workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ”, შესაძლოა, ვიქტორ ვალდესი გაათავისუფლოს

“ბარსამ”, შესაძლოა, ვიქტორ ვალდესი გაათავისუფლოს

ვიქტორ ვალდესი “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა, მაგრამ ის უკვე თანამდებობიდან გათავისუფლების ზღვარზეა.

კატალონიის რადიოს ინფორმაციით, “ბარსას” ლეგენდარულ მეკარეს კლუბის კიდევ ერთ ლეგენდასთან, ამჟამად ლა მასიას დირექტორთან, პატრიკ კლუივერტთან, რამდენიმე დღის წინ, საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდა. ამ შეხვედრის შემდეგ, ვალდესმა საკუთარ ფეხბურთელებს განუცხადა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა გუნდში.

“ბარსელონაში” რომ ვიქტორ ვალდესის მუშაობით უკმაყოფილონი არიან, ეს ცნობილი ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გახდა. მას შემდეგ, ახლგაზრდა “ბარსელონელები”, ჩემპიონთა ლიგაზე, “ინტერთან” 0-3 განადგურდნენ და ბუნებრივია, ვიქტორის პოზიციები კიდევ უფრო შეირყა. “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდი, რომელსაც ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 6 გათამაშებიდან 2 აქვს მოგებული, ხოლო ბოლო სამ შემთხვევაში 1/2-ფინალში გადიოდა, 2 მატჩში 0 ქულით, ჯგუფის ბოლო ადგილზეა.

კატალონიის რადიოს ცნობით, არაა გამორიცხული, “ბარსამ” ვალდესი უახლოეს დღეებში გაათავისუფლოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 05 ოქტ 2019, 01:12

    ებეეე ხელი არ დაედოს ვიკტორს