workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: არა ის შავი კაცი ვინ იყო, ჰა?!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: არა ის შავი კაცი ვინ იყო, ჰა?!

რამდენი გააქვს ლევანდოვსკის ასეთ მომენტში? ერთი შეხებით, თითქოს კარგად დარტყმული, კარში წასული, არც ძალა დაეწუნებოდა, მაგრამ კურტუა იდგა ძალიან დამაჯერებლად, ისევე როგორც წინა ელ კლასიკოში, ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულში. მოკლედ, გამოაძრო ეს ბურთი და წამოვიდა კონტრშეტევა, რომელიც მარკოს ალონსომ არ ჩაშალა, არადა, ამ დროს ყვითელი ბარათი არის დალოცვა მთავარი მსაჯისგან. ვერ მიხვდა ალონსო, ხდება ხოლმე ასე, ვერც მარსელო მიხვდა თავის დროზე და ლეგენდარული გოლიც მივიღეთ, არც ფეხბურთელი აღმოჩნდა “ბარსაში” ისეთი რომ დაეღრიალა – წააქციე მაგის შუბა დავხიე! 

არ წააქცია და ის კაციც მაგრად გაიქცა, მერე კი მორიგი შეცდომის ჯერი მოვიდა, როცა ასეთ სისწრაფეზე კეთდება ყველაფერი, შეცდომებიც იმატებს. ჩვენი ორივე ცენტრალური მცველი, (იმ მომენტში ვინც ამაგრებდა ცენტრალურ ზონას) ფლანგზე გადავიდა, არაუხო გადავიდა იმიტომ, რომ დასწრებაზე თამაში სისხლში აქვს, ყოველთვის ურჩევნია რომ გარისკოს, ვიდრე პოზიციურად დაიცვას თავი, კუნდე გადავიდა იმიტომ, რომ უნდა გადასულიყო, უახლოესი კაცი სწორედ ის იყო, ჰოდა, ასე დარჩა ვინისიუსი მარტო ცენტრალურ ზონაში. მორჩა. გაგვატანეს გოლი გასახდელში და თითქოს აქ წავაგეთ თამაშიც. 

ვერ გაიტან, გაგიტანენ. 

მთელი სეზონია მოგვყვება ეს ამბავი, ბოლო მომენტში მომენტების რეალიზების პრობლემა გვექმნება და დიდხანს და კარგად ნაშენები საქმე ფუჭდება. 

რობერტ, რისთვის მოგიყვანეთ კლუბში? 

არ იყო ცუდი ტაიმი

ხო, ცუდი არ იყო, მაგრამ მანდ დავამთავრეთ ყველაფერი. 

საბოლოოდ, დანაკლისი ძალიან დიდი აღმოჩნდა. ძირითადი შემადგენლობის ოთხი ფეხბურთელის არ ყოფნა ხუმრობა საქმე არ არის. მით უმეტეს, მაშინ, როცა შემცვლელად დიდად არავინ გყავს. 

აბა, ნახეთ: 

კრისტენსენი, რომელიც სეზონის აღმოჩენაა და ცენტრალური დაცვა კედლად აქცია მარკოს ალონსომ შეცვალა, რომელიც სჯობს თუ ვერა ერიკ გარსიას მაგაშიც ვერ გავერკვიეთ. 

დე იონგი კესიემ შეცვალა, რომელიც სეზონის მეორე ნახევარს მშვენივრად ატარებს და მადრიდთანაც ყოველთვის კარგად თამაშობს, მაგრამ ამ ორი ფეხბურთელის მასშტაბსა და ფუნქციებს თუ შევადარებთ, ყველაფერი ნათელი გახდება. თან, ჩვენ ვსაუბრობთ დე იონგზე, რომელიც საუკეთესო სეზონს ატარებს “ბარსაში”. 

პედრი შეცვალა სერჟი რობერტომ – როგორ ჟღერს? 

დემბელე შეცვალა რაფინიამ. ხანდახან არის შეხვედრები, როცა დამბო ისე გამოიყვანს ადამიანს წყობიდან, რომ აქამდე უცნობ და ჩამალულ “შინაგან მეს” აღმოაჩენინებს კაცს, მაგრამ ახლა გვენატრება, იმიტომ, რომ პატენტი ბრაზილიელი შემოგვაპარეს. ჩინურია. ან, არ ვიცი, სადაურია, მაგრამ ბრაზილიელისა არაფერი ეტყობა. 

ეს დანაკლისი ადრე თუ გვიან წამოჰყოფდა თავს და მეორე ტაიმში მაგრად წამოჰყო. მთელი სიცხადით დავინახეთ რას ნიშნავს, როცა ელ კლასიკოში 11 კაციდან 4 გაკლია. 

კატასტროფა 

ძალიან მძიმეა გუნდისთვის როცა გასახდელში გაატანენ გოლს, მწვრთნელიც ამისთვის არის, რომ შესვენებაზე სწორი სიტყვა იპოვოს. ჩავიმ ვერ იპოვა. რეალურად, ანგარიში გათანაბრდა იმ გოლით, ყველაფერი წინ იყო, მაგრამ “ბარსა” მაინც დამარცხებული გამოვიდა მოედანზე და მალევე მიიღო მეორე გოლი, სადაც რობერტო საშინლად ინერტული იყო და კუნდეს ფეხი დაუცდა. 

არც ეს ყოფილა დასასრული, მხოლოდ ერთი გოლი იყო საჭირო თამაშში დასაბრუნებლად, არაუხომ გაიწია მეტოქის კარისკენ და იმაზე სახიფათოდ შეუტია, ვიდრე ჩვენი გარემარბები უტევდნენ. 

ეგ იყო და ეგ, ამის მეტი არც არაფერი ყოფილა. 

აბა, ვის უნდა შეექმნა მომენტები? მხოლოდ ჩამშლელები გვყავდა. რაფინიას რომ უყურებთ, რეალურად ეგეც ჩამშლელია. 

ჩავიმ რამდენჯერმე მაგრად აჯობა ანჩელოტის, გუშინ კი სასტიკად დამარცხდა. თითქოს ერთიანად იძია შური მერყევი წარბის პატრონმა. 

იქნებ სჯობდა მეორე ნომრად თამაში, მაშინ, როცა განეხევრებული გუნდით ხარ?! რავიცი.. ახლა მარტივია საუბარი, როცა შედეგი უკვე ცნობილია. 

გუნდი ჩამოიშალა და აღმოჩნდა, რომ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია. ბოლოს ისეთები ხდებოდა, მართლა “ბაიერნი” და სეტიენი გაახსენდებოდა ადამიანს. 

ისე მართლა უცნაური იქნებოდა ამ “ბარსას” ტრიპლეტი მოეგო. ეს არ არის ის კლუბი, რომელმაც ისტორიაში სამი ტიტული უნდა ჩაწეროს, ჯერჯერობით არ არის. 

შეტყობინება გაგზავნილია 

აბა, სად იყო თქვენი აზრით? სახლში იყო გიგანტურ ტელევიზორთან? თუ ეზოში იყო და დიდთავა ძაღლთან თამაშობდა? იქნებ ვარჯიშობდა, ან იქნებ საერთოდ არ უყურებდა ელ კლასიკოს? დაუჯერებელია. შეუძლებელია თვალი არ მიედევნებინა და ალბათ ელოდა შეტყობინებას, გზავნილს, მწვანე შუქს, “კამპ ნოუს” უნდა მოეთხოვა თავისი აღზრდილი შვილის დაბრუნება, აინთო ტაბლოზე ათიანი და აინთო ათასობით ადამიანის გულიც, – მეეეესიიიიიი, მეეეეესიიიიიი, მეეეეეესიიიიიი!!! 

ნეტავ, რა ახსენდება ამ დროს, ამ შეძახილზე, ახსოვს პირველად როდის შესძახეს? პირველად პირველი გოლის დროს შესძახეს, მერე სულ ასე ღრიალებდა ხალხი და იფიქრებდი ამ გიგანტურ კედლებს ერთიანი სახე და ერთიანი ხმა აქვსო, ჰოდა დაიღრიალა ამ ისტორიულმა ტაძარმა იმ კაცის მოსახმობად, რომელიც ყველა დროის საუკეთესოდ იქცა. 

არ ვიცი რას იზამს, არ ვიცი შედგება თუ ვერა ჰომერული დაბრუნება, მაგრამ თუნდაც ეს შეძახილი ისტორიას დარჩება. 

გახსოვთ სკოტი პიპენის Air Jordan? კამერებს რომ მიუშვირა, მერე თითიც დაუქნია, დაბრუნდი ძმობილო. ყველა დროის საუკეთესოს დაბრუნებისკენ უხმო და იმ კაცის დაბრუნება ყველაზე დიდი მოვლენა გახდა საკალათბურთო ისტორიაში. 

ახლა კი სკოტი პიპენი კი არა, მთელი “კამპ ნოუ” ღრიალებს. 

რამდენი გოლი გავუშვით? აღარც მახსოვს. ეგ თასი ისედაც ყველაზე ბევრი გვაქვს. მესი კი ერთადერთია, ახლა ჩემი ფიქრები მხოლოდ ყველაზე დიდი კაცის გარშემო ტრიალებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (51)

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2023, 17:27

    ახლა მუშტების ქნევას აზრი აღარა აქვს, ხო ვიძახდით თითქმის ყველა ნეტავ არ წავაგოთო, ფრეც დიდი მიღწევა იქნებოდა ამ გუნდით. არაუშავს აფსუსია რო ანჩელოტის მაინც გააგდებენ წელს და მომავალ სეზონში ჯიდევ ორჯერ ვეღარ დააჩოქებს ჩავი, და სხვას მოუწევს დაჩოქება.

  • რივალდო-მესი
    schedule 07 აპრ 2023, 19:09

    ციტატა: Gaucho24
    ძალიან ბევრი აბრალებს ხავის და რეალურად ხავის დანაშაული მცირეა და ავხსნი რატომაც ჩემი აზრით , მოდი მივყვეთ..
    გამოჩნდა რამხელა ძალაა ფრენკი დე იონგი.. ცენტრში წაგვლეკეს და მოსალოდნელიც იყო და მოდი ავხსნი რატო.. ფრენკი დე იონგი , პედრი , კრისტენსენი და დემბელე -4 კაცი , ვინ შეცვალა ეს 4? რობერტომ კესიმ რაფინიამ და მარკოს ალონსომ , მოდი მათემატიკურად მივყვეთ როდესაც 11 კაცს 4 აკლდება მინიმუმ ისეთმა 4 მა უნდა ჩაანაცვლოს რომ გუნდი ისევ 11 კაცით დარჩეს და ახლა რა მოხდა? ვერცერთმა , აბსოლუტურად ვერცერთმა ვერ შეცვალა ძირითადის 4 დან ვერცერთი და მივიღეთ ბარსელონა 7 კაცით , ამ 7 საც დაეტყო ის რომ გუნდი პარალიზდა , ახლა საფეხბურთო ენაზე ტაქტიკურად რა შეიცვალა ამ 4 ეულის შეცვლით მაგას მივყვეთ , როდესაც ფრენკი დე იონგი და კრისტენსენი მოედანზე არიან რა ხდება? ცენტრს ფრენკი და ბუსი აკონტროლებენ , იწყებენ ბარსას შეტევას , სივრცეებს კლავენ მეტოქისთვის , მეტოქის პრესინგის დროს უბრალოდ შეუდარებლები არიან და ბურთს იჭერენ , რას შვრება კრისტენსენი? დაცვასა და საყრდენ ზონაში არსებულ მინიმალურ სივრცეებს ავსებს და ქმნის კედელს , აზღვევს ფრენკისა და ბუსის და დანარჩენ მცველებს აღარ უწევთ კაცის მიტოვება და სივრცის გახსნა , შესაბამისად მოედნის ჩვენ ნაწილში გუნდი უსაფრთხოდ გრძნობს თავს და მეტოქეს კონტრშეტევები აღარ არის დამღუპველი რადგან სივრცეებს კლავენ , რა მოხდა გუშინ? მარკოს ალონსომ ვერ შეავსო ეს ზონა სისწრაფეში პოზიციურად ყველანაირად დაიჩაგრა , ბუსკეცი ფრენკის გარეშე დაიკარგა , კესიმ და რობერტომ კი არ იცოდნენ რა უნდა ექნათ , რადგან 3 საყრდენით ვითამაშეთ , და იმის მაგივრად რომ ხელი რეალის შემტევებისთვის შეეშალათ , ერთმანეთს უშლიდნენ ხელს , გუნდი ჩამოიშალა ფრენკის და კრისტენსენის არ ყოფნის გამო , პედრის არ ყოფნაში ფრენკი დე იონგი გარდა იმისა რომ დაცვას და ნახევარდაცვას აკავშირებდა და ბურთი ამოქონდა და სივრცეებს ხსნიდა , ასევე პედრის მოვალეობებს ითავსებდა და ნახევარდაცვას და შეტევას აკავშირებდა ბურთი გადაქონდა მოედნის მესამე მეოთხედში და ანაწილებდა , რაც გუშინ ვერ მოხდა , ანუ კრეატიული ნახევარმცველის შემქმნელის გარეშე ვიყავით და ბურთი წინ ვერ მიდიოდა შესაბამისად დარღვეული იყო ნახევარდაცვასა და შეტევას შორის კავშირი , ასეთ დროს გუნდის მთავარი იარაღი კონტრშეტევა ხდება მაგრამ ვინ უნდა გაიქცეს? რაფინიამ ვერ იკისრა ეს როლი და ვერც იკისრებს ვერასდროს , აი აქ დემბელე დააკლდა გუნდს რომელსაც შეეძლო გაქცევა კაცის მოტყუება და ხიფათის შექმნა , რომელიც რეალის გათამამების გამო სივრცეებს გამოიყენებდა , ესეც ვერ მოხერხდა , ანუ იმ 4 კაციდან ვერცერთი შეიცვალა და გამოვიდა რომ გუნდი ფორმალურად 7 კაცით იყო , რაც დამღუპველია , აი სად გამოჩნდა თუ რამდენად დიდი ძალაა ფრენკი დე იონგი დღევანდელი ბარსასთვის , და არა მხოლოდ ფრენკი , ანუ რა ხდება ? გუნდი თამაშობს 11 ფეხბურთელით , იდეალური 11 ეულით და თუ ვინმე ამ 11 დან ამოვარდება გუნდს არ ყავს შემცვლელი და თითქმის ყველა მნიშველოვანი თამაში არ გვითამაშია ამ იდეალური 11 ეულით , ინტერთან კუნდე არაუხო კრისტენსენი , მანჩესტერთან პედრი დემბელე , რეალთან ფრენკი კრისტენსენი პედრი დემბელე , ეს უბრალოდ კატასტროფაა , მთელ სეზონს ერთი 11ეული ვერ ჩაატარებს , და გუნდში არცერთს აი არცერთს არ ყავს შემცვლელი , ტრანსფერებმა არ გაამართლა , სხვა ტაქტიკა უბრალოდ შეუძლებელია რადგან არ არიან სხვა ფეხბურთელები იმ დონის რომ ბარსაში იყვნენ , ფერანი რაფინია კესი რობერტო ალონსო ფატი ვერ აჩვენებენ იმ დონეს რომ იფიქრო რომ გუნდს სკამი ყავს , არა არ ყავს და ეს დაღუპავს გუნდს , ზუსტად ამიტომ არის ძირითადად 1-0 ებს რომ იგებს გუნდი , ამიტომ არის რომ 2 მატჩიან დუელებს აგებს , რადგან სკამი თუ არ გყავს ტაქტიკას ვერ შეცვლი , თამაშს ვერ გადააწყობ ერთი 11 ეული გყავს და იმასაც იდეალური ტაქტიკა აქვს მარა როცა არ ამართლებს ვერავინ შემოგყავს და ვერ ცვლი ვერაფერს , როდესაც ვინმე გემტვრევა ვერ ცვლი მას და ეს ტაქტიკაც თავზე გემხობა და თუ ტრანსფერები არ გაკეთდა ნამდვილად არ ვიცი შემდეგ სეზონში როგორ და რანაირად მიაღწევს რამეს ხავი , და ზუსტად ამ ყველაფრის გამო ვერ ვამტყუნებ ხავის და ვერ ვამბობ რომ გასაშვებია , ჯერ სკამი მოუყვანონ მისცენ იმის საშუალება რომ ქონდეს რესურსი და შემდეგ რომ ვიტყვით რომ ამ კაცს ყავს გუნდი და არა მხოლოდ ერთი 11 ეული და ამ გუნდით ვერაფერს შვრება მერე ვთქვათ რომ გასაშვებია მაგრამ გუნდს ყველა ფრონტზე ებრძვიან შიგნით გარეთ მედია კატასტროფა ხდება , ფინანსური კრიზისი ფეხბურთელებმა ის არ იციან ითამაშებენ თუ არა შემდეგ სეზონში კიდევ და რა მოხდება და ამის მიუხედავად ლა ლიგას იგებს , თასი მოიგო და ალბათ კიდე იმას ვიტყვი რომ არ გაუმართლა ინტერთან მანჩესტერთან რეალთან მაგრამ თუ ყველაფერი მოგვარდა და ტრანაფერებიც გაკეთდა და კრიზისი დაიძლევა ამ გუნდს უდიდესი მომავალი აქვს და მჯერა რატომღაც , ვნახოთ წინ ლა ლიგაა და მეფის ამბავი , იქნებ მოგზაური არაგორნიდან კვლავ მეფე არაგორნი დაბრუნდეს და აიღოს ხმალი , რომელსაც მხოლოდ ის თუ აიღებს…


    პრინციპში ყველაფერში გეთანხმები რაც დაწერე. მაააგრამ 120 მილიონს რომ რაფინიაში და ტორესში იხდიდნენ ( ანუ გაკოტრბული გუნდი რომ 120 მილიონს ფაქტიურად ცეცხლს წაუკიდებს და დაწვავს) ამ დროს ხავი ჩემს სოფელში იყო ზესტაფონში და ციცქა- ცოლიკაურს სვავდა თუ მალადნიაკ პლანებს ეწეოდა? ახლა ფოიტში აპირებენ 55 ლიმონის გასროლას😂 თუ სწორ ფეხბურთელებს ვერ შეარჩევენ და ასეთ იდიოტობებს კიდევ გააკეთებენ ერთი ხავის თავგასიებული დედაც.

  • Peregrine Falcon
    schedule 06 აპრ 2023, 22:46

    ბარსას ეგ პრობლემა ყოველთვის რატოაქვს მეორე გოლზე მაგრა იკდებენ თითქოს კიარა და მამენტ კიდიატ მოგება წაგება რეალს კიდე იმდენი აქ შემობრუნებული ,3:0 ნოლზეც კიარ დანებებულკაან .. მენტალურობა უნდა გუნდს ,,

  • marco reus 11
    schedule 06 აპრ 2023, 18:00

    ციტატა: ani-messi-goat

    ციტატა: marco reus 11
    marco reus 11marco reus 11


    ბენფიკამ როდის გაარღვია ხავი :დ როცა ბენფიკასთან წააგეს არ იყო ხავი ტრენერი, 5 ტურის წინ დაინიშნა ზუსტად და 0-0 მორჩა ეგ თამაში, ხავის მეორე თამაში იყო და მანდვე ეტყობოდა გუნდს რო უკეთესი იყო უბრალოდ ვერ შეაგდეს გოლი იუსუფ დემირი და ვიღაცები იყვნენ ძირითადში დაღუნეს შტანგები :დ შარშანდელი ჯგუფში ჩარჩენა ხავის მიაწერო რავიცი 5 ტურიდან დაიწყო თამაში :დ

    წელს შეიძლება დაბრალება მარა არის მანდაც გასამართლებელი მიზეზები, კუნდე არაუხო კრისტენსენი ბალდე გადამწყვეტ თამაშში არცერთი არ იყო ინტერთან, 1 თამაშშიც კუნდე არაუხო არ იყვნენ და იქ არ ჩათვლილი გოლი და არ დადებული პენლები ინტერთან და ბაიერნთან გეხსომებათ, რთული ჯგუფი იყო + მსაჯების არასწორი მოქმედებები და დაცვის დანაკლისი ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩარჩენა და ადრე მესი ყავდათ და არ რჩებოდნენ თორე მესის გარეშე ვალვერდე და კუმანი რამეს იზავდნენ? :დ


    რამდენი ტურის მოსულ ტენჰააგთან გამოვვარდით წელს ?

  • Aroni
    schedule 06 აპრ 2023, 15:26

    ბევრი ჩავის აკრიტიკებს და სიმართლე ვთქვა მეც მაინც და მაინც არ მომწონს ბარსას თამაშების 90%, მაგრამ არის ერთი დიდი ,,მაგრამ". გუნდი დიდ ფინანსურ კრიზისშია და მილანი რო არ დაემართა ალბათ იმიტომ რომ უფრო ბრენდულია(მილანს არ ვაკნინებ, გრანდია და მერე როგორი) და ბევრი ფეხბურთელი სახელის გულისთვის გადმოდის ბასაში, ანუ თავისუფალი ტრანსფერები ვერ ხორციელდება. უფასოდ და დაბალი ხელფასით, ამ პირობებით მოდის ხალხი და ეტყობა კიდეც შემადგენლობას. ძირითადი შემადგენლობა კიდევ არაუშავს(თუმცა რამოდენიმე პოზიციის გაძლიერება ნამდვილად საჭიროა), აი სათადარიგო სკამი კატასტროფაა, განსაკუთრებით შეტევა. ფატი და ტორესი უბრალოდ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტყუილად არიან, ამათზე უკეთესი იყო კუნთიანი ტრაორე(სირბილის მეტი არაფერი იცოდა). ნახევარდაცვა ერთი კესიე, თორე მეტი ვინ? ბუსკეცი აშკარად ასაკშია, კი კაია, მაგრამ უკვე შესაცვლელია. დაცვა ალონსოს იმედი მქონდა და ვერ გაამართლა, ერთი თამაშით ნუ განვსჯით(მიუხედავად ესეთი თამაშისა), იქნებ დაამკიცოს კიდევ, მაგრამ აი ერიკა საერთოდ რავიცი, როცა თამაშობს ვერ ხვდები რომლის უნდა გეშინოდეს, რო ადვილად გაცდებიან, თუ პენალტს აიკიდებს. დაცვის ბირთვი კაია, არაუხო და კუნდე ცენტრში, მარცხნივ ბალდე(ძაან მომწონს მისი თამაში, ალბა სკამზეც ნორმალურია) მარჯვენა ნორმალური მცველი(ალვეშის მერე არ დაადგა საშველი ამ ადგილს) და მშვენიერი დაცვაა. ერთადერთი 100%ით კაია მარკი, მერსედესივით სანდოა(მცირ ჩავარდნები ქონია, მაგრამ არ არსებობს მეკარე ვისაც არ ქონია). მოკლედ ჩავი ძლიერი შემადგენლობით არ ვიცი რას იზავს და როგორ ჩვენთვის მოსაწონ ფეხბურთს ათამაშებს ბარსას, მაგრამ ამ სიტუაციაში და ამ შემადგენლობით ჩავისთან პრეტენზიები არ მაქვს.

  • ani-messi-goat
    schedule 06 აპრ 2023, 15:14

    ციტატა: marco reus 11
    marco reus 11marco reus 11


    ბენფიკამ როდის გაარღვია ხავი :დ როცა ბენფიკასთან წააგეს არ იყო ხავი ტრენერი, 5 ტურის წინ დაინიშნა ზუსტად და 0-0 მორჩა ეგ თამაში, ხავის მეორე თამაში იყო და მანდვე ეტყობოდა გუნდს რო უკეთესი იყო უბრალოდ ვერ შეაგდეს გოლი იუსუფ დემირი და ვიღაცები იყვნენ ძირითადში დაღუნეს შტანგები :დ შარშანდელი ჯგუფში ჩარჩენა ხავის მიაწერო რავიცი 5 ტურიდან დაიწყო თამაში :დ

