workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკე: “ვილა მხოლოდ ერთი პირობით წავა ევრო–2012–ზე”

ლუკე: “ვილა მხოლოდ ერთი პირობით წავა ევრო–2012–ზე”

ადრე სახელგანთქმული ესპანელი ფეხბურთელი ალბერტ ლუკე აცხადებს, რომ დავიდ ვილა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება ესპანეთის ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე, თუ იგი მოასწრებს ფორმაში შესვლას და ბოლომდე გამოჯანმრთელებას.

 

“მან მითხრა, რომ ევრო–2012–ზე იმ შემთხვევაში დაეხმარება გუნდს, თუ გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ ისევ ისეთი დავიდ ვილა იქნება, როგორსაც ყველა ვიცნობთ. მას არ სურს ტურნირში მონაწილეობის მიღება შესარცხვენად. დავიდი ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და მისგან ბევრს ითხოვენ და მოითხოვენ კიდეც. სწორედ ამიტომაა საჭირო სრული მზადყოფნა და ძველებურად თამაში.” –განაცხადა ლუკემ.

 

როგორც მოგეხსენებათ, ახლა ვილა რეაბილიტაციის კურსებს გადის. მან ტრავმა გასული წლის მიწურულს, კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ერთ–ერთი შეხვედრისას მიიღო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში