მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიას მამამ “ბარსელონა” გააკვირვა

რაფინიას მამამ “ბარსელონა” გააკვირვა

მოგეხსენებათ, რაფინია ალკანტარას მამამ, მაზინიომ “Galicia Sport”-თან ინტერვიუში უკმაყოფილება ვერ დამალა თავისი ვაჟის ამჟამინდელ სიტუაციაზე კატალონიურ გრანდში. მიუხედავად ამისა, RAC1-ს ცნობით, “ბარსელონა” ბრაზილიელი ნახევარმცველის გაყიდვას არ გეგმავს.

მაზინიოს განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კატალონიურმა რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბარსელონაში” კატეგორიულად გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ ალკანტარამ კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიცვალოს. კლუბში ნახევარმცველი საჭირო მოთამაშედ მიაჩნიათ.

თავის მხრივ, კლუბის მესვეურები მაზინიოს განცხადებით ცოტა გაკვირვებულნი დარჩნენ, თუმცა ფაქტია, “ბარსელონას” ერთის მხრივ ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მეორეს მხრივ კი, მას საკმარის შანსებს არ აძლევს, რაც მხარეებს შორის მცირე დაპირისპირების წარმოქმნის მიზეზია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • SHOTAMESSI10
    schedule 22 ნოე 2018, 11:20

    რაფინია საჭიროა გუნდში

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2018, 10:07

    ციტატა: publius kornelius
    ზუსტად 3 წლის წინ ბარსამ რეალი მესის გარეშე ბერნაბეუზე ახოხიალა


    მე მგონი მე-4 გოლი სწორედ შეცვლაზე შემოსული ლეოს დაწყებული კომბინაციით გავიდა.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 22 ნოე 2018, 09:56

    საჩუქრებიც უყიდეთ და ისე გაუშვით, ოღონდ გაუშვით რააა! persevere

  • publius kornelius
    schedule 21 ნოე 2018, 23:59

    ზუსტად 3 წლის წინ ბარსამ რეალი მესის გარეშე ბერნაბეუზე ახოხიალა