workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა მოხდა ლეო მესისა და კოსტას მანოლასს შორის მატჩის შემდეგ

რა მოხდა ლეო მესისა და კოსტას მანოლასს შორის მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” “ნაპოლის”, ანგარიშით, 3:1 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც “ბაიერნს” დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ Onda Cero-ს ინფორმაციით, თამაშის დასრულების შემდეგ, “ბარსას” კაპიტანმა, ლიონელ მესიმ სტუმართა ბერძენ ცენტრალურ მცველს, კოსტას მანოლასს ხელი არ ჩამოართვა.

გარდა ამისა, კამერებს არ გამორჩენია, რომ ეს უკანასკნელი მოედნიდან საკმაოდ გაბრაზებული და უკმაყოფილო სახით გავიდა.

შეგახსენებთ, “ბლაუგრანასა” და “რომას” შორის 3 წლის წინ გამართულ შეხვედრაში გატანილი გოლის შემდეგ, მანოლასი კატალონიური კლუბის მიმართ ცინიკური განცხადებებითა და ქმედებებით გამოირჩეოდა.

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ბერძენმა “ბარსელონასა” და თავად მესის გაღიზიანება გამოიწვია, რამაც მათ შორის ურთიერთობა დაძაბა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 12 აგვ 2020, 20:50

    ციტატა: nika 54
    და ამას რა სდომებია:
    "რომას" ცენტრალურ მცველს, კოსტას მანოლასს, კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლა სურს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
    წყაროს ცნობით, იტალიური გრანდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაინტერესებულია ერნესტო ვალვერდესთან ერთად მუშაობით. 27 წლის მცველი და კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელი "ოლიმპიაკოსიდან" ერთმანეთს კარგად იცნობენ.
    კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მანოლასის აგენტი "ბარსელონას" უკვე დაუკავშირდა და კლუბის ხელმძღვანელობას თავისი კლიენტის სურვილის შესახებ შეატყობინა.

    ეტყობა ნა-ხუი გაუშვეს და იმიტომ იძახდა თამაშის წინ მესი ჩვეულებრივი მოთამაშეაო.


    ძალიან კარგი, ლეო უზრდელებს უპასუხოდ არ ტოვებს ხოლმე..

  • me da barca
    schedule 09 აგვ 2020, 13:46

    რაო ტოტიმ კარგად ვერ გაამხნევა კოსტაია?

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2020, 10:57

    და ამას რა სდომებია:
    "რომას" ცენტრალურ მცველს, კოსტას მანოლასს, კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლა სურს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
    წყაროს ცნობით, იტალიური გრანდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაინტერესებულია ერნესტო ვალვერდესთან ერთად მუშაობით. 27 წლის მცველი და კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელი "ოლიმპიაკოსიდან" ერთმანეთს კარგად იცნობენ.
    კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მანოლასის აგენტი "ბარსელონას" უკვე დაუკავშირდა და კლუბის ხელმძღვანელობას თავისი კლიენტის სურვილის შესახებ შეატყობინა.

    ეტყობა ნა-ხუი გაუშვეს და იმიტომ იძახდა თამაშის წინ მესი ჩვეულებრივი მოთამაშეაო.

  • KING_BARCA
    schedule 09 აგვ 2020, 10:07

    საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს ყველამ,რასაც ჩაიდენს…ან სიტყვით ან საქციელით….რაც დათესა ის მოიმკო….

  • Anssumane
    schedule 09 აგვ 2020, 10:06

    რასაც დასთეს იმას მოიმკი
    დაგვასკვანტალოს მისი გაბრაზება ვარანზე
    ბრავო მესი კაცია და კაცურად მოიქცა

  • M10 S9 D11
    schedule 09 აგვ 2020, 08:20

    ამის ბერძენი დედა მივაცენზურე რაო არ გ ეშინიაო ხო მესისიო? გამოილაგეთ ახლა შენ და ოსპინამ არგენტინული

  • JUZI
    schedule 09 აგვ 2020, 08:06

    ძალიანც კარგი.

  • tigresa
    schedule 09 აგვ 2020, 07:56

    გოლი გაიტანა 2 წლის წინ და თავი ღმერთი გონია, ნამეტანი აუვარდა თავში ის გოლი.

  • Lasha71
    schedule 09 აგვ 2020, 02:59

    კაცია და კაცურად მოიქცა