მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“ბაიერი”. იცოდით თუ არა, რომ…

“ბარსელონა”-“ბაიერი”. იცოდით თუ არა, რომ…

 

 – “ბარსელონა” მერვედ უპირისპირდება “ლევერკუზენს”. კატალონიელებმა განვლილი 7 შეხვედრიდან 4-ში იმარჯვეს, 2-ში დამარცხდნენ და ერთიც ფრედ ითამაშეს. ბოლო დაპირისპირება “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სასარგებლოდ დასრულდა “ბაიარენაზე”, ანგარიშით 1:3.

 

 – თუ “ბარსელონა” გერმანულ გუნდს გამოაგდებს 1/8 ფინალიდან, ეს იქნება შესანიშნავი შედეგი კატალონიელთათვის. ისინი ზედიზედ მეხუთედ მოახერხებენ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასპარეზობას.

 

 – გვარდიოლას ეპოქაში “ბარსელონამ” ზედიზედ 13 საშინაო შეხვედრა ჩაატარა დაუმარცხებლად. აქედან, 11 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა. ბოლო კატალონიური გრანდი 2009 წლის ოქტომბერში დამარცხდა “კამპ ნოუზე”.

 

 – “ბარსელონამ” გერმანულ გუნდებთან ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრიდან ყველა მოიგო. გაიტანა რა 24 გოლი, მხოლოდ 4 მიიღო საკუთარ კარში. ისინი ბოლოს “შტუტგარდთან” დამარცხდნენ საშინაო არენაზე.

 

 – “ბაიერს” ათი წელია გასვლაზე არ მოუგია საპასუხო შეხვედრის დროს. მათ ეს ბოლოს მოახერხეს 2002 წელს, როდესაც “მაქაბი ჰაიფა” 0:2 დაამარცხეს. ამ დროიდან მათ გასვლით მატჩებში 9-ჯერ წააგეს და 4-ჯერ ფრე ითამაშეს.

 

 – “ლევერკუზენმა” თავის ისტორიაში მერვედ წააგო პირველი შეხვედრა ფლეი-ოფისა და აქედან არცერთ შემთხვევაში მას მომდევნო ეტაპზე გასვლა არ მოუხერხებია.

 

 – “ბარსელონა” 33 შემთვევიდან 31-ჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე მას შემდეგ, რაც გასვლითი მატჩები მოიგეს. ბოლო ასეთი შემთხვევა სწორედ წინა სეზონში გახლდათ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. (გასვლაზე 0:2, სახლში 1:1).

 

 – ლიონელ მესი დაუბრუნდა მოედანს მას შემდეგ, რაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა ლა ლიგის მატჩში. არგენტინელი ტურნირის საუკეთესო მეგოლეა 7 გატანილი ბურთით. იგი ასევე ლიდერობს კარში დარტყმების რაოდენობით. კარის ჩარჩოში 20-ჯერ მოახვედრა, ხოლო 21-ჯერ ააცილა. ორივე საუკეთესო მაჩვენებელია.

 

 – კარლეს პუიოლი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში გამოტოვებს მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე.

 

 – “ლევერკუზენმა” 11 გოლი გაუშვა საკუთარ კარში, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1/8 ფინალში გასულ გუნდებს შორის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში