“ბარსელონას” პირველი გუნდის იმ სამმა ფეხბურთელმა, რომლებიც სანაკრებო შეხვედრებში არ იღებენ მონაწილეობას, დღეს ეუსებიოს შეგირდებთან ერთად ივარჯიშა,
2012 წლის პირველმა სანაკრებო პაუზამ “ბარსას” პირველი გუნდი ფაქტიურად უმოქმედოდ დატოვა. დარჩენილმა სამმა ფეხბურთელმა (პინტო, კეიტა და პედრო) დღეს “სიუტატ ესპორტივას” #2-ე მოედანზე სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა. სესია ერთობლივად წარმართეს პეპ გუარდიოლამ და ეუსებიო საქრისტანმა.
არდადეგები ხუთშაბათამდე
სამეულს (პინტო, კეიტა და პედრო) უთხრეს, რომ მათ დასვენების საშუალება ეძლევათ ხუთშაბათამდე, სანამ გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები არ დაბრუნდებიან. ხუთშაბათის ვარჯიში ესპანეთის დროით 18:00 საათზე დაიწყება და გუნდი ხიხონის “სპორტინგთან” მატჩისთვის მზადებას დაიწყებს.



