”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა თავისი აზრი გამოთქვა გუნდის არგენტინელ ლიდერზე, ლეო მესიზე.
”ჩვენ გაგვიმართლა, რადგან შეგვიძლია თვალი ვადევნოთ იმას, თუ რას აკეთებს ლეო მესი. როგორც მე მეჩვენება მას უბრალოდ არ ჰყვას თანასწორი. ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. არ ვიცი ვის შეუძლია მასთან შეჯიბრი. ის არარეალურ რაღაცეებს აკეთებს, თითქოს სხვა პლანეტიდანაა ჩამოსული” – როსელის სიტყვებს ”as” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში, ლევერკუზენი ”ბაიერის” წინააღმდეგ ლეო მესიმ 5 გოლის გატანა შეძლო.


