სეზონი კლუბში: 1957-1962
თამაში: 226
გოლი: 178
ევარისტო დე მაჩედო(ბრაზილია, რიო დე ჟანეირო, 1933) იყო ერთ–ერთი საუკეთესო უცხოური შენაძენი რაც კი "ბარსას" გაუკეთებია და იყო გამორჩეული ბომბარდირი.
ის "ბარსელონაში" მაშინდელმა ტექნიკურმა მდივანმა, ჟოზეპ სამიწიერმა, მოიყვანა, რომელიც ფიქრობდა, რომ მან არაჩვეულებრივი ფეხბურთელი აღმოაჩინა. და ის არ ცდებოდა. ბრაზილიელის შედეგიანობა ერთ მატჩში საშუალოდ 0.8 გოლს შეადგენდა.
ნამდვილი ათლეტი, რიგითი ნიჭიერი ბრაზილიელი იყო, გოლის გატანის საუცხოო ინსტინქტით, გასაოცარი დარტყმით ნებისმიერი ფეხის მეშვეობით, ძლიერი თავურით, სისწრაფითა და სიმამაცით. ამ თვისებებმა მაჩედო, რომელიც შესანიშნავ წყვილს ქმნიდა ეულოგიო მარტნესთან ერთად, "ბარსას" ძირითადის განუყოფელ ნაწილად აქცია.
ევარისტოს ყველაზე ისტორიული მომენტი დადგა მაშინ, როცა 1960 წლის 23 ნოემბერს მისი გოლის წყალობით "ბარსამ" პირველად გამოაგდო "რეალი" ევროპის თასიდან. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, მან 1962 წელს უარი თქვა ესპანეთის მოქალაქეობის მიღებაზე, დატოვა "ბარსა” და მადრიდის "რეალში" გადაბარგდა.
ტიტულები
უეფას თასი – 1955–58, 1958–60
ესპანეთის ჩემპიონატი – 1958–59, 1959–60
ესპანეთის თასი – 1958–59