მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუარდიოლა: მომდევნო მატჩში მესი დაისვენებს, ისევე როგორც პეპე”

გუარდიოლა: მომდევნო მატჩში მესი დაისვენებს, ისევე როგორც პეპე”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი მონაწილეობას არ მიიღებს ხიხონის “სპორტინგთან” მატჩში, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის ფარგლებში გაიმართება.

 

საქმე ისაა, რომ არგენტინელს დაუგროვდა ყვითელი ბარათები, რომელთაგან ბოლო მან მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში მიიღო.

 

როგორც ესპანური პრესა იუწყება, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელს შეკითხვა დაუსვეს “სპორტინგთან” მესის არ ყოფნასთან დაკავშირებით. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: “ყველა მოითხოვს, რომ მესიმ დაისვენოს, ასე რომ იგი დაისვენებს მომდევნო კვირას, ისევე როგორც პეპე.”

 

შეგახსენებთ, რომ გუარდიოლამ გადაკრულად მიუთითა მადრიდის “რეალის” მცველის უხეშ თამაშზე, რის გამოც პორტუგალიელი ხშირად იღებს ყვითელ და წითელ ბარათებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში