტაციაზე კომენტარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთა. 

“დესტი “აიაქსის” დნმ-ით შემოგვიერთდა და დარწმუნებული ვარ, ადაპტაციის გავლა არ გაუჭირდება. ის ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის და მადლობელი ვართ, რომ “ბარსა” აირჩია. 

დემბელე? “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოლაპარაკებები არ გვაქვს. ამ ფეხბურთელზე დიდ იმედს ვამყარებთ და იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ სეზონში თავის საუკეთესო ვერსიას შემოგვთავაზებს. 

უმტიტი? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ რთულ სიტუაციაშია, რაც ტრავმებით არის გამოწვეული. ატიპიური სატრანსფერო მარკეტია, კიდევ 4 დღე გვაქვს დარჩენილი და ვეცდებით, მისთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ. 

ტოდიბო? მისი შეძენით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული. მას მოედანზე ყოფნა უნდა და ვფიქრობთ, რომ მისი გუნდიდან წასვლა ყველასთვის მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება. 

პუჩი? მან გადაწყვიტა, რომ თავისი ოცნებისთვის იბრძოლოს, რასაც კლუბი პატივისცემით ეკიდება. რა თქმა უნდა, მას ესმის, რომ ეს რთული იქნება.

ვიცით, რომ დაცვა “ბარსელონას” სუსტი რგოლია. ამ პოზიციის გაძლიერებაზე მუშაობას სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე გავაგრძელებთ”. – განაცხადა პლანესმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 02 ოქტ 2020, 19:54

    ხო ტოდიბოს გაშვება და გარსიას მოყვანა მომგებიანი იქნება აბა რაა :///// ვაი თქვენს პატრონს

  • Ronaldinho..
    schedule 02 ოქტ 2020, 17:36

    რა დემბელეზე რაის იმედები კარგით რაა..

  • Sdaead
    schedule 02 ოქტ 2020, 17:06

    მეთქი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ყველა ხარახურას იშორებენ მარა მაინც შემოგვრჩა ყვერმბელე

  • Pavlika
    schedule 02 ოქტ 2020, 16:45

    თავდამხსმელი გვჭირდება დეპაი და ერიკ გარსია დაიდოს 5 ოქტომბრამდე.