ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 29-ე ტური, სადაც “ბარსელონამ” “ლეგანესს” უმასპინძლა და ანგარიშით, 2-0 სძლია.
ახლა კი, შეგიძლიათ, შეხვედრა კომენტარებში მიმოიხილოთ. საუკეთესო კომენტარები შეირჩევა და მთავარ გვერდზე გამოქვეყნდება.
ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 29-ე ტური, სადაც “ბარსელონამ” “ლეგანესს” უმასპინძლა და ანგარიშით, 2-0 სძლია.
ახლა კი, შეგიძლიათ, შეხვედრა კომენტარებში მიმოიხილოთ. საუკეთესო კომენტარები შეირჩევა და მთავარ გვერდზე გამოქვეყნდება.
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.
ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ. ერთხელ გვარდიოლამ თქვა, ტიკი-ტაკა მძულს, რადგან იგი ბურთის მიზნის გარეშე კონტროლს გულისხმობსო, დღევანდელი "ბარსა" კი სწორედ ამას აკეთებს – ბურთს ვაგორავებთ, მაგრამ შედეგი რა არის? ნელ-ნელა "ბეტისს" ვემსგავსებით, რომელსაც სწორედ კიკე წვრთნიდა. რადიკალური ცვლილებებია საჭირო, თორემ, როგორც ფონტიმ აღნიშნა, მართლა "მილანი" არ გავხდეთ. რამდენიმე ფეხბურთელი – გასაშვები, რამდენიმე კი მოსაყვანია, ისევე, როგორც მწვრთნელი, უფრო კონკრეტულად – ჩავი. შეიძლება, ვინმემ თქვას, ბურთს პეპიც აგორავებდაო, მაგრამ ის, თუ აგორავებდა, იმიტომ შვრებოდა ამას, რომ მეტოქის ხაზებს შორის სივრცეებს ეძებდა და მომენტს ელოდებოდა, ან – ოპონენტს ამცირებდა, მაგ., "რეალს". დღევანდელი მატჩი კი კატასტროფა იყო, იმასაც ვერ იტყვი, "ლეგანიესს" თავი არ შეაკლაო. უბრალოდ, მთელი გუნდი მესიზეა დამოკიდებული და მორჩა, მწვრთნელისთვის სხვა იარაღი არ ჩანს, რაც კარგზე არ მიუთითებს. ჩვენს თავკაცს ჰგონია, რომ მხოლოდ ტყავის სფეროს ჭერაა ფეხბურთი. გერმანიაში, კერძოდ, "ბაიერნში", აღარ უნდათ გვარდიოლა, მისი ბურთის აქეთ-იქით ტრიალი და ახლა წარმოგიდგენიათ, სეტიენზე რას ფიქრობენ? ალბათ, "პადერბორნიც" კი არ დანიშნავდა.
ნუ აშკარაა, რომ გუნდს ფორვარდი სჭირდება. გრიზმანი საერთოდ სხვა სამყაროშია და ვერანაირად ერგება ბარსას სტილს, თან "ბუტია ბავშვის" შთაბეჭდილებას ტოვებს. გრიზმანი გაუშვან და ლაუტარო მოიყვანონ, ინტერი ბარტერზეც წავა. დასვან ლაუტარო მეორე ფორვარდად და თანდათან შეაჩვიონ. მარცხენა ფლანგიც აუცილებელია და ასე თუ ისე ბრეიზვეითი/დემბელე/ ფატი ამათი იმედი შესაძლოა გქონდეს. ნახევარდაცვაში ფრენკი აუცილებლად ძირითადში უნდა იდგეს ბუსკეცთან და არტურთან ერთად. ცენტრში კიდევ ლენგლე უმატებს და პროგრესი აშკარაა. ალბათ, მალე დაცვის უცვლელი წევრი იქნება,დროთა განმავლობაში არაუხო შეძლებს პიკეს ჩანაცვლებას. მარცხნივ ალბა ისევ და მარჯვნივ რავი უკეთესია ვინმე ნორმალური მოიყვანონ.