მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკო: “მესის გარეშე “ბარსა” სხვა გუნდი იქნებოდა”

დეკო: “მესის გარეშე “ბარსა” სხვა გუნდი იქნებოდა”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, დეკომ, რომელიც ამჟამად ბრაზილიური “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავს, საქებარი სიტყვები არ დაიშურა არგენტინელი ლიონელ მესის მიმართ. იტყობინება ესპანური პრესა.

 

დეკოს თქმით, შეუძლებელია ადამიანმა ვერ დაინახოს ლეოს ლომის წილი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” წარმატებაში.

 

“ჩემთვის ლიონელ მესი არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მოქმედ მოთამაშეთა შორის. ის სწორ გზაზე დგას და მალე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საკუთარ სახელს ჩაწერს. დიდი ხანია მისი დონისა და საშემსრულებლო ოსტატობის მქონე ფეხბურთელი არ მინახავს. რა თქმა უნდა, “ბარსელონას” ბრწყინვალე კოლექტივი ჰყავს, მაგრამ არგენტინელის გარეშე სულ სხვა გუნდი იქნებოდა”. დაასრულა დეკომ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში