სეზონი კლუბში: 1940-1948
თამაში: 167
გოლი: 188
ცნობილი, როგორც "სივცრის მძვინვარება", მარიანო მარტინი(დუენასი, პალენსია, 1919 – ბარსელონა, 1998) ერთ–ერთი იმ საუკეთესო თავდამსხმელთაგანი იყო, რომელთაც "ბარსა" მეტად დაუმშვენებიათ, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ მას, თითქმის ყოველთვის, მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.
მარტინი კარის წინ ნატურალური ტალანტი იყო, გამოირჩეოდა სისწრაფით, უნარიანობით, სიმამაცით, შესანიშნავი თავურითა და საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნის ინსტიქტით, რომლის საშუალებითაც ხშირად იყენებდა დაბნეული მცველების შეცდომებს. მარიანო კლუბის საუკეთესო ბომბარდირი იყო 1940/41 და 1943/44 წლების სეზონებში და ასევე ის გახდა პირველი ფეხბურთელი "ბარსას" რიგებიდან, რომელმაც ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი დაიკავა(1941/42 წლების სეზონი, 32 გოლი).
მისმა მგრძნებარე ხასიათმა, რომლის გამოც ის სულ დაძვრებოდა მეტოქის ტერიტორიაზე უცაბედი საგოლე მომენტის ჩავარდნის იმედით, მიიყვანა სერიოზულ მუხლის ტრავმამდე 1944 წლის თებერვალში. მიუხედავად იმისა, რომ მან ტრავმა მოიშუშა, იგივე ფეხბურთი ვეღარ აჩვენა, შესაბამისად, "ბლაუგრანა" ნაადრევად დატოვა და კარიერის დარჩენილი წლები "ტარაგონაში" გაატარა.
ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონატი – 1944–45, 1947–48
ესპანეთის თასი – 1942–42
ოქროს თასი – 1945
ევა დუარტეს თასი – 1948