მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდმა მზადება დაასრულა

გუნდმა მზადება დაასრულა

”ბარსელონამ” დაასრულა პრიმერას შემდეგი ტურის შეხვედრისთვის მზადება. პეპ გვარდიოლამ დაასახელა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებემ ”ატლეტიკოსთან” მატჩში.

”სიუტატ ესპორტივაზე” გუნდმა დახურულ კარს მიღმა მზადება დაასრულა ხვალინდელი შეხვედრისთვის. სესიაზე პირველი გუნდის ყველა შესაძლო ფეხბურთელი იმყოფებოდა, ასევე ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები, ტელიო, ბალიუ, სერხი გომესი და ლობატო.

მგზავრობა

გუნდი ხვალ 09:45 საათზე ”ნოუ კამპზე” შეიკრიბება და ”ელ პრატის” პრატის აეროპორტში გაემგზავრება. თვითმფრინავი ბარსელონადან 10:30 საათზე გაფრინდება და მადრიდში 11:30 საათზე დაეშვება. გუნდი შეხვედრამდე სასტუმროში იქნება, შეხვედრა ”ვისენტე კალდერონზე” კი 21:30 საათზე დაიწყება.

განაცხადა

პეპ გვარდიოლას მადრიდში შემდეგი ფეხბურთელები მიჰყავს: ვალდესი, პინტო, ალვესი, ადრიანო, პიკე, პუიოლი, აბიდალი, მასკერანო, ბუსკეტსი, კეიტა, ჩავი, ინიესტა, ტიაგო, სესკი, მესი, პედრო, კუენკა სანჩესი და ტელიო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში