დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ამხანაგური schedule 18:30

ბაზელი

ბაზელი ლოგო
1 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მალუდა 43'sports_soccer
ადეიემი 34'sports_soccer აბდელკარიმი 50'sports_soccer

იოჰან კრუიფი

სეზონი კლუბში:1973-1978

თამაში:227

გოლი:83


იოჰან კრუიფი (ამსტერდამი, ჰოლანდია, 1947) ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ხოლო თავის დროზე ის მსოფლიოს ნომერ პირველ ფეხბურთელად ითვლებოდა.

მისმა არანორმალურად მაღალი დონის თამაშმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და “მფრინავმა ჰოლანდიელმაც” სამჯერ მოიგო ოქროს ბურთი(1971, 1973, 1974).

ჰოლანდიელი ვარსკვლავი “ბარსამ” 1973 წლის აგვისტოში “აიაქსთან” ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეიძინა. პირველივე სეზონში კრუიფმა “სცენაზე აფეთქება” მოახდინა და დიდად დაეხმარა გუნდს 1973/74 წლების ლა ლიგის მოგებაში, პირველად ბოლო 14 წლის განმავლობაში.

ფანებს მუდამ ემახსოვრებათ მისი გატანილი გოლი მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ და “ბერნაბეუზე” 5:0 გამარჯვება. სამწუხაროდ, შემდეგ სეზონებში კრუიფის დონემ დაიწია და “ბარსამ” მას შემდეგ მხოლოდ სამეფო თასის მოგება მოახერხა 1977/78 წლებში. კრუიფმა კლუბი 1978 წელს დატოვა.

1988 წელს ის კლუბში მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და “ბარსას” ისტორიაში საუკეთესო ერა შექმნა: მისმა “ოცნების გუნდმა” ზედიზედ 4–ჯერ მოიგო ლა ლიგა და კლუბის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგაც, “უემბლიზე”, 1992 წელს. იოჰანმა კლუბი 1996 წელს დატოვა.

1999 წელს ის ევროპის საუკუნის ფეხბურთელად აირჩიეს, 2006 წლის სექტემბერში კატალონიის მთავრობამ ის წმინდა ხორდის პრიზით დააჯილდოვა, ხოლო 2010 წელს, კრუიფი “ბარსელონას” საპატიო პრეზიდენტად დანიშნეს.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1973/74

ესპანეთის თასი – 1977/78