ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ანსუ ფატი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, რომელის სანაცვლოდაც “ბარსელონამ” ევროპული გრანდებისგან რამდენიმე შემოთავაზება მიიღო, თუმცა, მიუხედავად კორონავირუსის მიყენებული ფინანსური ზარალისა და თანხის საჭიროებისა, კატალონიელებმა ყველა მათგანი უარყვეს.
Marca-ს გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაინტერესებული კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედი” გახლდათ, რომელიც მზად იყო, 17 წლის ტალანტში 100 მილიონი ევრო გადაეხადა და ჯეიდონ სანჩოს “დორტმუნდიდან” შეძენაზე უარი ეთქვა.
წარმოშობით გვინეა-ბისაუელისთვის სათამაშო პრაქტიკა აუცილებელი რამაა, თუმცა მარტინ ბრეითუეტის მოსვლის, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს გამოჯანმრთელებისა და ლაუტარო მარტინესის შეძენის (თუ ტრანსფერი ნამდვილად შედგა) ფონზე, რთული სათქმელია, ანსუს რამდენად დიდი დრო მიეცემა, თუმცა, ბუნებრივია, კატალონიელები მას გრძელვადიან პრესპექტივაში განიხილავენ და დიდი მომავალს ხედავენ. ხსენებული მიზეზების გამო, 17 წლის ფეხბურთელს “ბარსა ბ-ში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
“ბარსამ” აგენტს, ჟორჟე მენდეშს, რომელსაც ანსუმანეს წარმომადგენლებთან კარგი ურთიერთობა აქვს და ინგლისურ გუნდებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, შეატყობინა, რომ ფატის გამოსაყიდი თანხა 170 მილიონ ევროს შეადგენს და ფიქრობს, რომ მას ვერავინ გადაიხდის.
“ბლაუგრანას” პრეზიდენტს, ჟოზეპ მარია ბართომეუს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ “ლა მასიას” პროდუქტი შიენარჩუნოს და პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ მისი გამოსაყიდი თანხის 400 მილიონ ევრომდე გაზრდას გეგმავს. ახალგაზრდა შემტევმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურინირის ეგიდით, 24 მატჩი თავი 5 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.




ეს მანჩესტერიც რომ ბარსას დღეშია 😂😂😂
ზაფხულამდე ფატი არაფერს წარმოადგენდა და მანჩესტერიც რა თქმა უნდა 100 მილიონს არ გადაიხდიდა მაშინ როცა სანჩოს უკვე 2 წელია აკვირდებიან
😂შენ თუ გჯერა რამის საერთოდ
Rac dasajerebelia magis mjera.. magram am bodvis rom turme manchesters sanchos pati urchevnia da mzaadaa es asi milioni patishi gadsixados am bodvis ar mjera 😂 da arc imis rom amashi 100 vinme.gadaixdis
ახსენი მაშინ 400-იან გამოსასყიდს რატომ უკეთებენ 😁
😂შენ თუ გჯერა რამის საერთოდ
Rac dasajerebelia magis mjera.. magram am bodvis rom turme manchesters sanchos pati urchevnia da mzaadaa es asi milioni patishi gadsixados am bodvis ar mjera 😂 da arc imis rom amashi 100 vinme.gadaixdis
😂შენ თუ გჯერა რამის საერთოდ
Vinmes gjerat am bodvis ?