    წელს შეიძლება დაბრალება მარა არის მანდაც გასამართლებელი მიზეზები, კუნდე არაუხო კრისტენსენი ბალდე გადამწყვეტ თამაშში არცერთი არ იყო ინტერთან, 1 თამაშშიც კუნდე არაუხო არ იყვნენ და იქ არ ჩათვლილი გოლი და არ დადებული პენლები ინტერთან და ბაიერნთან გეხსომებათ, რთული ჯგუფი იყო + მსაჯების არასწორი მოქმედებები და დაცვის დანაკლისი ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩარჩენა და ადრე მესი ყავდათ და არ რჩებოდნენ თორე მესის გარეშე ვალვერდე და კუმანი რამეს იზავდნენ? :დ

  • marco reus 11
    schedule 06 აპრ 2023, 14:36

    ციტატა: Clever liar

    ციტატა: marco reus 11
    დემბელეს რო მოიაზრებ სასტარტოში ესეიგი მაგის შემცვლელს უცხადებ ნდობას. გვარდიოლას ხელი , რომც ვერ მოეგო ლალიგა მაგას ესეთი მენტალურად ჩმორი გუნდი არ გვეყოლებოდა მაინც. :დ


    კაი ეხლა, პირველ პიტალოს სიტი ვერ მოუხოდია ლიგაზე 7 წელია და მეორეს ქალიშვილს თუარ მიართვი ისე ფეხბურთს არ გათამაშებს და კამპ ნოუს სექიურითის ზამენების ნაკრებს რომელი მოგიხოდავს? 😀 ჩავიში ის არ მევასება, რო სატრანსფერო პრიორიტეტებში დემბელეზე ბევრად იმბეცილია თორე რასაც მაგან ამ არა გუნდით მიაღწია, ჩემთვის ნებისმიერი სხვა მეგა მწვრთნელებისგან წარმოუდგენელია.


    ლიგას ვერ იგებს თორე მოხოდილი რატო არაა ,ნახევარფინალში თითქმის სულაა. ლიგის მოგებას კიდე ბოლო წლებში რო ვაკვირდები აი არ ყავს ეგეთი სტარი გვარდიოლას რო გუნდი აიყოლიოს , ყველა საშუალოზე კაი ფეხბურთელი და ძლიერი გუნდი ყავს , მარა სუპერსტარი არ ყავთ თუნდაც იმ დონის როგორიც სალაჰი იყო პრაიმში. ან მოდრიჩი ბენზემა როგორებიც არიან .

  • Clever liar
    schedule 06 აპრ 2023, 14:01

    ციტატა: marco reus 11
    დემბელეს რო მოიაზრებ სასტარტოში ესეიგი მაგის შემცვლელს უცხადებ ნდობას. გვარდიოლას ხელი , რომც ვერ მოეგო ლალიგა მაგას ესეთი მენტალურად ჩმორი გუნდი არ გვეყოლებოდა მაინც. :დ


    კაი ეხლა, პირველ პიტალოს სიტი ვერ მოუხოდია ლიგაზე 7 წელია და მეორეს ქალიშვილს თუარ მიართვი ისე ფეხბურთს არ გათამაშებს და კამპ ნოუს სექიურითის ზამენების ნაკრებს რომელი მოგიხოდავს? 😀 ჩავიში ის არ მევასება, რო სატრანსფერო პრიორიტეტებში დემბელეზე ბევრად იმბეცილია თორე რასაც მაგან ამ არა გუნდით მიაღწია, ჩემთვის ნებისმიერი სხვა მეგა მწვრთნელებისგან წარმოუდგენელია.

