ცნობილმა ამერიკულმა პორტალმა bleacher report-მა, რომელსაც დღის განმავლობაში მილიონობით მომხმარებელი სტუმრობს, “ოსკაროსანი” ფეხბურთელების ხუთეული გამოაქვეყნა.
bleacher report-ის ჟურნალისტის აზრით ფეხბურთი თავის მხრივ გარკვეულ წილად შეიცავს თეატრალურ ელემენტებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოედანზე მსახიობების ხილვის სურვილი გვაქვს. მოქმედი ფეხბურთელებიდან 5 საუკეთესოს გამორჩევა შეიძლება. პირველი მათგანია მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. მეორე პოზიცია კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების წევრს, სერხიო ბუსკეტს ხვდა წილად. მესამე და მეოთხე ადგილებს იყოფენ არიენ რობენი და ნანი შესაბამისად. თურქეთისა და ხორვატიის დაპირისპირებისას ბრწყინვალედ შესრულებული ვარდნით ჰამიტ ალტინტოპმა “ოსკაროსანი” ფეხბურთელების ხუთეულში კუთვნილი ადგილი დაიკავა.



