მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობინ დუტი მატჩის შემდეგ

რობინ დუტი მატჩის შემდეგ

ლევერკუზენის “ბაიერის” მთავარმა მწვრთნელმა, რობინ დუტმა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა საპრესკონფერენციო დარბაზში. მან ხოტბა შეასხა კატალონიელთა შოუს.

 

“მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე “ბარსელონა” იყო, ძალიან მტკივნეული იყო ეს მარცხი. ყველაფერს სწორად უნდა შეხედო, მეტოქე უბრალოდ ძალიან ძლიერი იყო”. ციტირებს მწვრთნელის სიტყვებს “უეფას” ოციფიალური ვებ-გვერდი. “შეხვედრა ჩავაგდეთ. როცა კატალონიელებს ეთამაშები, შენი შესაძლებლობების პიკში უნდა იყო. არ დავნებებულვართ მეორე ტაიმში, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხეთ. 2:0-ის შემდეგ მეტოქე მიხვდა, რომ უკვე შეიძლებოდა სიამოვნებისთვის ეთამაშათ და ასეც მოიქცნენ. გვსურდა სწრაფი კონტ-შეტევებით წავსულიყავით წინ, მაგრამ “ბარსელონამ” ამის საშუალება არ მოგვცა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როცა ასეთ დიდ გუნდს ეთამაშები”.

 

“როგორც წესი, მოწინააღმდეგე უნდა აიყვანო, მაგრამ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” შემთხვევაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ხშირად ბურთს ვერ ვართმებდით მათ. არ ვფიქრობ, რომ ამ მარცხის შემდეგ გერმანული ფეხბურთი რამეზე სერიოზულად დაფიქრდება, რადგან “ბარსელონა” ასევე ეთამაშება ნებისმიერი ქვეყნის გუნდს. ჩვენ პროფესიონალები ვართ და უნდა დავივიწყოთ ეს შეხვედრა. ჩემპიონთა ლიგა სხვაა, ბუნდესლიგა – სხვა”.

 

“ბარსელონა” უბრალოდ ბრწყინვალეა, როგორ შეიძლება ასეთ დონზე გუნდის აყვანა. ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვიპოვოთ. მე მივულოცე გვარდიოლას და ვუთხარი, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდოდა. მასპინძლები იყენებდნენ თითოეულ თავისუფალ ზონას და ულამაზეს სტილში ახორციელებდნენ შეტევებს. თუ ფეხბურთი გიყვართ, მაშინ ნასიამოვნები დარჩებოდით ლიონელ მესის თამაშით. მე, როგორც მწვრთნელს, მსურდა, რომ არგენტინელისთვის წარმატებული დღე არ ყოფილიყო. “ბარსელონას” ყველაფერი აქვს: ტექნიკა, ტაქტიკა, გუნდური სულისკვეთება. “ლურჯ-ბროწეულისფერები” იდეალურად თამაშობენ”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში