მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუარდიოლა: “არასოდეს გავხდები ისეთი, როგორიც მოურინიოა”

გუარდიოლა: “არასოდეს გავხდები ისეთი, როგორიც მოურინიოა”

გუარდიოლამ უპასუხა მოურინიოს, რომელმაც კვლავ ვერ უთხრა უარი საკუთარ თავს, რომ კბილი გაეკრა “ბარსელონასა” და კონკრეტულად პეპისთვის.

 

“ვფიქრობ, ყველა მიხვდა, თუ ვის გულისხმობდა მოურინიო. იგი საუბრობდა ჩემზე. სამწუხაროა, რომ მან ვერ გაბედა ჩემი გვარის დასახელება, მაგრამ ვფიქრობ, მომავალში ის ამას გააკეთებს. ერთადერთი, რაშიც ჩვენ ერთმანეთს ვგავართ არის ის, რომ ორივეს გვსურს მუდამ გამარჯვება, სხვა არაფერი. არასდროს ვისურვებდი სხვა ასპექტებში მოურინიოს დონეზე ყოფნას და თუ ოდესმე მას დავემსგავსები, მომიწევს ჩემი ქცევების გადახედვა. თქვენ (მიმართავს ჟურნალისტებს) გაქვთ უამრავი ინტერვიუ არქივში, შეგიძლიათ, გადაავლოთ მათ თვალი და დარწმუნდეთ, რაოდენ დიდია ჩვენს შორის სხვაობა. მე არ მსურს ჩავიდინო ისეთი საქციელი, რომელიც შეურაცყოფს ჩემს გუნდსა და გულშემატკივრებს. შესაძლოა, ეს ყოველთვის არ გამომდის, მაგრამ ამისთვის ყველაფერ შესაძლოს ვაკეთებ. თქვენ არ მოგიწევთ ჩემს გამო პრეს-კონფერენციებზე გაწითლება, სადაც არ უნდა იყოთ.”

 

გუარდიოლამ ასევე ისაუბრა სატურნირო ცხრილში არსებულ მდგომარეობაზე. “”რეალი” იმსახურებს პირველ ადგილს. მსაჯებს სიტუაცია რთულად აქვთ, ისინი დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ვფიქრობ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყველა პუნქტს უნდა დაუსვას “і”.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში