რამდენიმე დღეში, “ბარსელონა” ლეგენდარულ კაპიტანს, ანდრეს ინიესტას დაემშვიდობება. 20 მაისს ინიესტა “კამპ ნოუზე” ბოლოჯერ ითამაშებს და მის პატივსაცემად, ტრიბუნებზე მოზაიკა გაეწყობა, რომელიც ტრადიციულ ლურჯ, წითელ და ყვითელ ფერებში იქნება და რომელზეც Infinit Iniesta – “უსასრულო ინიესტა” ეწერება.
შეგახსენებთ, რომ “სოსიედადთან” შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდი დუბლის მოგებასაც აღნიშნავს.

მოგვენატრები ლეგენდავ
ინიესტას ყვლაფერი ეკუთვნის ის მსოფლიო ლეგენდაა
გიო შენ ხარ?
გიო შენ ხარ?