სანაკრებო ტურნირები ვერ შეედრება სათამაშო დონით ჩემპიონთა ლიგას, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სეზონის ბოლოს ყველა გადაღლილია და რაღაცას უჩივის. მეორე, იმიტომ, რომ ტარდება ზაფხულში და ძალიან უნდა გაუმართლოს ადამიანს, რომ ტემპერატურამ ხელი შეუწყოს. რუსეთშიც კი საშინელება იყო, დილის საათებში თამაში.
ნაკრები ვერასდროს იქნება ისეთი შეთამაშებული, როგორიც კლუბია, შესაბამისად ტემპი, დინამიურობა და ორგანიზებულობა, საკლუბო ფეხბურთთან შედარებით, გაცილებით დაბალია.
სწორედ ამიტომ თქვა ფერგიუსონმა – “უკვე მერამდენე წელია, მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა, კბილის ექიმთან წასვლას ჰგავს.”
გარდა ნაკლოვანებებისა, დიდ სანაკრებო ტურნირებს მოაქვს ახალი შესაძლებლობები. აქ გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ფეხბურთელის ინდივიდუალურ ოსტატობასა და ლიდერობას. ზუსტად იმიტომ, რომ გუნდის ერთიან ორგანიზმად ქცევა, ურთულესი ამბავია. საკლუბო ფეხბურთის რუტინულობის გამო, ფეხბურთელების ტაქტიკური გადაადგილება, ავტომატიზმამდეა დაყვანილი. დიდ სანაკრებო ტურნირებზე კი, ერთი წამითაც ვერ მოადუნებ ყურადღებას, რადგან ყველა თამაში გადამწყვეტია.
სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ანალიტიკოსების აზრით, სანაკრებო ტურნირზე წარმატება, განსაკუთრებით კი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატება, ფეხბურთელის შეფასების უმაღლესი კრიტერიუმია.
როდესაც, მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევდნენ, დიდი ამბავი ატყდა პელესა და მარადონას შორის, სხვა ფეხბურთელები არავის გახსენებია. მათ შორის დი სტეფანო. არადა, უძველესი გამოთქმა ასეთი იყო – “არც პელე იყო მარადონას დონის და არც მარადონა, დი სტეფანოს დონის” – ვინ თქვა, იმ პერიოდის ყველაზე პოპულარული სიტყვა, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ რატომ გასწიეს დი სტეფანო გვერდზე, ეს ზუსტად ვიცით.
მას არ ჰქონდა სანაკრებო წარმატება.
ალფრედო, მსოფლიო ომის და პოლიტიკური ვნებათაღელვის ეპოქაში თამაშობდა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებული იყო, როცა კარიერის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამდა. ესპანეთში ფრანკო ბოგინობდა და დი სტეფანო, დიქტატორების სათამაშოდ იქცა, გარდა არგენტინის ნაკრებისა, ფრანკოს გამოისობით, ითამაშა ესპანეთის ნაკრებშიც, თანაც გაცილებით მეტი შეხვედრა ჩაატარა.
ფრანკომ, ჯერ “ბარსას” თვალწინ აახია უკვე გაფორმებული ფეხბურთელი და “რეალს” მიაჩეჩა, მერე კი ესპანეთის ნაკრებში თამაშიც გაუხერხა. უთამაშია კოლუმბიის ნაკრებშიც, სადაც იმ პერიოდში სასტიკი სამოქალაქო ომი მძვინვარდებდა, კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის, აბა არგენტინელს, ამის ნაწილად როგორ უნდა ეგრძნო თავი?!
ამიტომ, დი სტეფანოსთვის ნაკრებში თამაში ბევრს არაფერს ნიშნავდა, შესაბამისად წარმატებაც არ ჰქონია და დღემდე არავინ ახსენებს პელესა და მარადონას გვერდზე. (ბატონი დავით ქლიბაძის გარდა).
ეჭვგარეშეა, რომ მესის საბოლოო შეფასებისას, ეს კრიტერიუმი თავის როლს ითამაშებს. ახლა თუ არა, სამომავლოდ მაინც.
თქმა იმისა, რომ მესი ნაკრებში ვერ თამაშობს, რბილად, რომ ვთქვათ აბსურდია. დაახლოებით ისეთივე დონის სისულელეა, მესი რომ ჩავისა და ინიესტას გარეშე ვერ თამაშობდა. ბავშვი, ან უცოდინარი თუ იტყვის ამას.
ჩვენ ხომ იმ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, ვინც თავის ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. დიდი ხნის წინ მოიტოვა უკან დიეგო მარადონა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცხრიანი, გაბრიელ ბატისტუტაც ზედ მიაყოლა.
ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომლის ნაკრებიც სამხრეთ ამერიკაში თამაშობს, ყველაზე რთულ სანაკრებო ტურნირზე, სადაც ყველა შეხვედრა ცენტრალურია და ოდნავ თუ გაგეფანტა ყურადღება, ბურთიანად შეგჭამენ.
ეს არ არის ევროპა, სადაც გრანდები ყაზახეთს, სომხეთს, ლუქსემბურგს, ანდორას, საქართველოს ხვდებიან და თავიანთი სანაკრებო მიღწევები მთვარემდე აჰყავთ. ამიტომ, ფერენც პუშკაშს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე პელეს, რობი კინს უფრო მეტი აქვს გატანილი, ვიდრე “ფენომენოს”, კრიშტიანუს უფრო მეტი აქვს გატანილი, ვიდრე მესის და ეს ჩვეულებრივი ამბავია.
FIFA-ს რეიტინგში, ტოპ 50 ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში, 2019 წლის მონაცემებით, მათი სტატისტიკა ასეთია:
- ლიონელ მესი – 67 შეხვედრა/56 გოლი
- რონალდუ – 88 შეხვედრა/35 გოლი
ასეთი სტატისტიკის მერე რომ იტყვი, ვერ თამაშობსო, ესე იგი, სერიოზული პრობლემები გაქვს.
არსებობს მეორე მოსაზრება – “მესი არგენტინაში, ისე ვერ თამაშობს, როგორც “ბარსელონაში” – ამას ისე ამბობენ, თითქოს რაღაც ჭეშმარიტებას მიაგნეს. ეს იგივეა, ხმამაღლა და ბრძნული გამომეტყველებით გამოაცხადო, რომ 2-ჯერ 2, ოთხია.
სხვა ფილოსოფია, სხვა მწვრთნელი, სხვა ფეხბურთელები, სხვა ტაქტიკა – რა თქმა უნდა, განსხვავებულად ითამაშებს.
მაგრამ, მაინც, ფაქტია, რომ მესის, ოლიმპიადის გარდა, სანაკრებო ტურნირი არ მოუგია. – ეს მტკივნეული რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით და მოდი მიზეზებს მაინც მივყვეთ.
უიღბლობა
ძალიან არ მიყვარს რამის უიღბლობაზე გადაბრალება და ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერს რაციონალური ახსნა მოვუძებნო. ამჯერად კი არაფერი გამომივიდა. მე გავიხსენებ მოვლენებს, თქვენ კი, თუ გნებავთ, მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას ეცადეთ.
მესის სანაკრებო ჰაილაითების მთავარ კადრად, ორ წუთში მიღებული წითელი ბარათი გამოდგება. ხანდახან მგონია, რომ იმ უნამუსო მსაჯმა, მისი მთელი სანაკრებო კარიერა განსაზღვრა. ყველა მის წარუმატებლობაზე და წაგებულ ფინალზე, სწორედ ეს წითელი ბარათი მახსენდება.
ახალი მეფის დაბადებას მთელი არგენტინა ელოდა. შეცვლაზე შევიდა, ოვაციებით შეხვდნენ, დრიბლინგი წამოიწყო, მცველი მაისურზე ჩამოეკიდა და მესიც როგორც სჩვევია, არ გაჩერებულა, ის ხომ არასდროს ეცემა?! სცადა მცველის მოცილება და მსაჯმა გააძევა. სადებიუტო შეხვედრაში! რაღაც აბსურდული მოტივის გამო! აბა სად არის აქ რაციონალიზმი? ნუთუ, ეს უბრალოდ უიღბლობა არ არის? რომ, მაინც და მაინც, ეს ყოვლად უცოდინარი მსაჯი დანიშნეს, ლეოს სადებიუტო შეხვედრაში.
“კარგი დასაწყისი, საქმის ნახევარია” – ამბობდა არისტოტელე.
მესიმ, წითელი ბარათით დაიწყო.
მომდევნო აუხსნელი გადაწყვეტილების ავტორი პეკერმანია. ვეცადე რაიმე ახსნა მომეძებნა, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის და ასეთი რამ გამოვიდა:
მესიმ “ჩელსისთან” მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის მთელი მეორე ნახევარი გამოტოვა. ვარჯიში ზედ შეკრების წინ დაიწყო და შიშობდნენ, რომ საჩემპიონატო განაცხადში ვერ მოხვდებოდა, მაგრამ ვარჯიშებზე მშვენივრად წარმოაჩინა თავი და მუნდიალზე წაიყვანეს.
პირველ შეხვედრაში არ უთამაშია. მოედანს მოარიდეს. მეორე შეხვედრაში მშვენივრად ითამაშა, ისევე როგორც მთელმა არგენტინამ. 18 წლის მესიმ, პირველი გოლი შეაგდო მუნდიალზე და საგოლე პასიც მიითვალა. აი მესამე შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებთან, ძირითადში აღმოჩნდა, რადგან ორივე ნაკრებს განაღდებული ჰქონდა გასვლა და ბევრს არაფერს კარგავდნენ, შესაბამისად მესის შანსი მისცეს, მაგრამ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა. ეს იყო ლეოს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერფომანსი, კარიერაში. თითქოს, კარგი არგუმენტია იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე, გერმანიასთან, მისთვის შანსი აღარ მიეცათ, მაგრამ თამაშის მიწურულს, ბოლო ცვლილებაზე რომ ხულიო კრუზს გამოიყვან და მესის სკამზე დატოვებ, ამის ასახსნელად არცერთი ჩაგდებული თამაში არ გამოდგება. ეს რაღაც აუხსნელია. ირაციონალური.
თან, ზუსტად 24 ივნისს. მაშინ, როცა მესი 19 წლის შესრულდა! პეკერმანმა დაბადების დღე ასე ტკბილად მიულოცა, თამაშის ბოლომდე სკამზე დატოვა.
მომდევნო მუნდიალზე, როცა მესი კარიერის პიკში იყო, როცა ერთი მოძრაობით აცამტვერებდა მოწინააღდეგეებს. როცა, ნაკრებმა საუკეთესო შემადგენლობას მოუყარა თავი, მოხდა კიდევ ერთი აუხსნელი რამ – მწვრთნელად მარადონა დანიშნეს!
ყველაზე არაპროფესიონალი, ყველაზე წინააღმდეგობრივი, უმძიმესი ხასიათის ფეხბურთელი, რომელიც მწვრთნელობის გაგებაში არ არის, ისევე როგორც პელე. მათი მსგავსი ტალანტები, მწვრთნელები ვერ ხდებიან, ეს მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ არგენტინელებს, თურმე არ სცოდნიათ.
დიეგო მარადონა, შუა ჩემპიონატის დროს ჟოზე მოურინიოს ურეკავდა და ეკითხებოდა, თავი როგორ დავიცვაო. ამაზე ცუდი რა უნდა მომხდარიყო? ალბათ, ის, რომ მესი დაეყენებინა იმ პოზიციაზე, სადაც თავად თამაშობდა 86 წელს. დიეგომ, რატომღაც ჩათვალა, რომ ფეხბურთი, 86 წლის მერე არ განვითარებულა, არადა იმის მერე იმდენმა წყალმა ჩაიარა.. იმის მერე იყო კრუიფის “დრიმ თიმი”, საკის “მილანი”, ფერგის “მანჩესტერი”, ვენგერის “არსენალი”, ბოსკეს “რეალი”, მოუს “ჩელსი” და გვარდიოლას საფეხბურთო რევოლუციის გარიჟრაჟი იდგა.
ამან კიდე 86 წელიო! და მესი დარბოდა სადღაც უკან, შორს მეტოქის კარისგან.
თითქმის ყველა გოლი, მესიმ გააკეთა, მაგრამ თავად ვერ შეაგდო. დააკვირდით 2010 წლის მესის, მუნდიალზე. შეუჩერებელია, მაგრამ ქაოსშია! აბსოლუტურად მოწყვეტილი დანარჩენ 10 ფეხბურთელს.
გერმანიასთან მოხდა ის, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ მარადონამ მესისგან არაფერი დატოვა. თამაშის წინ მესიმ თქვა – “აქამდე გოლი ვერ შევაგდე, მაგრამ გერმანიას ორჯერ გავუტან” – თამაშის დღეს ყველა გამოცემის გარეკანზე ეს სიტყვები იყო.
ვინც იცნობს მესის და ვინც იცნობს მარადონას, მიხვდება, რომ ეს დიეგოს სიტყვებია. ის იყო ფეხბურთელი, რომელიც თამაშის წინ იმუქრებოდა, ჯერ გასახდელში, მერე გვირაბში, მერე ჰიმნის დროს და ბოლოს მეტოქის ცხვირწინ ზეიმობდა.
მესი არ არის ფეხბურთელი, რომელიც იმუქრება, მესი ფეხბურთელია, რომელიც მუქარას მოედანზე პასუხობს.
დიეგომ მოინდომა, რომ თავის კლონი შეექმნა, მაგრამ მესი ძალიან დიდია იმისთვის, რომ ვინმეს კლონი იყოს. ამიტომ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. წაგებულებს დიეგო გასამხნევებლად დასდევდა, მესის კი მისი დანახვაც არ სურდა.
ამბობენ, გასახდელში პატარა ბავშვივით ტიროდაო..
მომდევნო და ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული მუნდიალი, 2014 წელს შედგა. მესი ტურნირს საშინელ ფიზიკურ ფორმაში შეხვდა, კონკრეტულად იმ სეზონში ხშირად ტრავმიანობდა. თამაშის წინ და ხანდახან თამაშის დროსაც გულზიდვა ეწყებოდა.
ყველგან იწერებოდა – რა სჭირს მესის?
არაფერი განსაკუთრებული. სპორტსმენებმა იციან, ფეხბურთელს გული როდის ერევა. ეს ხდება მაშინ, როცა იმაზე მეტად იხარჯები, ვიდრე ორგანიზმს შეუძლია.
ცუდ ფორმაში მყოფი მესი, წავიდა მუნდიალზე და არგენტინა ფინალამდე მიათრია. იქ კი მომდევნო უიღბლობის ჯერი მოვიდა – ფინალი საუკეთესო მეწყვილეების, ანხელ დი მარიას და კუნ აგუეროს გარეშე ითამაშა. დარჩა ლეო, იგუაინისა და ლავეცის იმედად. იმ ნაკრების წინააღმდეგ, რომელმაც ბრაზილიას, ბრაზილიაში 7-1 მოუგო.
იგუაინის იმედად მტერი იყოს..
ის შანსი კიდე, რომელიც მესის შეექმნა, ალბათ ცხოვრების ბოლომდე გაახსენდება.
ბოლო მუნდიალს შედარებით მშვიდად შეხვდა, თავს ფავორიტად არ მიიჩნევდა, მწვრთნელად მემწვანილე დაუნიშნეს და მერვედფინალს ვერ გაცდნენ. სამაგიეროდ, მომავალ მსოფლიო ჩემპიონებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და შანსიც ჰქონდათ, რომ თამაში დამატებით დროში გადაეყვანათ, მაგრამ არგენტინა მომგები, ალბათ, მაინც არ იყო.
მარადონას ჩრდილი
არგენტინელებს ერთი ღმერთი უკვე ჰყავდათ და ჯიუტად ელოდნენ მეორედ მოსვლას. ხან ვის მიაჩეჩეს მემკვიდრის სტატუსი და ხან ვის. ორტეგადან დაიწყეს, მერე აიმარიო, რიკელმე ნამდვილად გვიშველისო, არა სავიოლა ყველაზე კარგიაო და ამ ფეხბურთელებს თავისი სადარდებელი არ ეყოფოდათ, ამ შედარებით, ფსიქოლოგიურად მოსპეს.
მერე გამოჩნდა მესი და აღიარეს მესიად. სრულიად სამართლიანად, რადგან “ბარსელონაში”, ჯერ კიდევ საწყის წლებში ითამაშა ისეთ დონეზე, რა დონეზეც დიეგო თამაშობდა 82 წლიდან 84 წლამდე. მომდევნო წლებში კი, “ბარსელონაში” მოთამაშე მარადონა არავის გახსენებია, რადგან მესიმ, სათამაშო დონით, ბევრად გადააჭარბა.
აი ნაკრებში, სულ სხვა ამბავი დატრიალდა.
დიეგოზე დიდი მონსტრი, სანაკრებო ფეხბურთში არ არსებობს! ამბობენ, რომ გარინჩას პერფომანსი, 62 წელს, ბევრით არ ჩამორჩებოდა მარადონას პერფომანსსო, მაგრამ მაშინ, გარინჩასთან ერთად, მთელი ბრაზილია ბრწყინავდა.
დიეგომ ყველა დროის ყველაზე მაღალი სანაკრები პიკი დადო. ამის გამეორება შეუძლებელია. უბრალოდ ღმერთს სურდა, რომ ასე მომხდარიყო. მესის რომ ფინალში ის მომენტი გამოეყენებინა და მუნდიალი მოეგო, მთელი არგენტინა ჭკუიდან გადავიდოდა სიხარულით, მაგრამ მარადონას მაინც ვერ გაუტოლებდნენ.
“ფენომენოსთვის” გაცილებით მარტივი იყო პელეს ჩრდილიდან გამოსვლა, რადგან პელე უდიდესი გუნდის ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. 58-ში ის არ ყოფილა ლიდერი, უბრალოდ ბრაზილია იყო საოცარი კოლექტივი. 62-ში, მეორე ტურში ტრავმა მიიღო, მაგრამ ბრაზილიამ მაინც ყველას გადაუარა, გარინჩას და დიდის თამადობით. 70-ში კი იგივე სურათი გვქონდა. გუნდი უბრალოდ გაძეძგილი იყო ვარსკვლავებით. 70 წლის ბრაზილია, ყველა დროის საუკეთესო ნაკრებად არის მიჩნეული.
აი არგენტინაში, რადიკალურად განსხვავებული სურათი გვაქვს. მესის არ იყოს, დიეგოს სანაკრებო კარიერაც უიღბლობით დაიწყო, ახალგაზრდა ბრილიანტი, მენოტიმ განაცხადში არ შეიყვანა. მარადონა გასკდა ტირილით, მაგრამ არგენტინამ მის გარეშე მოიგო ჩემპიონატი და როგორც თავად მარადონა ამბობდა – “გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.”
82-ში მთავარ მეტოქესთან დაპირისპირებაში, ისე იუხეშა, რომ მოედნიდან გააძევეს, არგენტინამ ბრაზილიასთან წააგო და ჩემპიონატს დაემშვიდობა.
აი მერე მოხდა ეს სასწაული, ეს ანომალია, აუხსნელი მოვლენა, 86 წლის მუნდიალი, სადაც დიეგოს უიღბლობა, იღბალმა შეცვალა და მისი ხელით გატანილი გოლი, მსაჯმა ჩათვალა. მერე გაარღვია გაოგნებული ინგლისი, ბელგია.. გერმანია.. და ცას ხელით შეეხო.
უიღბლო იყო 90 წლის მუნდიალიც, პირადად მარადონამ მიათრია გუნდი ფინალამდე, როცა უმძიმესი ტრავმით, ფაქტობრივად, ცალი ფეხით ითამაშა ბრაზილიის წინააღმდეგ და მცველები ისე მიმოფანტა, გეგონება ვარჯიშზე ბარიერებს შორის დაძვრებაო. მაგრამ, ფინალში ბევრის აზრით, გამოგონილი პენალტი დაუდეს და ოცნება დაიმსხვრა.
94-ში, მეტოქეებს შიშის ზარს სცემდნენ, მაგრამ მარადონას ზედ შუა ჩემპიონატში, თამაში აუკრძალეს და სახლში გაუშვეს. არადა, მთავარი ფავორიტები იყვნენ.
როგორც ხედავთ, დიეგოც საკმაოდ უიღბლო იყო, კოპა ამერიკა არც მას მოუგია, მაგრამ მექსიკის ჩემპიონატმა, ისეთ სიმაღლეზე აიყვანა, რომ სანაკრებო ფეხბურთში, ამ სიმაღლეზე არავინ არასდროს ყოფილა და ალბათ ვეღარც იქნება.
მისი ჩრდილი კი, მესისთვის აჩრდილად იქცა, რომელიც ყველგან თან დაჰყვება და მოსვენებას არ აძლევს.
ფილოსოფიური კონფლიქტი
მესი და არგენტინის ნაკრები, ფილოსოფიურ კონფლიქტში არიან.
არგენტინული ფეხბურთი არის ქაოსი და ყოველთვის ქაოსი იყო. იცვლება მხოლოდ ფორმა, ხან გვაქვს ორგანიზებული ქაოსი – როგორც მენოტის 78 წლის ნაკრებში, ხან რევოლუციონერის ქაოსი – როგორც ბილარდოს 86 წლის ნაკრებში.
იგივე სურდა დიეგოს მწვრთნელობისას, მაგრამ მესი არ არის რევოლუციონერი.
მესი არ არის ფეხბურთელი, რომელიც ქაოსში გზას გაიკვლევს. ის არ გაზრდილა არგენტინაში და არ იცის რა არის, როცა “ბომბონერაზე” თამაშობ, სადაც საწყისი წუთების მერე, სადავეები ყოველთვის გარბის და მოედანზე სრული ჯოჯოხეთი ხდება.
მესი, “კლასიკოს” ენაზე თამაშობს, “კლასიკოს” ენა კი აპოლონურია, რაციონალურია, მაშინ, როცა არგენტინული ფეხბურთი, დიონისურია, სადაც უპირატესი ემოციაა და არა გონება, მთავარი ვნებაა, თრობაა, სიგიჟეა!
მესი, არა არგენტინის, არამედ “ბარსელონას” პროდუქტია. ის გაიზარდა მკაცრად განსაზღვრულ ტაქტიკაში, სადაც ყველამ ზედმიწევნით ზუსტად იცის, მოედანზე რა უნდა აკეთოს.
ესპანეთის დავარცხნილ ნაკრებში რომ ეთამაშა, ალბათ ყველა მუნდიალს მოიგებდა, რომელზეც ითამაშებდა, რადგან იქ, სრული თავსებადობა ექნებოდა, როგორც ხასიათით, ისე ტაქტიკურად. გუნდი და მწვრთნელი ხომ იდეალურად შეუწყობდა ხელს, აი არგენტინაში, ყველაფერთან შეუთავსებელია.
შესაბამისად, ან მესი უნდა შეცვლილიყო, ან არგენტინა. ფაქტია, რომ მესი ვერ შეიცვალა, სამაგიეროდ, ბოლო თამაშებში გამოჩნდა, რომ ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მაინც, არგენტინა იწყებს ცვლილებას. მესი უკვე გახდა იმ რანგის ფეხბურთელი, რომელიც სადავეებს თავად მართავს და ცდილობს ნელ-ნელა მიიყვანოს ნაკრები იმ კონდიციამდე, სადაც ყველა იქნება ვალდებული, მის სათამაშო სტილს მოერგოს.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
ფაქტობრივად ახლა იწყებს ახალ ეტაპს და ძალიან ცუდია, რომ კოპა ამერიკა, კორონავირუსმა, ცხვირწინ აგვაცალა.

სიმეონეც არ იქნება ცუდი.
ხასიათით უკეთესია მარა არ ყავს მაგის დაცვა არგენტინას დღეს
სიმეონეც არ იქნება ცუდი.
ჩემი აზრით ერთადერთი რაც აკლია არგენტინას არი მწვრთნელი 2014 ლავეცი ზამენიდან რომ გამოდიოდა რაღაცას არიგებდა მწვრთნელი სახეში წყალი შეასხა ეს იყო და შუა თამაშის დროს მესის ეკითხებოდა რავქნაო გასახდელში რა იქნება უბრალოდ წარმოიდგინეთ მარტო ტაქტიკა და ზამენების გაკეთება რომ არ არის ფეხბურთი ყველამ ვიციით პოჩეტინო უნდა და დამთავრებულია ყველა პრობლემა მეკარეს თუარ ჩავთვლიით
ასე მოიგეს საფრანგეთთან ფინალში, თან პარიზში.
მესი კიდე ათიანია, თამაშის წარმმართველია, შესაბამისად, როცა მოედანზე არ არის არგენტინა თავიდან ბოლომდე იცვლება. მაგალითისთვის, როცა ნაკრებში აღარ თამაშობდა, ჯგუფში რჩებოდნენ, გოლს ვერ იტანდნენ და ბოლო ტურში ისევ მესიმ გაიყვანა მსოფლიოზე.
ანდორას, ლიეტუვას და ლუქსემბურგის დონის ნაკრებებთან, რომ მესის თამაში არ უწევს, ეგ აღმოჩენაა აქ ვინმესთვის?
ევროპაში, თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე, რომ ბევრად გახსნილი თამაში მიდის, ვიდრე კოპაზე, ეგ ახალი ამბავია?
ბევრად მძიმე მდგომარეობა ყოფილა..
70 გოლი, 45 საგოლე პასი – რა არაფერი? 😀😀😀
შენ თუ ანდორა, საქართველო და ლუქსემბურგი ევროპის ჩემპიონატზე ნახე, საუკუნის აღმომჩენი ყოფილხარ. არადა, არ იყო რთული აღსაქმელი ტექსტი.
მესის რას ვერჩი, პროსტა შენაირი მწერლები აზიზღებენ ერთი მეორეს, მესის ფანებს რონის, და პირიქით… რა შუაშია ვინ ვის გაუტანა. დაწერე რო ვერ იგებს მესი სანაკრებოს მარა პროცენტები ვინ ვის უტანს უფრო მეტს რა შუაშია😂 ბოღმა გახრჩობს? შენ რა მაგემატება რომც მოიგოს კაი მსოფლიოც და თუ გინდა მსოფლიოებიც😂
თურმე მესის უნდა მოერგონ 10 ფეხბურთელი… აბა ბარსაში რო გაყვირის ხალხი მარტო მესი იგებს თაშებსო, ხო და ნაკრებშიც გააკეთე აქცენტი მესიზე და არა დანარჩენებზე. თუ კი კლუბში შეუძლია თამაშების მარტო მოგება, იგივე ქნას ნაკრებშიც🙂 მარა არა, გამპრავებლები უცოცხოს მესიტოს😂
ნაკრებში ფეხი დაუცდება და ეგარი არგუმენტები და მიზეზები მესის ფანებს ეგრევე მზად აქვთ… ცუდ ფორმაში წავიდა მსოფლიოზე, არ გაუმართლა რო იგუაინის იმედად დარჩა, გული აერია და რაღაც ჩერჩეტობები. შენივე ნაწერით აბანძებ მესის, რა ჭირს მესის იგუაინის იმედად დასარჩენი. თუ მართლა მის იმედზე იყო და აბა რაღა ღმერთობაზე ლაპარაკობთ, ჩვეულებრივი მოკვდავი ყოფილა😂
რონალდუ მხოლოდ ერთ კონტექსტშია ნახსენები, სტატისტიკური შედარებაა მოყვანილი, რაც ჩემი მოგონილი არ არის, ფაქტია.
დაიხია ურუგვაიმ ეგ შენი პორტუგალია, თან ლიდერის გარეშე.
სხვა დროს ზრდილობას ნუ გადაუხვევ, თორე ისე გიპასუხებ, რომ შემოსვლის სურვილს დაგიკარგავ.
ფაქტია შედეგი ვერაფერი …და როცა საჭიროა სულ გამაზა მესიმ
ხო, ტიტული არ აქვს და მაგას მიეძღვნა ეს სტატია, თუ რატომ არ აქვს.
სამი ძირათადი მიზეზი გამოვყავი:
1. უიღბლობა
2. მარადონას ფაქტორი (ანუ ფსიქოლოგიური ფაქტორი)
3. შეუთავსებლობა
რამე სხვა მოტივსაც თუ აღმოაჩენთ, მოვისმენ სიამოვნებით.
სტატიაზე ცუდი არ მითქვია არაფერი უბრალოდ როგორც გულშემატკივარი მინდა რომ მოიგოოს მეტი არაფერი
ვიცი ვიცი, მეც მაინტერესებს სხვა მიზეზები, უბრალოდ ამ სამი მიზეზის გარდა თავში არაფერი მომივიდა.

ხო, აქვე დავამატებ, რონალდუ თამაშის წარმმართველი არ არის, დამგვირგვინებელია. ადრე შვიდიანი იყო და უკვე დიდი ხანია ცხრიანზე თამაშობს. თამაშიდან თუ გადის, პორტუგალია კარგავს ძალიან მაგარ გამტანს, მაგრამ მათი თამაში ისევ ისეთია, როგორიც იყო.
ასე მოიგეს საფრანგეთთან ფინალში, თან პარიზში.
მესი კიდე ათიანია, თამაშის წარმმართველია, შესაბამისად, როცა მოედანზე არ არის არგენტინა თავიდან ბოლომდე იცვლება. მაგალითისთვის, როცა ნაკრებში აღარ თამაშობდა, ჯგუფში რჩებოდნენ, გოლს ვერ იტანდნენ და ბოლო ტურში ისევ მესიმ გაიყვანა მსოფლიოზე.
ანდორას, ლიეტუვას და ლუქსემბურგის დონის ნაკრებებთან, რომ მესის თამაში არ უწევს, ეგ აღმოჩენაა აქ ვინმესთვის?
ევროპაში, თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე, რომ ბევრად გახსნილი თამაში მიდის, ვიდრე კოპაზე, ეგ ახალი ამბავია?
ბევრად მძიმე მდგომარეობა ყოფილა..
70 გოლი, 45 საგოლე პასი – რა არაფერი? 😀😀😀
შენ თუ ანდორა, საქართველო და ლუქსემბურგი ევროპის ჩემპიონატზე ნახე, საუკუნის აღმომჩენი ყოფილხარ. არადა, არ იყო რთული აღსაქმელი ტექსტი.
მესის რას ვერჩი, პროსტა შენაირი მწერლები აზიზღებენ ერთი მეორეს, მესის ფანებს რონის, და პირიქით… რა შუაშია ვინ ვის გაუტანა. დაწერე რო ვერ იგებს მესი სანაკრებოს მარა პროცენტები ვინ ვის უტანს უფრო მეტს რა შუაშია😂 ბოღმა გახრჩობს? შენ რა მაგემატება რომც მოიგოს კაი მსოფლიოც და თუ გინდა მსოფლიოებიც😂
თურმე მესის უნდა მოერგონ 10 ფეხბურთელი… აბა ბარსაში რო გაყვირის ხალხი მარტო მესი იგებს თაშებსო, ხო და ნაკრებშიც გააკეთე აქცენტი მესიზე და არა დანარჩენებზე. თუ კი კლუბში შეუძლია თამაშების მარტო მოგება, იგივე ქნას ნაკრებშიც🙂 მარა არა, გამპრავებლები უცოცხოს მესიტოს😂
ნაკრებში ფეხი დაუცდება და ეგარი არგუმენტები და მიზეზები მესის ფანებს ეგრევე მზად აქვთ… ცუდ ფორმაში წავიდა მსოფლიოზე, არ გაუმართლა რო იგუაინის იმედად დარჩა, გული აერია და რაღაც ჩერჩეტობები. შენივე ნაწერით აბანძებ მესის, რა ჭირს მესის იგუაინის იმედად დასარჩენი. თუ მართლა მის იმედზე იყო და აბა რაღა ღმერთობაზე ლაპარაკობთ, ჩვეულებრივი მოკვდავი ყოფილა😂
რონალდუ მხოლოდ ერთ კონტექსტშია ნახსენები, სტატისტიკური შედარებაა მოყვანილი, რაც ჩემი მოგონილი არ არის, ფაქტია.
დაიხია ურუგვაიმ ეგ შენი პორტუგალია, თან ლიდერის გარეშე.
სხვა დროს ზრდილობას ნუ გადაუხვევ, თორე ისე გიპასუხებ, რომ შემოსვლის სურვილს დაგიკარგავ.
მაგარი სისულელე სტატიაა ბოლომდე რომ არ უნდა წაიკითხო ისეთი. 😂😂😂 კოპა ამერიკა რომ ევროპახე ძკიერი ტურნირია ეგ საერთოდ საუკუნის აღმოჩენაა 😂😂😂😂😂
ორჯერ გამაზა სულ რთხელ ფინალში კიბატონო და წააგეს მაგის გამო და მეორედ მსოფლიოს ჯუგუფურზე ისლანდიასთან დალშე? რაც მესის ნაკრებში ერთი-ერთზე ყავს ფეხბურთელები გაყვანილი გინდაც ფინალებში და გინდაც ნებისმიერ სხვა ეტაპზე და იმათ გამაზული იმდენი მილიონი მე და შენ ძმაო
პენლების გამაზვის მეტი არაფერი გაუკეთებია მესის ნაკრებისთვიის…შეეგდო და გააჩუმებდა ყველაას
მესის რას ვერჩი, პროსტა შენაირი მწერლები აზიზღებენ ერთი მეორეს, მესის ფანებს რონის, და პირიქით… რა შუაშია ვინ ვის გაუტანა. დაწერე რო ვერ იგებს მესი სანაკრებოს მარა პროცენტები ვინ ვის უტანს უფრო მეტს რა შუაშია😂 ბოღმა გახრჩობს? შენ რა მაგემატება რომც მოიგოს კაი მსოფლიოც და თუ გინდა მსოფლიოებიც😂
თურმე მესის უნდა მოერგონ 10 ფეხბურთელი… აბა ბარსაში რო გაყვირის ხალხი მარტო მესი იგებს თაშებსო, ხო და ნაკრებშიც გააკეთე აქცენტი მესიზე და არა დანარჩენებზე. თუ კი კლუბში შეუძლია თამაშების მარტო მოგება, იგივე ქნას ნაკრებშიც🙂 მარა არა, გამპრავებლები უცოცხოს მესიტოს😂
ევროპა რონალდომ მოაგებია პორტუგალიას? ერთა ლიგა რო ამხანაგური ტურნირია მაგას არაუშავს? მოიცა აბა მესიმ ააცილა გერმანიასთან ის ბურთები? თუ მესიმ გამაზა ჩილესთან ერთი-ერთზე? თუ მესიმ გაუშვა საფრანგეთისგან 4 გოლი? ედერი რო არა ეხლაც შორიდან უყურებდა რონალდო ევროპის თასს კარგად გადახედე ვის წინააღმდეგ აქვს მაგ 99 გოლიდან უმეტესობა გატანილი რონალდოს და მესის ვისთან ისმასაც კარგად გადახედე ვის როგორი ნაკრები ყავს ჩემს ფეხებს მიაღწევდა ამ არგენტინაში რონალდო რამეს ტაკ შტო….
პელეს რო ეთამაშა ამ პორტუგალიაში, მარადონას ან მესის გიმდა თქვა რო სამივე მოიგებდა მსოფლიოს? ზუსტადაც რო რონიმ მოაგებინა ეგ ევროპა ნაკრებს. რო არა რონი ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა პორფუგალია 2016-ში, როგორც ჩანს არ ხარ ჩახედული ამ საკითხში, ნახევარ ფინალში რონის გოლით და ასისტით გავიდა ფინალში პორტუგალია და ფინალში ტრამვა რო მიიღო მაგის გამო თურმე რონის დამსახურება არაა🙂 მესიმ არ გამაზა ფინალში პენალი?🤔 თუ მეშლება რამე? ამით იმის თქმა არ მინდა რო მესის ბრალია წაგებული ის კოპა მარა იმას ნუ იძახით რო მესის გარდა თურმე ყველა მაზავდა.
ისე, იგუაინისა და პალასიოს მომენტები არ გახსენდება?! იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა დრიბლინგის შემდეგ, რთულ სიტუაციაში მყოფმა მესიმ ნოიერს ბურთი თავზე გადაუგდო, რომელიც კარის ხაზზე მიგორავდა და იქ უფრო სწრაფი ფეხბურთელი მიასწრებდა და გაიტანდა, მაგრამ გერმანელებმა მანამდე გამოიტანეს…
2016-ში რონალდუს კარგი თამაში უნგრეთთან მახსენდება და ისიც ვერ მოიგეს, ერთა ლიგაზე კი – შვეიცარიასთან.
გიო ბევრი მაზეს მეგობარო, გეთანხმები, მაგრამ ეგრე ნებისმიერ ნაკრებში თუ კლუბში ხდება და ეს იმის მაჩვენებელი ხო არაა რო გუნდის ლიდერები გამოძვრნენ და ნაკლებათ დაბალ ლეველებს შეეწმინოს ხელები. მაშინ იგივე ვთქვათ რონის მსოფლიოზეც, მასაც ექნებოდა მსოფლიო მოგებული მაზილა თანაგუნდელები რო არ ყავდეს მარა მთლა მართალი აზრი იქნება? არა იმიტო რო პირველ რიგში მას მოეთხოვება, მას შეჰყურებს მთელი ნაკრები თუ კლუბი რო რამე ქნას, ისევე როგორც მესის… პირიქით რო იყოს გიო, რონი და მესი შეჰყურებდეს გუნდელებს აბა თქვენი იმედზე ვარო მაშინ არ ყოფილან სხვა განზომილების იგროკები, არა და ხო ვთანხმდებით რო ორივე დანარჩენებთან ძალიან მაღლა დგანან, ამიტო მიზეზი კვარეზმა და ნანი კი არ არიან მსოფლიო რო არა აქ მოგებული, პირველ რიგში რონი, ისევე როგორც არგენტინია შთხვევაში, პალასიო და იგუაინი კი არა პირველ რიგში მესი. ბრაზილიელ რონალდოს რო ლიგა არ აქ მოგებული, ზიზუს და ფიგუს ბრალია თუ ბექემი რაულის? ყველას გამოვუძებნით გასამართლებელ მიზეზს ჩვენ ოღონდ გვინდოდეს.
მესის რას ვერჩი, პროსტა შენაირი მწერლები აზიზღებენ ერთი მეორეს, მესის ფანებს რონის, და პირიქით… რა შუაშია ვინ ვის გაუტანა. დაწერე რო ვერ იგებს მესი სანაკრებოს მარა პროცენტები ვინ ვის უტანს უფრო მეტს რა შუაშია😂 ბოღმა გახრჩობს? შენ რა მაგემატება რომც მოიგოს კაი მსოფლიოც და თუ გინდა მსოფლიოებიც😂
თურმე მესის უნდა მოერგონ 10 ფეხბურთელი… აბა ბარსაში რო გაყვირის ხალხი მარტო მესი იგებს თაშებსო, ხო და ნაკრებშიც გააკეთე აქცენტი მესიზე და არა დანარჩენებზე. თუ კი კლუბში შეუძლია თამაშების მარტო მოგება, იგივე ქნას ნაკრებშიც🙂 მარა არა, გამპრავებლები უცოცხოს მესიტოს😂
ევროპა რონალდომ მოაგებია პორტუგალიას? ერთა ლიგა რო ამხანაგური ტურნირია მაგას არაუშავს? მოიცა აბა მესიმ ააცილა გერმანიასთან ის ბურთები? თუ მესიმ გამაზა ჩილესთან ერთი-ერთზე? თუ მესიმ გაუშვა საფრანგეთისგან 4 გოლი? ედერი რო არა ეხლაც შორიდან უყურებდა რონალდო ევროპის თასს კარგად გადახედე ვის წინააღმდეგ აქვს მაგ 99 გოლიდან უმეტესობა გატანილი რონალდოს და მესის ვისთან ისმასაც კარგად გადახედე ვის როგორი ნაკრები ყავს ჩემს ფეხებს მიაღწევდა ამ არგენტინაში რონალდო რამეს ტაკ შტო….
პელეს რო ეთამაშა ამ პორტუგალიაში, მარადონას ან მესის გიმდა თქვა რო სამივე მოიგებდა მსოფლიოს? ზუსტადაც რო რონიმ მოაგებინა ეგ ევროპა ნაკრებს. რო არა რონი ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა პორფუგალია 2016-ში, როგორც ჩანს არ ხარ ჩახედული ამ საკითხში, ნახევარ ფინალში რონის გოლით და ასისტით გავიდა ფინალში პორტუგალია და ფინალში ტრამვა რო მიიღო მაგის გამო თურმე რონის დამსახურება არაა🙂 მესიმ არ გამაზა ფინალში პენალი?🤔 თუ მეშლება რამე? ამით იმის თქმა არ მინდა რო მესის ბრალია წაგებული ის კოპა მარა იმას ნუ იძახით რო მესის გარდა თურმე ყველა მაზავდა.
ისე, იგუაინისა და პალასიოს მომენტები არ გახსენდება?! იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა დრიბლინგის შემდეგ, რთულ სიტუაციაში მყოფმა მესიმ ნოიერს ბურთი თავზე გადაუგდო, რომელიც კარის ხაზზე მიგორავდა და იქ უფრო სწრაფი ფეხბურთელი მიასწრებდა და გაიტანდა, მაგრამ გერმანელებმა მანამდე გამოიტანეს…
2016-ში რონალდუს კარგი თამაში უნგრეთთან მახსენდება და ისიც ვერ მოიგეს, ერთა ლიგაზე კი – შვეიცარიასთან.
მესის რას ვერჩი, პროსტა შენაირი მწერლები აზიზღებენ ერთი მეორეს, მესის ფანებს რონის, და პირიქით… რა შუაშია ვინ ვის გაუტანა. დაწერე რო ვერ იგებს მესი სანაკრებოს მარა პროცენტები ვინ ვის უტანს უფრო მეტს რა შუაშია😂 ბოღმა გახრჩობს? შენ რა მაგემატება რომც მოიგოს კაი მსოფლიოც და თუ გინდა მსოფლიოებიც😂
თურმე მესის უნდა მოერგონ 10 ფეხბურთელი… აბა ბარსაში რო გაყვირის ხალხი მარტო მესი იგებს თაშებსო, ხო და ნაკრებშიც გააკეთე აქცენტი მესიზე და არა დანარჩენებზე. თუ კი კლუბში შეუძლია თამაშების მარტო მოგება, იგივე ქნას ნაკრებშიც🙂 მარა არა, გამპრავებლები უცოცხოს მესიტოს😂
ევროპა რონალდომ მოაგებია პორტუგალიას? ერთა ლიგა რო ამხანაგური ტურნირია მაგას არაუშავს? მოიცა აბა მესიმ ააცილა გერმანიასთან ის ბურთები? თუ მესიმ გამაზა ჩილესთან ერთი-ერთზე? თუ მესიმ გაუშვა საფრანგეთისგან 4 გოლი? ედერი რო არა ეხლაც შორიდან უყურებდა რონალდო ევროპის თასს კარგად გადახედე ვის წინააღმდეგ აქვს მაგ 99 გოლიდან უმეტესობა გატანილი რონალდოს და მესის ვისთან ისმასაც კარგად გადახედე ვის როგორი ნაკრები ყავს ჩემს ფეხებს მიაღწევდა ამ არგენტინაში რონალდო რამეს ტაკ შტო….
პელეს რო ეთამაშა ამ პორტუგალიაში, მარადონას ან მესის გიმდა თქვა რო სამივე მოიგებდა მსოფლიოს? ზუსტადაც რო რონიმ მოაგებინა ეგ ევროპა ნაკრებს. რო არა რონი ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა პორფუგალია 2016-ში, როგორც ჩანს არ ხარ ჩახედული ამ საკითხში, ნახევარ ფინალში რონის გოლით და ასისტით გავიდა ფინალში პორტუგალია და ფინალში ტრამვა რო მიიღო მაგის გამო თურმე რონის დამსახურება არაა🙂 მესიმ არ გამაზა ფინალში პენალი?🤔 თუ მეშლება რამე? ამით იმის თქმა არ მინდა რო მესის ბრალია წაგებული ის კოპა მარა იმას ნუ იძახით რო მესის გარდა თურმე ყველა მაზავდა.
მესის სისუსტეზე და რონის სიძლიერეზე არ ვწერ არაფერს, ჩემთვის ორივე ოსტორიის საუკეთესოები არიან, უბრალოდ ცუდი მომენტი როცა ყოველთვის როცა სტატია მესიზეა იქ რონიზე უნდა წაიკბინონ. ისე გამოგყავთ ეს იგროკი გეგონება მესისთან შედარებით შანგირაშვილია😂 ამ შანგირამ მოიგო მესის ეპოქაში 5 ლიგა და 5 ოქროს ბურთი, მაგრამ უი ლიგის მოგება ხო რამოსის დამსახურებაა და ბეილის, ოქროს ბურთები კი პერესის🤣🤣🤣🤣🤣 რონი რა შუაშია ამ ტიტულებთან, პროსტა გაუმართლა რო რამოსი, ბეილი, და პერესი ყავდა😂
მესის რას ვერჩი, პროსტა შენაირი მწერლები აზიზღებენ ერთი მეორეს, მესის ფანებს რონის, და პირიქით… რა შუაშია ვინ ვის გაუტანა. დაწერე რო ვერ იგებს მესი სანაკრებოს მარა პროცენტები ვინ ვის უტანს უფრო მეტს რა შუაშია😂 ბოღმა გახრჩობს? შენ რა მაგემატება რომც მოიგოს კაი მსოფლიოც და თუ გინდა მსოფლიოებიც😂
თურმე მესის უნდა მოერგონ 10 ფეხბურთელი… აბა ბარსაში რო გაყვირის ხალხი მარტო მესი იგებს თაშებსო, ხო და ნაკრებშიც გააკეთე აქცენტი მესიზე და არა დანარჩენებზე. თუ კი კლუბში შეუძლია თამაშების მარტო მოგება, იგივე ქნას ნაკრებშიც🙂 მარა არა, გამპრავებლები უცოცხოს მესიტოს😂
ევროპა რონალდომ მოაგებია პორტუგალიას? ერთა ლიგა რო ამხანაგური ტურნირია მაგას არაუშავს? მოიცა აბა მესიმ ააცილა გერმანიასთან ის ბურთები? თუ მესიმ გამაზა ჩილესთან ერთი-ერთზე? თუ მესიმ გაუშვა საფრანგეთისგან 4 გოლი? ედერი რო არა ეხლაც შორიდან უყურებდა რონალდო ევროპის თასს კარგად გადახედე ვის წინააღმდეგ აქვს მაგ 99 გოლიდან უმეტესობა გატანილი რონალდოს და მესის ვისთან ისმასაც კარგად გადახედე ვის როგორი ნაკრები ყავს ჩემს ფეხებს მიაღწევდა ამ არგენტინაში რონალდო რამეს ტაკ შტო….
ლიეტუვას შეუსრულა პოკერი 😂

ესეთი სისულელე არ წამიკითხია არაფერი. თუ მესის ვერ მოგებულ სანაკრებო ტიტულზე წერ და ხსნი თუ რატო ვერ იგებს, რონალდო რა შუაშია😂 ან კოპა ამერიკა როგორ დააყენე ევროპაზე მაღლა…რისი თქმა გინდა, რო საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, ჰოლანდია, იტალია, ხორვატია, ესპანეთი, ბელგია ჯგუფში რჩება და ყაზახეთს ანდორას და საქართველოს ეთამაშებიან გრანდები?😂 ბიჯო, ლეოს გაპრავებაზე წერ მარა სად წახვედი მე მგონი შენ თვითონაც არ იცი😂 სამხრეთ ამერიკის გუნდები თურმე ევროპულებს ხდის😂 ბოლოს მიგიწერ მაინც, კი გეცოდინება მარა შეხსენებისთვის, რონის 99 გოლი აქ ნაკრებში, მესის 70. რონიმ ევროპა და ერთა ლიგა დადო მარა მესიზე რა გითხრა, თურმე რომეროს ბრალია, იგუაინის, ოტამენდის, დიმარიასი მოკლედ ყველას ბრალია რო ლეომ სანაკრებო ვერ მაიგო თვითონ ლეოს გარდა😂 მარა რონის შემთხვევაში პირიქითაა, ორივე სანაკრებო ყველას დამსახურებაა რონის გარდა😂 ლოგიკას რატო აუპატიურებთ თქვე მამაძაღლებო😂 ისე არ შეგიძლიათ დაწეროთ მესიზე სტატია რო რონის არ უკბინოთ ტაკოზე? ასეთი რა ჩაგიტარათ რო ყოველ სტატიაზე რომელიც მესის ეხება რონის უნდა წაკბინოთ. დაედაროს გინდა პელე და გინდა მარადონა, თუნდაც მესი, ეს კარგად გაქვს გაანალიზწბული და იმიტო ღრინავ ამ ადამიანზე, ცდილოფთ რაღაც მიზეზები გამოჩხრიკოთ რო გაიძახოთ 10 თავით მაღლა დგასო😂 10 არა 100 უფრო მგონია პირადად😂
მესის რას ვერჩი, პროსტა შენაირი მწერლები აზიზღებენ ერთი მეორეს, მესის ფანებს რონის, და პირიქით… რა შუაშია ვინ ვის გაუტანა. დაწერე რო ვერ იგებს მესი სანაკრებოს მარა პროცენტები ვინ ვის უტანს უფრო მეტს რა შუაშია😂 ბოღმა გახრჩობს? შენ რა მაგემატება რომც მოიგოს კაი მსოფლიოც და თუ გინდა მსოფლიოებიც😂
თურმე მესის უნდა მოერგონ 10 ფეხბურთელი… აბა ბარსაში რო გაყვირის ხალხი მარტო მესი იგებს თაშებსო, ხო და ნაკრებშიც გააკეთე აქცენტი მესიზე და არა დანარჩენებზე. თუ კი კლუბში შეუძლია თამაშების მარტო მოგება, იგივე ქნას ნაკრებშიც🙂 მარა არა, გამპრავებლები უცოცხოს მესიტოს😂
ნაკრებში ფეხი დაუცდება და ეგარი არგუმენტები და მიზეზები მესის ფანებს ეგრევე მზად აქვთ… ცუდ ფორმაში წავიდა მსოფლიოზე, არ გაუმართლა რო იგუაინის იმედად დარჩა, გული აერია და რაღაც ჩერჩეტობები. შენივე ნაწერით აბანძებ მესის, რა ჭირს მესის იგუაინის იმედად დასარჩენი. თუ მართლა მის იმედზე იყო და აბა რაღა ღმერთობაზე ლაპარაკობთ, ჩვეულებრივი მოკვდავი ყოფილა😂
🥰 სიტყვები ზედმეტია!
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას დავასხი თავზე ამდენი წელი წესიერი ტრენერი და ფეხბურთელები რო აფ აღირსეს ნაკრებს და მესის აკუნიებთან და კაბალიეროებთან რომელ ტიტულის მოგებაზეა საუბარი რამდენ ფინალში გაიყვანა მესიმ ნაკრები რამდენ ფინალში და ერთი ვერ მოიგო ნაკრებმა სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა გუნდურობა იქ ჩაისვარეს იქ დაიწყეს მაზილაობა და ტრამვიანობა ოხ მესი შენი პატრიოტი დედა ვატირე ხო გეხვეწებოდა ეზოანეთი წასულიყავი ახლა ხო ყველაფერი მოგებული გექნებოდა ვერ დაგაფასა არგენტინამ არაა ეგ ქვეყანა იმის ღირსი რო შენ მისი ნაკრების მაისურს იცმევდე
მესი მარადონას გაუმჯობესებული ვერსიაა და სამწუხაროა,რომ არგენტინის ნაკრები აირჩია.