დანი ალვესი


დანი ალვესი (ჟუაზეირუ, ბრაზილია, 1983) "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლება. კატალონიურ კლუბს ის 2008 წელს "სევილიადან" შეუერთდა. იმ დროისთვის, ის ესპანეთში უკვე იყო ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე.

"სევილიაში" 5 წარმატებული სეზონის გატარების შემდეგ, 2008 წელს, დანი ალვესი "ბარსელონას" შეუერთდა. ის თავიდანვე იქცა "ბლაუგრანას" ძირითად მარჯვენა მცველად. კატალონიურ კლუბში გატარებული 8 წლის განმავლობაში ალვესმა მონაწილეობა 414 თამაშში მიიღო (391 ოფიციალური). სეზონში ის საშუალოდ 49 თამაშს ატარებდა. დაცვაში საიმედო თამაშის, მთელი ფლანგის კონტროლისა და საჯარიმოს გარედან კარგი დარტყმის წყალობით, ბრაზილიელი პეპ გვარდილას, ტიტო ვილანოვას, ტატა მარტინოსა და ლუის ენრიკეს გუნდების შეუცვლელი წევრი იყო. გუნდში მისი მნიშვნელობისა და პიროვნული მახასიათებლების გამო, ალვესი მალევე იქცა გულშემატკივრების საყვარელ ფეხბურთელად.

2016 წელს, როდესაც ალვესმა გუნდი დატოვა, ის კლუბის ისტორიაში, უცხოელ ფეხბურთელებს შორის, ჩატარებული მატჩების მიხედვით, მეორე ადგილზე იყო, ლეო მესის შემდეგ. გულშემატკივრები არასდროს დაივიწყებენ მარჯვენა ფლანგზე მის გარღვევებს და მესისთან ტანდემს, რასაც მოწინააღმდეგის დაცვაში ქაოსი შეჰქონდა.

კარიერა

  • სეზონები კლუბში: 2008-2016
  • თამაში: 414
  • გოლი: 23

ტიტულები

  • მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (3): 2009/10, 2011/12, 2015/16
  • ჩემპიონთა ლიგა (3): 2008/09, 2010/11, 2014/15
  • ევროპის სუპერ თასი (3): 2009/10, 2011/12, 2015/16
  • ესპანეთის ჩემპიონატი (6): 2008/09, 2010/11, 2012/13, 2014/15, 2015/16
  • ესპანეთის თასი (4): 2008/09, 2011/12, 2014/15, 2015/16
  • ესპანეთის სუპერ თასი (4): 2009/10, 2010/11, 2011/12, 2013/14
  • კატალონიის თასი (2): 2012/13, 2013/14
  • კატალონიის სუპერ თასი: 2014/15

საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

პარტნიორები

Flashscore.ge
მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი