სეზონი კლუბში: 1934-1949
თამაში: 253
გოლი: 223
ფეხბურთის გენტლმენი, ესკოლა (ბარსელონა, 1914 – ბარსელონა, 1998) "ბარსას" ისტორიაში კიდევ ერთი ღირსეული ფორვარდის სახელითაა ჩაწერილი.
მას გააჩნდა ჩინებული ტექნიკური შესაძლებლობები და არაჩვეულებრივი დარტყმა, რომლის საშუალებითაც კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეხუთე ადგილს იკავებს 223 გოლით. ესკოლას სუფთა და სამართლიანი თამაშის გამო ბევრი პატივს სცემდა, ზოგიც აღმერთებდა.
ხოსეპი "ბარსელონაში" 1934 წელს მოვიდა და ვენტორლასთან, რაიჩთან, ფერნანდესთანა და მუნლოჩთან ერთად "ბლაუგრანას" შეტევით ხაზს წარმოადგენდა. სამოქალაქო ომის დროს, ის საფრანგეთში გაიქცა, მაგრამ 1940 წელს დაბრუნდა და "ბარსასთან" ერთად არაერთ წარმატებას მიაღწია. მიუხედავად ყველაფრისა, მისი კარიერა მოკლე აღმოჩნდა ბევრი და აუტანელი მუხლისა და ბარძაყის ტრავმების გამო.
რამდენიმე წლის შემდეგ ის კლუბში ქვედა დივიზიონების გუნდების მწვრთნელად დაბრუნდა და წარმატებებსაც მიაღწია.
ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონატი – 1944–45, 1947–48, 1948–49
ლათინას თასი – 1949
ესპანეთის თასი – 1941–42
ოქროს თასი – 1945
ევა დუარტეს თასი – 1948
კატალონიის ჩემპიონატი – 1934–35, 1035–36, 1937–38