შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიცფელდმა გააკეთა კომენტარი ესპანეთის ნაკრების მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხების შემდეგ.
“ეს ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენ გავტეხეთ 105 წლიანი მოუგებელი სერია და როგორც იქნა დავამარცხეთ ესპანეთი. ამ გამარჯვებით, შვეიცარიამ გადადგა ერთი დიდი ნაბიჯი მერვედფინალამდე. ახლა მთავარია კონცენტრაცია შევინარჩუნოთ და კარგად ჩავატაროთ დანარჩენი ორი მატჩი. ჩემი აზრით ესპანელებისგან განსხვავებით, ჩილესთან უფრო მძიმე მატჩი გველის.” ციტირებს ჰიცფელდის სიტყვებს AFP.
წყარო: sports.ru