  • mesi_10
    schedule 06 აპრ 2023, 13:53

    დასანანია ასეთი კარგი შანსის ხელიდან გაშვება მაგრამ რას ვიზავთ, ესეთ დროს ცივი გონიბით მსჯელობაა აუცილებელი. რატომ დადგა ასეთი შედეგი? არადა პირველ ტაიმში იმდენათ დამაჯერებლათ თამაშობდნენ რომ ვერც წარმოიდგენდი თუ ძირითადში დეიონგი, პედრი, დემბელე, არ იყვნენ ბოლოსდა ბოლოს პირველი 3 კლასიკო ხო დანაკლისებით ვეთამაშეთ და მოვუგეთ და აბა ახლა რა ეტაკათ ნუთუ გასახდელში მიყოლილმა გოლმა გატეხეს ამათი ფსიქიკა და თავდაჯერებულობა..მოკლეთ ძალიან ცუდი მეორე ტაიმის დამსახურებით კიდევ 3 გოლი მიიღეს და ასე ერთიანათ იძიეს შური რაც კარლიტოსაც შეუნარჩუნებს ადგილს და თავი ბოლო უტიტულოთ არ დაასრულებს რეალი სეზონს..რაც არ უნდა იყოს ჩავის კრიტიკას ნამდვილათ არ დავიწყებ კოპა მოიგო და ლა ლიგაც ჯიბეში უდევს თან საკმაოთ კარგი სტატისტიკით ასეთი შედეგი ბოლოს როდის დადო ბარსამ არცკი მახსოვს მთავარია გუნდი თავის ორბიტას უბრუნდება და ამას დრო ჭირდება ასე ერთიანათ არ იქნება ყველაფერი.. მომავალი სეზონიც დადგება და იმ დროისთვის ეგება მესი უკვე მინდორზე გამოსასვლელათ ემზადებოდეს და ევრო ტურნირებზე უკეთესი შედეგები დადონ.. ბოლოს მინდა რეალს დამსახურებული მოგება მივულოცო და ამაზე ნურავინ შემეკამათება თავის მართლების დრო არ არის ყოვეთვის ვერ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე…

  • marco reus 11
    schedule 06 აპრ 2023, 13:52

    ციტატა: Clever liar

    ციტატა: marco reus 11
    ანუ პედრი იყო და მანდ დაიმტვრა პირველი ტაიმის ბოლოს ახლა რა გავაკეთო დემბელე ეგრეა სულ რაც აქაა და აღარ ვუგულშემატკივრო ამ გუნდს? თუ კმაყოფილი ვიყო როცა ჯგუფში ჩავრჩებით ლიგაზე იმიტორო ინტერი და ბენფიკა გადაგვაწუწებს? :დ


    მართალი ხარ, არ მესმის დემბელე ძირითადის ფეხბურთელად რატო ითვლება, მითუმეტეს დანაკლისად, როც ეგ არსება სეზონში 8 თამაშს ვერ ატარებს სრულად.. თუმცა ხავის ბრალდების არ მესმის. ვინ გინახავს ისტორიაში სხვა, ვისაც რეალთან 2 კაცით ფეხბურთი უთამაშია? გვარდიოლა და ენრიკე ამ გუნდით ლალიგიდან პირველივე სეზონში გავარდებიან :)))


    დემბელეს რო მოიაზრებ სასტარტოში ესეიგი მაგის შემცვლელს უცხადებ ნდობას. გვარდიოლას ხელი , რომც ვერ მოეგო ლალიგა მაგას ესეთი მენტალურად ჩმორი გუნდი არ გვეყოლებოდა მაინც. :დ

  • Clever liar
    schedule 06 აპრ 2023, 13:43

    ციტატა: marco reus 11
    ანუ პედრი იყო და მანდ დაიმტვრა პირველი ტაიმის ბოლოს ახლა რა გავაკეთო დემბელე ეგრეა სულ რაც აქაა და აღარ ვუგულშემატკივრო ამ გუნდს? თუ კმაყოფილი ვიყო როცა ჯგუფში ჩავრჩებით ლიგაზე იმიტორო ინტერი და ბენფიკა გადაგვაწუწებს? :დ


    მართალი ხარ, არ მესმის დემბელე ძირითადის ფეხბურთელად რატო ითვლება, მითუმეტეს დანაკლისად, როც ეგ არსება სეზონში 8 თამაშს ვერ ატარებს სრულად.. თუმცა ხავის ბრალდების არ მესმის. ვინ გინახავს ისტორიაში სხვა, ვისაც რეალთან 2 კაცით ფეხბურთი უთამაშია? გვარდიოლა და ენრიკე ამ გუნდით ლალიგიდან პირველივე სეზონში გავარდებიან :)))