მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: “გუარდიოლამ იცის “ბარსას” ღირებულებები და არ ეშინია რისკზე წასვლის”

როსელი: “გუარდიოლამ იცის “ბარსას” ღირებულებები და არ ეშინია რისკზე წასვლის”

ესპანური პრესის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ხოტბა შეასხა გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას.

 

როსელმა ხაზი გაუსვა, რომ გუარდიოლა სისხლით ხორცამდე “ლურჯ-ბროწეულისფერია.”

 

“გუარდიოლა ბავშვობიდან თამაშობდა და ვარჯიშობდა ჩვენს კლუბში. მან კარგად იცის “ბარსელონას” ღირებულებები, რასაც ადასტურებს კრისტიან ტელოს მაგალითიც. ეს ფეხბურთელი ხომ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ვინც არ რისკავს, ის ასეთ ნაბიჯებს არ დგამს.” – განაცხადა როსელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ტელომ დუბლი შეასრულა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში ლევერკუზენის “ბაიერის” წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში კი “ბარსამ” აღნიშნული თამაში მოიგო, ანგარიშით 7:1. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში