workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ინტერი” ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის დაჩქარებას ცდილობს

“ინტერი” ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის დაჩქარებას ცდილობს

როგორც ჩანს, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი მილანის “ინტერიდან” “ბარსელონაში” ამ ზაფხულში გაოფიციალურდება.

Sport-ის ცნობით, სერია A-ს გრანდს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და კატალონიური გუნდისაგან მოვლენების განვითარების დაჩქარებას ითხოვს. 

“ნერაძურის” სურს, რომ “ბარსამ” ლაუტაროს შეძენა ამავე თვეში დაადასტუროს, რისი საშუალებითაც არგენტინელი თავდამსხმელის ჩამნაცვლებლისთვის ფინანსები უკვე მობილიზებული ექნება.

როგორც მოგეხსენაბათ, “ბლაუგრანა” გამოსასყიდი თანხის, 111 მილიონი ევროს, გადახდაზე თანახმა არაა, ამიტომაც ტრანსფერში დამატებით ორი ფეხბურთელის ჩართვას გეგმავს.

იტალიაში წარმოჩენილი შედეგებისა და თამაშის გამო, მარტინესი კატალონიელებისათვის უმთავრეს სატრანსფერო პრიორიტეტს წარმოადგენს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში მან 16 გოლის გატანა და 4 ასისტის გაკეთება მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • KING_BARCA
    schedule 15 მაი 2020, 09:33

    არმინდა ეს ლაუტარო,ნეტა ჩაიშალოს ან არშედგეს ტრანსფერი….

  • B.A.r.c.A
    schedule 15 მაი 2020, 09:26

    Messis nametani Didi chia yavs am sezonshi bartomeu datreuli yavs yurebit da ney lautaro undaa

  • El pistolero 9
    schedule 15 მაი 2020, 00:08

    რავიცი არაფერში გვჭირდებათქო ასე მგონია.სუარესი დაჯდება მომდევნო სეზონში სკამზე და გრიზმანი იქნება ძირითადში ცენტრფორვარდზე.რაც არ უნდა იყოს მარცხენა ვინგერობაზე კარგად კი იცის ცრუ ცხრიანზე დგომა.აქეთ დემბელე ბრეიტვეიტი ტრინკაუ და ფატი იქნებიან ფლანგებზე

  • Wtf man
    schedule 14 მაი 2020, 23:57

    ყველას თუ აკლდება ფასი ლაუტაროს რატო არ აკლდება? თუ ეგრე ვირზე შეჯდნენ გააჯვან საერთოდ არ გვინდა ლაუტარო. ფინანსური კრიზისი რო დაეწყებათ მერე თვითომ შეგვეხვეწებიან. მაგიტო ჩქარობენ გაყიდვას რო კრიზის ეწყებათ ფინანსური. ან რას გადაეკიდნენ ამ ლაუტაროს. ჯონათან დავიდი იყიდონ მაქსიმუმ 30 მილიონი დაჯდეს. გოლების მანქანაა ეგ ბიჭი. ბევრად მირჩევნია მე ლაუტაროს ან ვერნერი იყიდონ ეგაც ბევრად იაფი დაჯდება

  • Iniesta_8
    schedule 14 მაი 2020, 23:34

    თავი დაანებეთ მაგ მაკარონიჭამია იტალიელებს მაგათ ავტობუსა გუნდებში ნათამაშები ფეხბურთელი არაფრად ვარგა

  • davidus2020
    schedule 14 მაი 2020, 22:58

    ამა ვერნერი ჯობია,თან ადეკვატური ფასი აქვს

  • Alien 👽
    schedule 14 მაი 2020, 21:31

    Erti lautaros…eg barcashi ar gamogvadgeba, neymari davitriot da ramodenime weli tavdamsxmeli ar dagvchirdeba

  • M10 S9 D11
    schedule 14 მაი 2020, 21:30

    არ გვჭირდება ეს ლაუტარო არაა