მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა ”ნაიკის” ახალ რეკლამაში

გვარდიოლა ”ნაიკის” ახალ რეკლამაში

მწვრთნელმა განაცხადა, რომ ტექნიკა არის ის ერთადერთი რამ, რასაც ახალაგზრდა ფეხბურთელმა ყურადღება უნდა მიაქციოს.

”ბარსას” თავკაცი, პეპ გვარდიოლა ”ნაიკის” უახლესი რეკლამის მთავარი პერსონაჟია. რეკლამაში პეპი თვალს ადევნებს ”ბარსელონას” ორი ასაკობრივი გუნდის თამაშს. ვიდეო კამპანია ”შანსის” ნაწილია, რომლის მიზანიც ახალგაზრდა ტალანტების მოძიებაა.

გვარდიოლა ღიად აცხადებს, თუ რას აქცევს ყურადღებას ახალგაზრდა ფეხბურთელებში: ”პირველი, რასაც ვაკვირდები ნიჭია… მათი ტექნიკა. ეს ამ ასაკში უმნიშვნელოვანესია. ისინი ახალგაზრდები არიან და კვლავ ვითარდებიან. ამ დროისთვის ფიზიკური მომზადება მნიშვნელოვანი არ არის. განსაკუთრებული ტექნიკაა, რასაც ექცევა ყურადღება”. ის ასევე რჩევას აძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს: ”მათ მხოლოდ თამაშზე უნდა იფიქრონ. ითამაშონ, როცა შეუძლიათ. ნებისმიერ დროს, ყველგან, მხოლოდ ითამაშონ. დანარჩენი მისით მოვა”.

პეპი ასევე ”ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემიის მოდელზე საუბრობს: ”ვარჯიშების და სელექციის პროცესი იდეალურია. ჩვენ ვირჩევთ ფეხბურთელებს, რომლებიც მზად არიან და არიან ტექნიკურები. ჩვენ მათ ყველაფერს ვაძლევთ მათი ნიჭის განსავითარებლად. მოგვიანებით კი ზეწოლა, რომელიც ფეხბურთს აქვს გადაწყვეტს ყველაფერს”.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=_C6JatoKpjg]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში