ესპანურმა “ვალენსიამ” თვალი კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელ მარტინ მონტოიას დაადგა. “ღამურების” ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია აკვირდება “ლურჯ–ბროწეულისფერთა” მცველს და ისინი შეეცდემიან მის გადაბირებას როგორც კი უახლოესი სატრანსფერო ფანჯარა გაიღება.
როგორც ესპანური პრესა იტყობინება, “ვალენსიას” გადაწყვეტილი აქვს მონტოიას არენდით აყვანა. არენდა გაგრძელდება 2012/13 წლების სეზონის ბოლომდე. შეგახსენებთ, რომ მარტინმა ამ სეზონში “ბარსას” პირველ გუნდში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, ხოლო დუბლებში რეგულარულად თამაშობს.
რთული სათქმელია რას გადაყვეტენ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები და გაუშვებენ თუ არა მონტოიას. ისე კი, მისი არენდით გაშვება ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება.


