მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეომ ნაკრებში პირველი ჰეთ–თრიკი შეასრულა

ლეომ ნაკრებში პირველი ჰეთ–თრიკი შეასრულა

გუშინ უამრავი ამხანაგური შეხვედრა შედგა და მათ შორის იყო არგენტინისა და შვეიცარიის დაპირისპირება, რომელიც ნამდვილად ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო გამოდგა. კატალონიის “ბარსელონას” ორივე ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო და ლიონელ მესი, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინენ და 90 წუთიც დაჰვეს მოედანზე.

 

მაგიურმა ლეომ თავის სანაკრებო კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ–თრიკი. მესის არგენტინაში ბოლოს 1 გოლზე მეტი 2007 წლის 5 ივნისს ჰქონდა გატანილი, კერძოდ კი მან დუბლი შეასრულა.

 

მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ანგარიში მე–20 წუთზე კუნ აგუეროსთან ულამაზესად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ გახსნა. მეორე ტაიმში, კერძოდ კი 49–ე წუთზე, მასპინძლებმა სწონასწორობა აღადგინეს. თამაში ისე წარიმართა, თითქოს ფრე გარდაუვალი იყო, მაგრამ ლეომ 88–ე წუთზე სოლო რეიდი განახორციელა და კვლავ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. მატჩს საბოლოო წერტილი 92–ე წუთზე დაესვა, როცა საჯარიმოში გონსალო იგუაინი იქნა წაქცეული და მსაჯმაც თერთმეტ მეტრიანი დარტყმა დანიშნა. მესიმ ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან და ჰეთ–თრიკი გაინაღდა. დანარჩენი კი თავად იხილეთ ვიდეოში…

 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=KcAj8V8ukUM]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში