workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” თვალი “ატლეტიკოს” ფეხბურთელს დაადგა

“ბარსელონამ” თვალი “ატლეტიკოს” ფეხბურთელს დაადგა

“ბარსელონა” დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობს. Marca-ს ცნობით, კატალონიური კლუბის მორიგი სამიზნე “ატლეტიკოს” ფეხბურთელია.

მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, “ბარსამ” თვალი “ატლეტიკოს” სარეზერვო გუნდის 22 წლის მარჯვენა მცველს, ანდრეს სოლანოს დაადგა და ტრანსფერის თაობაზე “როხიბლანკოს” მიმართა კიდეც. თუმცა, “ატლეტიკომ” ფეხბურთელის ამ ეტაპზე გაშვებაზე უარი თქვა.

ანდრეს სოლანო წარმოშობით კოლუმბიელია. ის “ატლეტიკოს” სკოლის აღზრდილია. მან ერთი თამაში მადრიდელთა პირველ გუნდშიც ითამაშა. ეს 2019 წლის მარტში, “ლეგანესთან” მატჩში მოხდა, როდესაც ამპლუით მარჯვენა მცველი დაცვის მარცხენა ფლანგზე ვიხილეთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 19 სექ 2020, 17:52

    მე მაინტერესებს, რა თვალი დაადგა? საქმე არა აქვთ? 20 მილიონი ვერ იშოვეს ერთი ტრანსფერისთვის და რას აკვირდებიან, ფული ააქვთ?

  • me da barca
    schedule 19 სექ 2020, 11:06

    მეცინება, როცა ვკითხულობ ამას აკვირდება, იმას აკვირდება. დაკვირვების იქეთ, რომ არ მიდის საქმე ეგაა უბედურება. ვერც ყიდის და ვერც მოყავს.