ბელგრადის “პარტიზანის” თავდამსხმელი ლაზარ მარკოვიჩი კატალონიის “ბარსელონას” ინტერესების სფეროში მოექცა, იტყობინება ესპანური ყოველდღიური გამოცემა “ელ მუნდო დეპორტივო”. ჯერ–ჯერობით უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია არაა გავრცელებული და არავინ იცის “ლურჯ–ბროწეულისფერები” რამდენის გადამხდელები არიან სერბ ფეხბურთელში.
17 წლის ფორვარდით დაინტერესება მანამდე მილანის “ინტერმა” გამოთქვა. მარკოვიჩით ასევე დაინტერესებული იყო “ფიორენტინაც”. ყველაზე დიდი და სარფიანი შემოთავაზება “პარტიზანის” ხელმძღვანელებს ლონდონის “ჩელსისგან” ჰქონდათ. რომან აბრამოვიჩმა მათ ფეხბურთელში 15 მილიონი დოლარი შესთავაზა, მაგრამ თავად მოთამაშე იყო სასტიკ უარზე და არ მოისურვა “პრეიმერ ლიგაში” გადასვლა.
აღსანიშნავია, რომ მარკოვიჩს სერბეთის ნაკრებში დებიუტი 28 თებერვალს, სომხეთის ნაკრებთან ჰქონდა. მისმა გუნდმა მეტოქე სტუმრად 2:0 დაამარცხა.
ახლა კი იხილეთ ვიდეო, სადაც ასახულია, თუ რა შეუძლია ახალგაზრდა ტალანტს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=BSG5C8eSuK4]



